შემადგენლობა
1 ვაგინალური სუპოზიტორია შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: მიკონაზოლის ნიტრატი 1200მგ
დამხმარე ნივთიერებები: ვიტეფსოლი S 55, ტვინ 80
აღწერა
თეთრი ფერის ვაგინალური სუპოზიტორია
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი® შეიცავს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას-მიკონაზოლის ნიტრატს, რომელიც მიეკუთვნება იმიდაზოლის სინთეზურ წარმოებულს. მიკონაზოლის ნიტრატს აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება და გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი. განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს პათოგენურ სოკოებსა და საფუარებზე, მათ შორის Candida albicans-ზე. ასევე აქტიურია Aspergillus spp, Cryptococcus neofarmans, Pseudoallescheria boydii-ის და ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის სტაფილოკოკების და სტრეპტოკოკების მიმართ. მიკონაზოლის ნიტრატი იწვევს უჯრედის მემბრანის ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებას. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ Candida spp-თან მიმართებაში მიკონაზოლი ცვლის სოკოს უჯრედების კედლის განვლადობას და თრგუნავს მის მიერ გლუკოზის მოხმარებას.
ფარმაკოკინეტიკა
ერთი სუპოზიტორიის ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ, რომელიც შეიცავს 1200მგ მიკონაზოლის ნიტრატს, საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს 10,4მკგ/ლ, ნახევრადგამოყოფის პერიოდი-56,8 სთ-ია, პლაზმაში საშუალო კონცენტრაცია, დროის მონაკვეთში მრუდის ქვეშ არის (AUC) 967მკგ/ლ/სთ, პლაზმის ცილებთან შეკავშირება -90-93%-ია. ინტრავაგინალური გამოყენებისას მიკონაზოლის ნიტრატი შეიწოვება უმნიშვნელო რაოდენობით (დაახლოებით 1,4% ერთი დოზიდან)
გამოყენების ჩვენებები
ვულვოვაგინალური კანდიდოზის დროს ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი®, გამოიყენება ერთჯერადი დოზით.
ასევე, ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი® გამოიყენება სოკოვანი, ვაგინალური (განსაკუთრებით Candida spp-ის მიერ გამოწვეული) და შერეული ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია სოკოთი და გრამ დადებითი ბაქტერიებით (სტაფილოკოკებით, სტრეპტოკოკებით, მიკროკოკებით, რომლებიც იწვევენ მეორად დაინფიცირებას)
უკუჩვენებები
პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
განსაკუთრებული მითითებები
ვულვოვაგინალური კანდიდოზის დროს, ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი® -ს გამოყენების ეფექტურობის გათვალისწინებით, დანიშვნამდე უნდა ჩატარდეს ბიომასალის მიკროსკოპული კვლევა KOH -ის საშუალებით და „ვულვოვაგინალური კანდიდოზის“ დიაგნოზის დადასტურება კულტურალური კვლევებით.
არ არის რეკომენდებული სუპოზიტორიის ერთდროული გამოყენება ჩასახვის საწინააღმდეგო დიაფრაგმისა და პრეზერვატივთან ერთად, რადგან შესაძლოა სუპოზიტორიის ფუძით რეზინის დაზიანება.
ჩასახვის საწინააღმდეგო დიაფრაგმა და პრეზერვატივი შეიძლება გამოყენებული იქნას ვაგინალური სუპოზიტორიის მოხმარებიდან 3 დღის შემდეგ.
ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი® -ს გამოყენების დროს ტამპონები არ გამოიყენება.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან მიკონაზოლის ნიტრატის ურთიერთქმედების დაბალი ალბათობის მიუხედავად, საჭიროა გათვალისწინებული იქნას შესაძლო ურთიერთქმედება ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი® -სა და ქვევით ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების დროს:
ასთემიზოლი, ციზაპრიდი და ტერფენადინი: მიკონაზოლი თრგუნავს ამ ნივთიერებების მეტაბოლიზმს და ზრდის მათ კონცენტრაციას პლაზმაში.
კარბამაზეპინი: მიკონაზოლი ამცირებს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის І ტრიმესტრში, ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი® -ს მოხმარების შესახებ საკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო პრეპარატი არ გამოიყენება.
ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი® შესაძლებელია გამოყენებული იქნას ორსულობის ІІ და ІІІ ტრიმესტრში მწვავე აუცილებლობის შემთხვევებში ექიმის დაკვირვების ქვეშ.
ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი® -ს ზეგავლენა მეძუძურ დედებზე ზუსტად დადგენილი არ არის.
მიღების წესი და დოზირება
ვულვოვაგინალური კანდიდოზის მკურნალობისას ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი® მიიღება ერთჯერადად. 1 ვაგინალური სუპოზიტორია შეჰყავთ ღრმად საშოში ღამით, ძილის წინ.
აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის განმეორებითი გამოყენება შესაძლებელია სამი დღის შემდეგ. პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე.
მიკოტრანი®-ს სუპოზიტორია არ გამოიყენება მენსტრუაციის პერიოდში პრეპარატის ეფექტურობის შესაძლო დაქვეითების და გამოყენების სირთულის გამო.
ვაგინალური სუპოზიტორიის გამოყენების წინ დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები. მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა და ოდნავ წამოწიეთ ფეხები. შეიყვანეთ სუპოზიტორია საშოში რაც შეიძლება ღრმად. ეცადეთ გაჩერდეთ ნახევარი საათი მწოლიარე მდგომარეობაში. ვაგინალური სუპოზიტორიის გამოყენების შემდეგ კვლავ დაიბანეთ ხელები.
ხანდაზმული პაციენტები(65 წლის ზევით): ისეთივე რეკომენდაციებია, როგორიც ახალგაზრდებისთვის
ბავშვები: ბავშვებში არ ინიშნება
არ გამოიყენება ქალიშვილებში
არ გადაყლაპოთ და არ გამოიყენოთ სხვა სახით
გვერდითი ეფექტები
ზოგიერთ პაციენტს (2-6%) ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი®-ს გამოყენების შემდეგ შესაძლოა გაუძლიერდეთ ისეთი ვაგინალური სიმპტომები, როგორიცაა საშოს წვა და ქავილი. გარდა ამისა შესაძლოა აღენიშნოთ მენჯის კუნთების სპაზმი (2%), თავის ტკივილები (1,3%), ძალიან იშვიათად -ჭინჭრის ციება.
არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბება
შემთხვევით ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი®-ს პერორალურად ჭარბი რაოდენობით მიღებისას აუცილებელია ხელოვნური ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. ტარდება სიმპტომური თერაპია.
მიკონაზოლის ნიტრატის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომები: შესაძლებელი წვის შეგრძნება პირის ღრუსა და ყელში, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, დიარეა.
გამოშვების ფორმა
1 ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი®, მოთავსებული პლასტიკურ ბლისტერში. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, ორგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ
აფთიაქიდან გაცემის პირობა
გაიცემა რეცეპტის გარეშე