Plasmon
მუკოკელ ატოქს D6 ამპულები (ნატუროპათი) / Mucokehl Atox D6 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: 1 მლ ბოცვერის შრატს DD6, მიღებულს Mucor racemosus D3 ხსნარით, წინასწარ სპეციალური ხერხით დამუშავებული ბოცვერებისაგან, 5ა HAB-ის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
 
ჩვენებაა
დრენაჟისათვის Mucokehl-ის მიღების შემდეგ
 
თვისებები
Mucokehl Ausleitung D6 მაღალეფექტური პრეპარატია ნივთიერებათა ცვლის შენარჩუნებისა და დაშლის პროდუქტების დრენაჟისათვის. მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Mucokehl-ის მიღების შემდეგ. ნებისმიერი წარმატებული ბიოლოგიური თერაპია იწვევს ორგანიზმში ტოქსინები და დაშლის პროდუქტების მომატებულ პროდუქციას. აღნიშნული პროდუქტები შეგუბების და ბლოკადების შედეგად შესაძლოა ორგანიზმიდან
არ გამოიდევნოს. რასაც პაციენტის მდგომარეობის გაუარესება მოსდევს. ეფექტური მკურნალობის ძირითადი წინაპირობაა ორგანიზმიდან ტოქსინების დრენაჟის ყველა შესაძლებლობის გამოყენება.
 
მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ კვირაში 2-ჯერ 1.0 მლ ი.მ., კანქვეშ ან ი.ვ.
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები
ალერგია ბოცვერის ცილაზე მითითებები გამოიყენება Mucokehl-ის გამოყენებიდან არაუადრეს 1 დღის
შემდეგ. Mucokehl Atox-ის გამოყენების დროს, ასევე, დიდი რაოდენობით სითხის დალევაა საჭირო
 
გამოშვების ფორმები
1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
სად შევიძინოთ?