მიროლიპ / Mirolip
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Honor ilac Sanay
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მიროლიპის შემადგენლობაში შედის მხოლოდ მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი კომპონენტები,რომლებიც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას.
შემადგენელი ინგრედიენტები |
1 კაფსულის შემცველობა |
აქტიური ნივთიერება |
1 კაფსულაში აქტიური ნივთიერების შემცველობა(მგ) |
წითელი საფუარიანი ბრინჯის ექსტრაქტი |
333 მგ |
მონაკოლინ K 3% |
10 მგ |
კოპტის ფესურები |
50 მგ |
ბერბერინი 98% |
49 მგ |
ველური მოცვი |
43 მგ |
ფლავანოიდები 5,5% |
2,36 მგ |
სხვა კომპონენტები:
ჟელატინი(კაფსულის გარსი),მაგნიუმის სტეარატი,სიმინდის სახამებელი.
მონაკოლინ K - ბუნებრივი წარმოშობის სტატინია,რომელიც მიიღება წითელი საფუარიანი ბრინჯისგან.მონაკოლინ K ქოლესტეროლის ენდოგენური სინთეზის ინჰიბირების გზით განაპირობებს საერთო ქოლესტეროლის (LDL-C) და ძალიან დაბალი სიმკვრივის (VLDL-C) ლიპოპროტეინებთან შეკავშირებული ქოლესტეროლის კონცენტრაციის შემცირებას.
ბერბერინი - მცენარეული წარმოშობის ალკალოიდია.მას გააჩნია ლიპიდების დონის დაქვეითების ეფექტური მექანიზმი,რომელიც განსხვავდება სტატინების მოქმედების მექანიზმისგან,რის გამოც პრეპარატის მოქმედება კომპლექსურია და ხელს უწყობს მომატებული საერთო ქოლესტერინის დონის დაქვეითებას.
ფლავანოიდები - ველური მოცვი მასში შემავალი ფლავანოიდებით გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანტითრომბოლიზური ეფექტით,აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს,ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ვაზოდილატაციური მოქმედება.
რეკომენდებული დღიური დოზა:
1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.არ უნდა დაიღეჭოს,არ მიიღოთ უზმოზე.
გაფრთხილება:
სურსათის (სასურსათო) დანამატი არ უნდა იქნეს გამოყენებული როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი.
მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
შეინახეთ 15-25°C ოთახის ტემპერატურაზე,მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
არ გამოიყენოთ შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში(ალერგია).
არ არის რეკომენდებული 5 წლამდე ბავშვებში გამოყენება.
პარტიის ნომერი: მითითებულია შეფუთვის გვერდზე.
უმჯობესია გამოყენებულ იქნეს შეფუთვის გვერდზე მითითებულ თარიღამდე.