შემადგენლობა
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს 100 მგ მელდონიუმს
5 მლ (1 ამპულა) - 500 მგ მელდონიუმს
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი
ფარმაკოდინამიკა
მილდრონატი _ სტრუქტურული ანალოგია გამა-ბუთირობეტაინისა, ნივთიერებისა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედშია წარმოდგენილი.
მომატებული დატვირთვის პირობებში მილდრონატი აღადგენს წონასწორობას ჟანგბადის მიწოდებასა და უჯრედების ჟანგბადზე მოთხოვნილებას შორის, ხელს უშლის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, იცავს რა მათ დაზიანებისაგან; ასევე ახდენს მატონიზებელ გავლენას. მისი გამოყენების შედეგად ორგანიზმი იძენს დატვირთვის ატანისა და ენერგეტიკული რეზერვების სწრაფი აღდგენის უნარს. ამ თვისებების წყალობით მილდრონატს იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ტვინის სისხლმომარაგების სხვადასხვა დარღვევებისას და ასევე ფიზიკური და გონებრივი მუშაობის უნარის ასამაღლებლად. კარნიტინის კონცენტრაციის შემცირების შედეგად სინთეზირდება გამა-ბუტირობეტაინი, რომელსაც ვაზოდილატაციური თვისებები გააჩნია. მიოკარდიუმის მწვავე იშემიური დაზიანების შემთხვევაში მილდრონატი ანელებს ნეკროზული ზონის წარმოქმნას, ამოკლებს რეაბილიტაციის პერიოდს. გულის უკმარისობისას ზრდის მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტულობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს. ტვინის სისხლმომარაგების მწვავე და ქრონიკული დარღვევებისას აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას იშემიის ზონაში, ხელს უწყობს სისხლის გადანაწილებას იშემიური უბნის სასარგებლოდ. ეფექტურია თვალის ფსკერის ვასკულური და დისტროფიული პათოლოგიისას. პრეპარატი აწესრიგებს ნერვული სისტემის ფუნქციურ დარღვევებს ქრონიკული ალკოჰოლიზმით ავადმყოფებში აბსტინენციის სინდრომისას. არეგულირებს უჯრედულ იმუნიტეტს.
პრეპარატის ბიოშეღწევადობა ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეადგენს 100%-ს. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა შეყვანისთანავე. ნახევარელიმინაციის პერიოდი შეადგენს 3-6 საათს.
გულის იშემიური დაავადების კომპლექსურ თერაპიაში (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონალური კარდიომიოპათია, ასევე თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში (თავის ტვინის ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა).
ჰემოფთალმი და სხვადასხვა ეთიოლოგიის სისხლჩაქცევები ბადურაში, ბადურას ცენტრალური ვენის და მისი ტოტების თრომბოზი, სხვადასხვა ეთიოლოგიის რეთინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონიული).
შრომისუნარიანობის დაქვეითება, ფიზიკური გადაძაბვა (მათ შორის სპორტსმენებში),
აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიურ თერაპიასთან კომბინაციაში).
ბრონქიალური ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (როგორც იმუნომოდულატორი კომბინირებულ თერაპიაში).
აღმგზნები ეფექტის შესაძლო განვითარების გამო რეკომენდებულია მიღება დღის პირველ ნახევარში.
1. გულსისხლძაღვთა დაავადებები. კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში 0,5 – 1 გ დღეში ვენაში (0,5 გ/5 მლ საინექციო ხსნარის – 5-10 მლ), მთლიანი დოზის ერთდროული მიღებით ან მისი გაყოფით 2 მიღებაზე. მკურნალობის კურსი 4-6 კვირა,
2. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. Mმწვავე ფაზა - 0,5 გ 1-ჯერ დღეში ვენაში 10 დღის განმავლობაში, შემდგომში პერორალურ მიღებაზე გადასვლით. მკურნალობის ზოგადი კურსი – 4-6 კვირა. Qქრონიკული დარღვევები – იყენებენ პერორალურ სამკურნალწამლო ფორმას. განმეორებითი კურსები (ჩვეულებრივ 2-3 ჯერ წელიწადში) შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
3. სისხლძარღვთა პათოლოგია და ბადურას დისტროფიული დაავადებები. პარაბულბარულად 0,5 მლ საინექციო ხსნარი 0,5 გ/5 მლ 10 დღის განმავლობაში.
4. გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვა, მათ შორის სპორტსმენებში. 0,5 გ ვენაში
1-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 10-14 დღე. საჭიროებისას მკურნალობას იმეორებენ 2-3 კვირაში. სპორტსმენებს უნიშნავენ პერორალურ სამკურნალწამლო ფორმას.
5. ქრონიკული ალკოჰოლიზმი. ვენაში - 0,5 გ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი –7-10 დღე.
6. ბრონქიალური ასთმა. იყენებენ პერორალურ სამკურნალწამლო ფორმას.
გამოყენების თავისებურებები
ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა უნდა დაიცვან სიფრთხილე პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისის.
არ არსებობს საკმარისი მომაცემები ბავშვებში მილდრონატის გამოყენების შესახებ.
კარდიოლოგიურ განყოფილებებში მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის და არასტაბილური სტენოკარდიის მკურნალობის მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მილდრონატი არ არის პირველი რიგის პრეპარატი მწვავე კორონარული სინდრომის დროს.
იშვიათად – ალერგიული რეაქციები (გაწითლება, გამონაყარი, ქავილი, შეშუპება), ასევე დისპეპსიური მოვლენები, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება, აღგზნება.
მელდონიუმის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ქალასშიდა წნევის მომატება (ვენური უკუდენის დარღვევებისას, ქალასშიდა სიმსივნეებისას).
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დამტკიცებული. ნაყოფზე შესაძლო არახელსაყრელი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ორსულობის დროს მას არ ნიშნავენ.
არ არის გარკვეული გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძესთან ერთად. თუ დედისათვის აუცილებელია მილდრონატით მკურნალობა, მაშინ წყვეტენ ბავშვის ძუძუთი კვებას.
მილდრონატით ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის ცნობილი. პრეპარატი მცირედტოქსიურია და არ იწვევს პაციენტის ჯანმრთელობისათვის საშიშ გვერდით მოვლენებს.
შესაძლებელია კომბინაცია ანტიანგინალურ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, არითმიის სამკურნალო საშუალებებთან, დიურეზულებთან და ბრონქოლიზურებთან.
აძლიერებს კორონაროგამაფართოებელი საშუალებების, ზოგიერთ ჰიპოტენზიური პრეპარატის და საგულე გლიკოზიდების მოქმედებას.
ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, უნდა დავიცვათ სიფრთხილე
ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენომაბლოკირებელ, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინაციის დროს.
შეინახეთ არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე. არ გაყინოთ!
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
4 წელი. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II(გაიცემა რეცეპტით).