Plasmon
მილგამა® მონო 300 / Milgamma® mono 300


 

რა არის მილგამა მონო 300 და რისთვის გამოიყენება იგი?

მილგამა მონო 300 არის ვიტამინების შემცველი პრეპარატი.

დანიშნულება

მონო პრეპარატის ძირითად გამოყენებ  ვიტამინი-B1-ის მხოლოდ კლინიკური დეფიციტის მკურნალობისა და პროფილატიკის მიზნით, როდესაც საკვები მეშვეობით ვერ ხერხდება მისი საკმარისი მიღება.

კლინიკურად გამოწვეული ვიტამინი-B1-ის დეფიციტი შესაძლებელია გამოვლინდეს: ვიტამინის დეფიციტის ან არასწორი კვების დროს (მაგ. ბერი-ბერის დაავადება), ხანგრძლივი დროის მანძილზე პარენტერალური კვების დროს, ნულოვანი დიეტისა დროს, ჰემოდიალეისას, მალაბსორბციისას, ქრონიკული ალკოჰოლიზმის შედეგად (ალკოჰოლტოქსიკური კარდიომიოპათია, ალკოჰოლური ენცელოფალოპაია, კორსაკოვის სინდრომი), გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში (მაგ. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი).

აგრეთვე გამოიყენება ნეიროპათიული და კარდიოვასკულარული დარღვევების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ვიტამინი B1-ის დეფიციტით.

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მილგამა მონო 300-ის მიღებამდე?
მილგამა მონო 300-ის მიღება არ  შეიძლება შემდეგ შემთხვევებში

- თუ თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ბენფოიამინის, თიამინის (B1 ვიტამინის ქიმიური სახელწოდება) ან მე-6 პუნქტში აღნიშნული  სხვა შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ.

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები

მილგამა მონო 300-ის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, ფარმაცევტთან ან სამედიცინო პერსონალთან.

მილგამა მონო 300-ის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად:

ცნობთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტს ან ცოტა ხნით ადრე იღებდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მედიკამენტი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

თიამინი კარგავს აქტივობას 5-ფლუორურაცილის (კიბოს სამკურნალო საშუალება) ზემოქმედე-ბის შედეგად, რადგანაც 5-ფლუორურაცილი კონკურენტულად აბრკოლებს თიამინის თიამინპიროფოსფატად ფოსფორირებას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის ან ლაქტაციის დროს, ან თუ ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ორსულად ხართ, მაშინ ამ პრეპარატის გამოყენება მასში აქტიური ნივთიერების რაოდენობრივი შემცველობის  გამო, მიზანშეწონილია მხოლოდ  ვიტამინი B1-ის გამოხატული დეფიციტის დროს. აქედან გამომდინარე მილგამა მონო 300 უნდა მიიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას აუცილებლად საჭიროდ მიიჩნევს თქვენი მკურნალი ექიმი.

ორსულობისას ვიტამინი B1-ის დღიური დოზა შეადგენს 1.2 მგ-ს მე-2 ტრიმესტრში და 1.3 მგ-ს მე-3 ტრიმესტრში. დღიურ დოზაზე მეტი დოზი უსაფრთხოება არ არის შესწავლილი. აქტაციის დროს ამ პრეპარატის მიღება მასში აქტიური ნივთიერების რაოდენობრივი  შემცველობის გამო  მიზანშეწონილია მხოლოდ ვიტამინი B1-ის გამოხატული დეფიციტის სამკურნალოდ. ამდენად მილგამა მონო 300 უნდა მიიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას აუცილებლად საჭიროდ მიიჩნევს თქვენი მკურნალი ექიმი. ლაქტაციის პერიოდში ვიტამინი B1-ის დღიური დოზა შეადგენს 1.3 მგ-ს. დღიურ ნორმაზე მეტი დოზით მიღების უსაფრთოების შესახებ მონაცემები არ არის ცნობილი. ვიტამინი B1 გადადის დედის რძეში.

ზემოქმედება ავტომობილის ან სვა მექანიზმების მართვის  უნარზე:

არ საჭიროებს განსაკუთრებული პირობების დაცვას.

3.  როგორია მილგამა მონო 300-ის მიღების წესი? 

მიიღეთ მილგამა მონო 300 ყოველთვის ზუსტად გამოყენების ინსტრუქციაში აღნიშნული მითითებების შესაბამისად ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ.

მიღების ფორმა

აპკიანი გარსით  დაფარული ტაბლეტები უნდა მიიღოთ დაუღეჭავად საკმარისი რაოდენობა სითხესთან ერთად.

კურსის ხანგრძლივობა
ნეიროპათიული თერაპიისას უნდა მიიღოთ მილგამა მონო 300 თავდაპირველად მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში. შემდგომი თერაპიული მკურნალობა უნდა განაგრძოთ შედეგობრივად.
მილგამა მონო 300-ის მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება თერაპიის შედეგების მიხედვით. მკურნალობიდან ოთხი კვირის შემდეგ რეკომენდირებულია მკურნალობის გადამოწმება. გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ მილგამა მონო 300-ს გააჩნია ძლიერი ან პირიქით სუსტი ზემოქმედება.

თუ მილგამა მონო 300 მიიღეთ დოზაზე მეტი რაოდენობით რაიმე ტიპის თერაპიული ჩარევ არ არის საჭირო.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა. გააგრძელეთ მიღება დანიშნულებისამებრ.

მკურნალობის შეწყვეტა

მკურნალობის შწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა ვერ მიაღწიოთ მკურნალობის სასურველ შედეგს. არასასურველი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. რა გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი?

როგორც ყველა მედიკამენტს მილგამა მონო 300-საც ახასიათებს გვერდითი ეფექტები, რომლებიც შესაძლოა არ გამოვლინდეს ყველა პაციენტში.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, აღარ მიიღოთ პრეპარატი და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სიხშირე არ არის ცნობილი (არ არის წარმოდგენილი მონაცემები მათი გამოვლენის სიხშირის შესახებ)

ჰიპერმგრძნობელობა (ჭინჭრის ციებ-ცხელება, კანის გამონაყარი).

გასტროინტესტინალური დარღვევები (ღებინება ან სხვა გასტროინტესტინალური ჩივილები)

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

გვერდითი ეფექტების  გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმს მიმართოთ ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რაც გამოყენების ინსტრუქციაში არ არის მითითებული.

5. როგორია მილგამა მონო 300-ის შენახვის პირობები?

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. არ გამოიყენოთ იგი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ თავისივე ყუთში.

არ გადაყაროთ პრეპარატი კანალიზაციაში (ტუალეტში, პირსაბან ნიჟარაში). შეეკითხეთ ფარმაცევტუს ან ექიმს მედიკამენტის უტილიზაციის შესახებ, ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ბუნების დაცვას. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს მილგამა მონო 300:
აქტიური ნივთიერებაა ბენფოთიამინი.
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ბენფოთიამინს (ცხიმში ხსნადი ვიტამინი B1-დერივატი)
დამხმარე ნივთიერებებია:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, პოვიდონი (K30), მაღალდისპენსიური სილიციუმდიოქსიდი, კროსკარმელოზა-ნატრიუმი, მაღალმოლეკულური გლიცერიდი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, საქარინის-ნატრიუმი.

როგორ გამოიყურება მილიგამა მონო 300 და შეფუთვის შემადგენლობა:
მილგამა მონო 300 არის მოგრძო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი  გადასატეხი ჭდით.

გაცემის წესი:

არმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

სად შევიძინოთ?