Plasmon
მეტფოგამა 850 / Metfogamma 850


 

შემადგენლობა
დამხმარე ნივთიერებები: პოლი (O-2-ჰიდროქსიპროპილ, O-მეთილ) ცელულოზა (წებოვნება [2% წყალში]: 15 000 mPa*s), პოლი (O-2-ჰიდროქსიპროპილ, O-მეთილ) ცელულოზა [2% წყალში]: 5-7 mPa*s), პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 6000

მეტფოგამა 850 წარმოდგენილია 30 ტაბლეტიან შეფუთვებში (N1), 120 ტაბლეტიან შეფუთვებში (N2) ან 600, 1200, 4800 ტაბლეტიან ჰოსპიტალურ შეფუთვებში
მეტფოგამა 850 განეკუთვნება იმ პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება მოზრდილებში არაინსულინ დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის (შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2) სამკურნალოდ.

ჩვენებები

თერაპიული ჩვენებები
მეტფოგამა არის პრეპარატი, რომელიც დაბლა წევს სისხლში ძალიან მაღალ გლუკოზის დონეებს დიაბეტით (შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2 მოზრდილებში) დაავადებულებში; კერძოდ კი ჭარბწონიან პაციენტებში, რომლებშიც ვერ მიიღწევა სისხლში გლუკოზის ადექვატური დონეები მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით.
მეტფოგამა 850 გამოიყენება როგორც ცალკე (მონოთერაპიაში) ასევე კომბინაციაში გლუკოზის დამწევ სხვა საშუალებებთან ან ინსულინთან ერთად
მას შემდეგ, რაც დადგინდება დიეტური ზომების არაეფექტურობა დიაბეტით დაავადებულებში (შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2), შესაძლებელია დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების გამოვლენის სიხშირის შემცირება მეტფორმინით მკურნალობისას.

მიღების წესები და დოზები

მეტფოგამას მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად
მეტფოგამას დოზირება უნდა დადგინდეს ექიმის მიერ ინდივიდუალურად სისხლში გლუკოზის მაჩვენებლების საფუძველზე. ასევე საჭიროა რეგულარული შემოწმებების ჩატარება ექიმის მიერ.
შემოგარსული ტაბლეტები აქტიური ნივთიერების 850 მგ და 1000 მგ მეტფორმინის შემცველობით ხელმისაწვდომია საჭირო შემანარჩუნებელი დოზის ინდივიდუალური კორექციისათვის.
თუ ექიმი არ განსაზღვრავს სხვაგვარ დოზირებას, მეტფოგამას ჩვეულებრივი დოზა შეადგენს შემდეგს:
ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 2-3 ტაბლეტი მეტფოგამა 850 დღეში (რაც შეესაბამება 1700-2550 მგ მეტფორმინს) ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. მაქსიმალური დღიური დოზა არის სამი ტაბლეტი დღეში (რაც 2550მგ მეტფორმინის ექვივალენტურია). 
შემოგარსული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს სითხის მიყოლებით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ორი ან მეტი ტაბლეტის მიღების შემთხვევაში, მათი განაწილება უნდა მოხდეს დღის განმავლობაში, მაგალითად ერთი ტაბლეტი მიიღება საუზმის შემდეგ და ერთი ტაბლეტი სადილის შემდეგ
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, თუ ის შენიშნავს, რომ მეტფოგამას ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან სუსტი.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად მეტფოგამა 850 მიღებისას ასევე აღინიშნება გვერდითი ეფექტები, რომელთა გამოვლენის სიხშირე შეფასებულია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირად
10-
დან 1-ზე მეტ პაციენტში

ხშირად
10-
დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში

ნაკლებად ხშირად:
100-
დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში

იშვიათად:
1000-
დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათად:
10,000-
დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მათ შორისაა ცალკეული ცნობები.



დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
-
ძალიან ხშირად:
გულისრევა, პირღებინება და დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მადის დაკარგვა. აღნიშნული ნიშნები ვლინდება თერაპიის დაწყებისას და ხშირად სპონტანურად ქრება. აღნიშნული ჩივილების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია მეტფოგამას მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ 2-3 დოზად. თუ ეს სიმპტომები აღინიშნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მეტფოგამას მიღება უნდა შეწყდეს და აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
-
ხშირად
რკინის გემო
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ
-
ძალიან იშვიათად:
მწვავე მეტაბოლური დარღვევა, რაც გამოიხატება სისხლის ლაქტოციდოზით, რისი ნიშნებიც შეიძლება იყოს პირღებინება და ტკივილი მუცლის არეში, რასაც თან ახლავს კუნთების ტკივილი და სპაზმი ან მწვავე ზოგადი სისუსტე
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
-
ძალიან იშვიათად:
კანის გაწითლება (საშუალო ერითემა) იმ პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება მედიკამენტების აუტანლობა.
ჰეპატობილიარული დარღვევები:
-
ძალიან იშვიათად:
პათოლოგიური ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ ანალიზებში ან ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) სიყვითლით ან მის გარეშე, რაც ქრება მეტფოგამას მიღების შეწყვეტის შემდეგ
კონტრზომები
სისხლის ლაქტოციდოზზე ეჭვის არსებობისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ ის შენიშნავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც მოცემული არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში.

