Plasmon
მუკოკელ D3 მალამო (ნატუროპათი) / Mucokehl D3 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 30 გ მალამო
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
 1 გ მალამო შეიცავს: Mucor racemosus D3-ის 0,10 გ ხსნარს HABის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა); 0.38 გ მატყლის ცვილის სპირტიანი მალამო, 0.10 გ საშუალო სიგრძის ჯაჭვის მქონე ტრიგლიცერიდები, 0.03 გ გლიცეროლმონოსტეარატი
40-50%, 0.23 გ პროპილენგლიკოლი, 0.02 გ MgSO4 •7H2O, 0.01 გ რძემჟავა, 0.13 გ საინექციო წყალი
 
ჩვენება
– სისხლძარღვთა სისტემის მწვავე, ქრონიკული და ლატენტური პათოლოგიები 
– თრომბოზები, ემბოლიები
– სისხლმომარაგების და ჭრილობის შეხორცების შეფერხება (მწეველის ფეხი, დიაბეტური ტერფი, განგრენა)
– ვენური პათოლოგიები, როგორიცაა ვარიკოზული გაგანიერება, ჰემოროი
– ყველა ანთებითი დაავადების დროს
– შეშუპება, დაჟეჟილობა, დაჭიმულობა, დისტორსია, იშიალგია
– კელოიდური ნაწიბურები
– ქრონიკული დერმატიტი
– საკვერცხეების და მილების კისტები
– შეიძლება მოისინჯოს დიუპიუიტრენის და მომხრელების კონტრაქტურის დროს
 
თვისებები
ადამიანისა და ცხოველის სისხლსა და ქსოვილებში ბინადრობენ
მიკრობები, რომლებიც, ჩვეულებრივ, უვნებელია, უფრო მეტიც,
ემსახურება სხვადასხვა რეგულაციური მექანიზმის შენარჩუნებას.
პროფესორ ენდერლაინის მიხედვით, საუბარია `ენდობიონტებზე~,
ობის სოკოს Mucor racemosus Fresen არაპათოგენურ ფაზებზე.
ყველა მიკრობის მსგავსად, ისიც ემორჩილება ციკლოგენიის
კანონს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარება მიმდინარეობს
თანმიმდევრობით: პრიმიტიული ფაზა – ბაქტერიები – სოკოები,
ამასთან ენდობიონტის ვირულენტობა და პათოგენობა მისი განვი-
თარების სტადიების შესაბამისად იზრდება. თუ მაღალვალენტური
ფაზებით დასნებოვნებულ ავადმყოფ ორგანიზმში შევიყვანთ შესაბამის
დაბალვალენტურ ფაზებს, ეს უკანასკნელები შესძლებენ
პათოგენური ფორმების დაშლას არააქტიურ პრიმიტიულ სტადიებამდე,
რომლებიც შემდგომში შეიძლება ორგანიზმიდან გამოიყოს
საშარდე გზებით, ნაწლავით, კანით და ბრონქებით.
 
მიღების წესი და დოზირება
წაისვით დღეში 1-3-ჯერ თხელი ფენის სახით კანის დაზიანებულ უბანზე
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
 
მითითებები 
Mucokehl-ი იზოპათიაში გამოიყენება ადამიანის სისხლძარღვთა
სისტემის და სისხლის ყველა დაავადების დროს, ან თუ დაავადების
მიზეზი სისხლძარღვთა სისტემაში ან სისხლშია (შეგუბებითი
მოვლენები). Mucor racemosus წარმოადგენს, ასევე, კომბინირებული
პრეპარატის Sankombi-ს მოქმედ ნივთიერებას. მისი გამოყენება
Notakehl-თან ერთად არ შეიძლება.
 
გამოშვების ფორმები
30 გ მალამო ტუბში
სად შევიძინოთ?