Plasmon
მუკოკელ D4 კაფსულები (ნატუროპათი) / Mucokehl D4 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #20
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა 
1 კაფსულა შეიცავს: 330 მგ Mucor racemosus D4 HAB-ის 6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: Hypromellose (კაფსულის გარსი), ლაქტოზა
 
ჩვენება 
– სისხლძარღვთა სისტემის მწვავე, ქრონიკული და ლატენტური პათოლოგიები, როგორიცაა თრომბოზები, ემბოლიები, პოსტინფარქტული მდგომარეობა, სტენოკარდია
– სისხლმომარაგების და ჭრილობის შეხორცების შეფერხება (მწეველის ფეხი, დიაბეტური ტერფი, განგრენა)
– ვენური პათოლოგიები, როგორიცაა ვარიკოზული გაგანიერება, ჰემოროი
– გლაუკომა. კატარაქტა, როგორც მკურნალობის საწყისი ეტაპი სიმბიოზის შექმნისთვის
 
თვისებები 
ადამიანისა და ცხოველის სისხლსა და ქსოვილებში ბინადრობენ მიკრობები, რომლებიც, ჩვეულებრივ, უვნებელია, უფრო მეტიც, ემსახურება სხვადასხვა რეგულაციური მექანიზმის შენარჩუნებას. პროფესორ ენდერლაინის მიხედვით, საუბარია `ენდობიონტებზე~, ობის სოკოს Mucor racemosus Fresen-ის არაპათოგენურ ფაზებზე. ყველა მიკრობის მსგავსად, ისიც ემორჩილება ციკლოგენიის კანონს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარება მიმდინარეობს
თანმიმდევრობით: პრიმიტიული ფაზა – ბაქტერიები – სოკოები, ამასთან ენდობიონტის ვირულენტობა და პათოგენობა მისი განვი- თარების სტადიების შესაბამისად იზრდება. თუ მაღალვალენტური ფაზებით დასნებოვნებულ ავადმყოფ ორგანიზმში შევიყვანთ შესაბამის დაბალვალენტურ ფაზებს, ეს უკანასკნელები შესძლებენ პათოგენური ფორმების დაშლას არააქტიურ პრიმიტიულ სტადიებამდე, რომლებიც შემდგომში შეიძლება ორგანიზმიდან გამოიყოს საშარდე გზებით, ნაწლავებით, კანით და ბრონქებით.
 
მიღების წესი და დოზირება
მიიღება 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებებ
ცნობილი არ არის
 
მითითებები
Mucokehl-ი იზოპათიაში გამოიყენება ადამიანის სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლის ყველა დაავადების დროს ან თუ დაავადების მიზეზია სისხლძარღვოვანი სისტემა ან სისხლის პათოლოგია (შეგუბებითი მოვლენები). Mucor racemosus-ი წარმოადგენს, ასევე, კომბინირებული პრეპარატის Sankombi-ის მოქმედ ნივთიერებას. მისი გამოყენება Notakehl-თან ერთად არ შეიძლება. შემადგენლობაში შედის ლაქტოზა.
 
გამოშვების ფორმები
შეფუთვაშია 20 კაფსულა
სად შევიძინოთ?