უკუჩვენება
მეტფოგამა არ გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება:
-
ჰიპერმგრძნობელობა მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ან მეტფოგამა 850-ის სხვა ინგრედიენტების მიმართ;
-
დიაბეტის დროს სისხლის მომატებული მჟავიანობა (დიაბეტური კეტოაციდოზი), რაც წარმოადგენს კომის წინა ეტაპს (პრეკომა);
-
თირკმლის უკმარისობისა ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობა სისხლში მომატებული კრეატინინის მაჩვენებლებით);
-
მწვავე მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თირკმლის ფუნქციის მოშლა, მაგალითად:
-
სითხის დაკარგვა ღებინების ან მწვავე დიარეის გამო (დეჰიდრატაცია);
-
მწვავე ინფექციები;
-
სისხლის მიმოქცევის უკმარისობა (შოკი);
-
გამოკვლევები სისხლძარღვებში იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების შეყვანით, ამგვარი გამოკვლევების დროს ან მათ შემდეგ 48 საათის განმავლობაში;
მწვავე ან ქრონიკული დაავადებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ქსოვილების ჟანგბადის უკმარისობა (ქსოვილების ჰიპოქსია), როგორიცაა:
-
გულის უკმარისობა ან ფილტვის ფუნქციის დარღვევები (გულის ან სუნთქვის უკმარისობა);
-
გულის შეტევა (ახლახანს გადატანილი მიუკარდიუმის ინფარქტი);
-
სისხლის მიმოქცევის უკმარისობა (შოკი);
-
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი;
-
ლაქტაციის პერიოდი

