Plasmon
მირამილ ტონზილი / Miramil Tonzil


მირამილ ტონზილი  ზეთოვანი სპრეი.

შემადგენლობა.
ქაცვის ზეთი (0.1მლ), კალენდულას ზეთი(0,08მლ), რაპსის ზეთი(0,8მლ), ფორთოხლის ზეთი(0,002მლ), ნუშის ზეთი(0,001მლ), ქონდარის ზეთი(0,001მლ), პიტნის ეთერზეთი(0,001მლ) ,მურის ზეთი(0,001მლ),  ამონიუმის გლიცირიზატი(0,05მგ).

მირამილ ტონზილის შემადგენლობაში შემავალი მცენარეული ზეთები მდიდარია ბუნებრივი ანტიბიოტიკებით, ანტიოქსიდანტებით და მინერალებით, რომლის საშუალებითაც :

ქმნის იდეალურ დამცავ გარსს -უნარჩუნებს პირის ღრუს და ყელის ლორწოვანს მთლიანობას , იცავს პათოგენური მიკრობებისგან,ასტიმულირებს რეგენერაციულ პროცესებს (ქაცვის ზეთი,  კალენდულას ზეთი, რაპსის ზეთი) 

გააჩნია  გამოხატული ანტისეპტიკური და ბაქტერიოციდული ეფექტი : მოქმედებს უშუალოდ ანთებითი პროცესების გამომწვევებზე -ბაქტერია, ვირუსი,სოკო

ანალგეზიური და სპაზმოლიზური  მოქმედება -უმოკლეს დროში ამცირებს ყელის ტკივილს, შეშუპებას.

აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას

ჩვენებები:

ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები-(ტონზილიტი, ფარინგიტი,ლარინგიტი,სტომატიტი, გინგივიტი)

პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის შეშუპება

ოპერაციის შემდგომი პერიოდი (ტონზილექტომია)

ყელის ტკივილის სიმპტომების შემცირება (სიმშრალე,ტკივილი ყლაპვის დროს,გაღიზიანება)

ყელის ბუნებრივი ფუნქციის გაუმჯობესება

პირის ღრუს დეზოდორაცია

 

გამოყენება. გამოიყენება პირის ღრუს და ყელისთვის. მოზრდილებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან . 1-2 შესხურება 2-3 ჯერ დღეში.

გამოყენებამდე გამაფრქვეველის თავი მოატრიალეთ 90° კუთხით .მიმართეთ გამაფრქვეველის თავი ყელის მიდამოში და შეისხურეთ ერთხელ ან ორჯერ. 

უკუჩვენებები. არ გამოიყენოთ მომატებული მგრძნობელობისას  შენადგენლობაში არსებული ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. არ არის რეკომენდებული ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი -ექიმის რეკომენდაციის მიხედვით

გაფრთხილებები. მოერიდეთ თვალთან კონტაქტს. ტანსაცმელზე მოხვედრისას შესაძლოა დარჩეს ლაქა. ხსნარი შეიძლება იყოს გაუმჭვრივალე შემადგენლობაში შემავალი მცენარეული კომპონენტების გამო. არასასურველი ეფექტის განვითარებისას შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს. ბავშვებმა უნდა გამოიყენონ საშუალება მხოლოდ უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ. თუ სიმპტომები დიდხანს არ გადის, აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. თუ შეფუთვა დაზიანებულია, მისი გამოყენება დაუშვებელია. გამოყენებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია.

შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 15-25 0C ტემპერატურაზე

შეფუთვა.  30მლ. შუშის ფლაკონი , გამაფრქვეველი მექანიზმით.

სად შევიძინოთ?