Plasmon
მეტეოსპაზმილი / Meteospasmyl


შემადგენლობა

წამლის ფორმა: შიგნით მისაღები კაფსულები.
აღწერილობა: ერთ კაფსულაში
აქტიური ნივთიერებებები: 
ალვერინის ციტრატი – 60მგ;
სიმეტიკონი – 300მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, გლიცეროლი, გასუფთავებული წყალი. 
აღწერილობა: რბილი, წაგრძელებული ფორმის, მწვანე კაფსულები, ზომა #6.
კაფსულის შემადგენლობა: თეთრი ფერის უსუნო ჟელე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატია, რომელიც ახდენას სპაზმოლიზურ მოქმედებას, ამცირებს გაზთწარმოქმნას ნაწლავში.
ალვერინი – მიოტროპული სპაზმოლიტიკია, რომლის მოქმედებას არ ახლავს თან ატროპინისმსგავსი ეფექტი ან განგლიომაბლოკირებელი აქტივობა. ამცირებს ნაწლავის გლუვი მუსკულატურის მომატებულ ტონუსს.
სიმეტიკონი – ჰიდროფობული პოლიმერული ნივთიერებაა დაბალი ზედაპირული დაჭიმულობით, რომელიც ამცირებს აირების წარმოქმნას ნაწლავში და ფარავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედელს დამცავი აპკით.

ჩვენებები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მოშლილობანი, რაც ვლინდება მუცლის ტკივლით, აირების წარმოქმნის მომატებით, ბოყინით, გულისრევით, ყაზობით, ფაღარათით ან მათი მონაცვლეობით;
მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი ან ინსტრუმენტული გამოკვლევებისათვის მომზადება.

მიღების წესები და დოზები
1 კაფსულა დღეში 2-3 ჯერ ჭამამდე.
მუცლის ღრუს გამოკვლევებისათვის მომზადების მიზნით - ერთი კაფულა 2-3 ჯერ გამოკვლევის წინა დღეს და ერთი კაფსულა გამოკვლევის ჩატარების დღეს დილით.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალრეგიული რეაქციების განვითარება.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არსებობს მონაცემები აღნიშნული პრეპარატის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობა: 3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ტემპერატურაზე არუმეტეს 25oC-ისა; ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?