განსაკუთრებული მითითებები
არასასურველი აკუმულაციის და ამდენად, სისხლში რძემჟავათი მჟავიანობის მომატების რისკი (ლაქტოციდოზი) ძირითადად განისაზღვრება თირკმლის ფუნქციით. სწორედ ამიტომ, მეტფოგამას გამოყენებით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია თირკმლის ნორმალური ფუნქციის დადასტურება.
თირკმლის ფუნქციის შემოწმება შრატისმიერი კრეატინინის დონეების განსაზღვრის გზით უნდა ჩატარდეს სულ მცირე წელიწადში ერთხელ ან მეტჯერ. თუ შრატში კრეატინინის მაჩვენებელი აღემატება ნორმას, შემოწმება უნდა ჩატარდეს სულ მცირე წელიწადში 2-ჯერ ან 4-ჯერ. უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, საკმარისი არ არის მხოლოდ შრატისმიერი კრეატინინის მაჩვენებლის შემოწმება, არამედ აუცილებელია დამატებით კრეატინინის კლირენსის განსაზღვრა თირკმლის ფუნქციის შესაფასებლად თერაპიის დაწყებამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო ისეთ სიტუაციებში, როდესაც შესაძლოა სახეზე იყოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მაგ. სხვა ისეთი პრეპარატებით მკურნალობის დაწყებისას, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან რევმატული დაავადებების სამკურნალოდ). 
ასევე განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო ღვიძლის ფუნქციის დარღვევებისას.
სისხლძარღვებში იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების შეყვანით ჩატარებული გამოკვლევებისას არსებობს თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი. ამდენად, გამოკვლევის დაწყებამდე თერაპია მეტფოგამას გამოყენებით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს გამოკვლევის ჩატარებიდან ორი დღის შემდეგ, თუ წინა გამოკვლევისას დადგინდა თირკმლის ნორმალური ფუნქციონირება.
თუ დაგეგმილია ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის გამოყენებით თერაპია მეტფოგამა 850 გამოყენებით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს პროცედურის ჩატარებიდან ორი დღის შემდეგ, თუ დადგინდება თირკმლის ნორმალური ფუნქციონირება
პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციის არსებობის შესახებ (მაგ, გრიპი, რესპირატორული ტრაქტის ინფექცია, საშარდე ტრაქტის ინფექცია). 
მეტფოგამას მიღების პერიოდში პაციენტმა უნდა გააგრძელოს დიეტური კვება და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს დღის განმავლობაში მიღებული ნახშირწყლების განაწილებას. ჭარბი წონის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა გააგრძელოს წონის კორექციის მიზნით დანიშნული დიეტა ექიმის მეთვალყურეობით
ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება წარმოადგენს ჰიპოგლიკემიისა და ლაქტოციდოზის განვითარების რისკს; ამდენად, მეტფორმინით თერაპიის პერიოდში პაციენტი უნდა მოერიდოს ალკოჰოლის მოხმარებას.
) ბავშვები
ვინაიდან ბავშვებში მეტფოგამას გამოყენებასთან დაკავშირებით არასაკმარისი გამოცდილება არსებობს, საჭიროა ამ პრეპარატის გამოყენებისაგან თავის შეკავება პაციენტთა ამ კატეგორიაში.
) ხანდაზმულები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამო, რაც ხშირია ხანდაზმულებში, მეტფოგამას დოზირების განსაზღვრა უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით. ამის გამო, ექიმის მიერ რეგულარულად უნდა შემოწმდეს თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლები
) ორსულობა
დიაბეტით დაავადებულები, რომლებიც ორსულად არიან ან აპირებენ დაორსულებას, უნდა მოერიდონ მკურნალობას მეტფოგამას გამოყენებით. ასეთ შემთხვევებში, სისხლში გლუკოზის დონეების კორექცია ნორმალურ მაჩვენებლებამდე უნდა მოხდეს ინსულინის გამოყენებით
) ლაქტაციის პერიოდი
ეს პრეპარატი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული გაფრთხილებები
არასასურველი აკუმულაციის შემთხვევაში, მეტფორმინმა შეიძლება გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს სისხლში მჟავიანობის მომატებას (ლაქტოციდოზი), რაც წარმოადგენს ისეთ გართულებას, რომელსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს სიცოცხლისათვის საშიში მოვლენები (მაგ. კომა), თუ სასწრაფოდ არ იქნა მიღებული სათანადო ზომები. ლაქტოციდოზის თავიდან აცილება შესაძლებელია უკუჩვენებების გათვალისწინებით, რომელთა დაცვაც აუცილებელია. სისხლის ლაქტოციდოზის დაწყების ნიშნები შეიძლება ძალიან ჰგავდეს მეტფორმინის გვერდით ეფექტებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, როგორიცაა: გულისრევა, პირღებინება, დიარეა და ტკივილი მუცლის არეში. კუნთების ტკივილი და სპაზმი, გახშირებული სუნთქვა, გონების დაბინდვა კომით შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე საათში, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალურ მკურნალობას.
) ავტომობილების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის შესაძლებლობა
თერაპია მხოლოდ მეტფოგამას გამოყენებით არ იწვევს სისხლში გლუკოზის დაბალ დონეებს (ჰიპოგლიკემია) და ამდენად, მეტფოგამას მიღებისას შესაძლებელია ავტომობილების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა. მეტფოგამას სულფონილურეებთან, ინსულინთან ან სისხლში გლუკოზის დონეების დამწევ სხვა საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებისას შესაძლო ჰიპოგლიკემიის გამო დასაშვებია ავტომობილების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარის შეფერხება.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის მიღებისას აუცილებელია ექიმის დაუყოვნებლივ ინფორმირება. ჭარბი დოზა არ იწვევს სისხლში გლუკოზის დაბალ დონეებს (ჰიპოგლიკემიას), თუმცა წარმოშობს ლაქტოციდოზის საშიშროებას. სისხლის ლაქტოციდოზის დაწყების ნიშნები შეიძლება მეტფორმინის გვერდითი ეფექტების იდენტური იყოს: გულისრევა, პირღებინება, დიარეა და ტკივილი მუცლის არეში. კუნთების ტკივილი და სპაზმი, გახშირებული სუნთქვა, გონების დაბინდვა კომით შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე საათში, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალურ მკურნალობას.
მეტფოგამას მორიგი დოზის მიღების დავიწყების შემთხვევაში, პრეპარატის დანიშნული დოზის მიღება უნდა მოხდეს შემდეგ მიღებაზე. დაუშვებელია დოზის გაორმაგება
მეტფოგამა 850 გამოყენებით მკურნალობის შეწყვეტისას ექიმის კონსულტაციის გარეშე შეიძლება გაიზარდოს სისხლში გლუკოზის დონეები, ასევე დასაშვებია დიაბეტის გართულებების განვითარება, როგორიცაა თვალის, თირკმლისა და სისხლძარღვების დაზიანებები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს თუ ის დამატებით იღებს ან იღებდა სხვა პრეპარატებს. მეტფოგამას გამოყენებით ხანგრძლივი თერაპიისას, დამატებითი მედიკამენტოზური თერაპიის როგორც დაწყებამ, ასევე შეწყვეტამ შეიძლება შეაფერხოს სისხლში გლუკოზის დონეების კორექცია
პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს თუ ის იღებს ან იღებდა ისეთ პრეპარატებს, როგორიცაა: კორტიკოსტეროიდები, მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები (აგფ ინჰიბიტორები), დიურეტიკები, ბრონქული ასთმის სამკურნალო საშუალებები (ბეტასიმპათომიმეტიკები), ასევე იოდის შემცველი კონტრასტული საშულებები ან სპირტის შემცველი პრეპარატები
მეტფოგამას გამოყენებისას პაციენტი უნდა მოერიდოს ალკოჰოლურ სასმელებსა და საკვებს.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

სად შევიძინოთ?