შემადგენლობა
1 სანთელი შეიცავს: 0.2 გ Mucor mucedo D3 HAB-ის 6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა) დამხმარე ნივთიერებები: 1.8 გ მყარი ცხიმი, ლაქტოზა
ჩვენება
– ნეიროვეგეტატიური სინდრომი, ლიმბიური სისტემის რეგულაციური დისფუნქცია
– სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, სინუსიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი
– ოტიტი, ლიმფოსტაზი
– ფარისებური ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები
თვისებები
იზოპათიური პრეპარატის სახით მომზადებულმა ობის სოკომ Mucor mucedo-მ გამოავლინა თავის არეში მოქმედებისადმი ძლიერი მიდრეკილება. Mucedokehl-ი წარმოადგენს ობის სოკოს Mucor mucedo-ს სხვადასხვა სახის მიცელიუმისაგან დამზადებულ პრეპარატს. ფარმაკოლოგიაში მისი ანალოგებია მარჯვნივ მბრუნავი
და მარცხნივ მბრუნავი თვისებების მქონე ნივთიერებები, რომლებიც ფიზიოლოგიურად სხვადასხვა მოქმედებას ავლენს. Mucedokehl-ი აერთიანებს სხვადასხვა სახეობის შტამისაგან მიღებულ კომპონენტებს, რაც პრეპარატის შიგნით ცოცხალ ბიპოლარობას წარმოქმნის. აქედან გამომდინარე, მას მოქმედების გაფართოებული სპექტრი გააჩნია.
მიღების წესი და დოზირება
1 სანთელი შეჰყავთ დღეში ერთხელ, ძილის წინ, რექტალურად
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
არ გამოიყენება ობის სოკოების (Mucor mucedo) მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად. მითითება ინახება გრილ ადგილას. შემადგენლობაში შედის ლაქტოზა.
გამოშვების ფორმები
შეფუთვაშია 10 სანთელი