Plasmon
მუკოკელ D5 წვეთები (ნატუროპათი) / Mucokehl D5 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Mucor racemosus D5 1 მლ ხსნარს, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
 
ჩვენება
 – სისხლძარღვთა მწვავე, ქრონიკული და ლატენტური პათოლოგიები, როგორიცაა თრომბოზები, ემბოლიები, პოსტინფარქტული მდგომარეობა, სტენოკარდია
– სისხლმომარაგების და ჭრილობების შეხორცების შეფერხება, (მწეველის ფეხი; დიაბეტური ტერფი, განგრენა)
– ვენური პათოლოგიები – ვარიკოზული გაგანიერება, ჰემოროი
– გლაუკომა, კატარაქტა, როგორც მკურნალობის საწყისი ეტაპი
 
თვისებები
ადამიანის და ცხოველის სისხლსა და ქსოვილებში ბინადრობენ მიკრობები, რომლებიც, ჩვეულებრივ, უვნებელია, უფრო მეტიც, ემსახურება სხვადასხვა რეგულაციური მექანიზმის შენარჩუნებას. პროფესორ ენდერლაინის მიხედვით, საუბარია `ენდობიონტებზე~, ობის სოკოს Mucor racemosus Fresen-ის არაპათოგენურ ფაზებზე. ყველა მიკრობის მსგავსად, ისიც ემორჩილება ციკლოგენიის კანონს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარება მიმდინარეობს თანმიმდევრობით პრიმიტიული ფაზა – ბაქტერიები – სოკოები, ამასთან ენდობიონტის ვირულენტობა და პათოგენობა მისი განვითარების სტადიების შესაბამისად იზრდება. თუ მაღალვალენტური ფაზებით დასნებოვნებულ ავადმყოფის ორგანიზმში შევიყვანთ შესაბამის დაბალვალენტურ ფაზებს, ეს უკანასკნელები შესძლებენ პათოგენური ფორმების დაშლას არააქტიურ პრიმიტიულ სტადიებამდე, რომლებიც შემდგომში შეიძლება ორგანიზმიდან გამოიყოს საშარდე გზებით, ნაწლავებით, კანითა და ბრონქებით.
 
მიღების წესი და დოზირება
დასალევად:
8 წვეთი დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე.
საინჰალაციოდ:
10-20 ღრმა ჩასუნთქვა 2-3-ჯერ დღეში
შესაზელად:
ა) დღეში ერთხელ 5-10 წვეთის შეზელვა დაზიანებულ ადგილზე ან
იდაყვის ფოსოში.
ბ) პარენტერული მკურნალობის დროს იმ დღეებში, როდესაც ინექციები
დანიშნული არ არის, 5-10 წვეთი ორჯერ კვირაში
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
 
მითითებები
იზოპათიაში Mucokehl-ი გამოიყენება ადამიანის სისხლძარღვთა სისტემის და სისხლის ყველა დაავადების დროს ან თუ დაავადების მიზეზი სისხლძარღვთა სისტემაში ან სისხლშია (შეგუბებითი მოვლენები). Mucor racemosus წარმოადგენს, ასევე, კომბინირებული პრეპარატის Sankombi-ის მოქმედ ნივთიერებასაც. არ შეიძლება 
მისი Notakehl-თან ერთდროული გამოყენება.
 
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ საწვეთურიან ფლაკონში
სად შევიძინოთ?