შემადგენლობა
არსით დაფარული თითო ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ინგრედიენტებს:
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი) 800 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) 5 მკგ
ვიტამინი E (a - ტოკოფეროლ აცეტატი) 10 მგ
ვიტამინი B-1 (თიამინის ნიტრატი) 1,4 მგ
ვიტამინი B-2 (რიბოფლავინი) 1,6 მგ
ვიტამინი B-6 (პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) 2 მგ
ვიტამინი B-12 (ციანოკობალამინი) 1 მგ
ნიკოტინამიდი (ნიკოტინამიდი) 18 მგ
პანტოტენის მჟავა (კალციუმის პანტოტენატი) 6 მგ
ფოლის მჟავა (ფოლის მჟავა) 200 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 60 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ჟანგი) 75 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) 14 მგ
თუთია (თუთიას ჟანგი) 15 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) 2 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) 2,5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) 50 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) 50 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) 150 მკგ
არააქტიური ინგრედიენტები რომლებიც შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციის შემადგენლობაში: სახაროზა, ჟელატინი, სახამებელი, სიმინდის სახამებელი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, ნატრიუმის ალუმოსილიკატი, ტრიგლიცერიდები, ჰიპრომელოზა, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, გამოხდილი წყალი.
არააქტიური ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა; სიმინდის სახამებელი;
ორშენაცვლებადი კალციუმის ფოსფატი; ნატრიუმ კროსსკარმელოზა; ასკორბინის მჟავა; მაგნიუმის სტეარატი; ჟელატინი; სილიკოგელი უწყლო კოლოიდური; გლიცეროლი 85%; სტეარინის მჟავა; გამოხდილი წყალი. გარსი: ჰიპრომელოზა 3 და ჰიპრომელოზა 15; გლიცეროლი 85%, ტიტანიუმის ორჟანგი; ტალკი; რკინის ჟანგი (II);
აღწერა: მრგვალი ღია-ყვითელი ფერის შემოგარსული ტაბლეტები.
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც მოიცავს ვიტამინების კომპლექსს და მინერალურ დანამატებს. მოქმედება განისაზღვრება ვიტამინებისა და მინერალური დანამატების თვისებებით, რომლებიც შედიან პრეპარატის შემადგენლობაში.
ვიტამინი A
ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.
ვიტამინი D
აუცილებელია მოზარდ ორგანიზმში ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის.
იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.
ვიტამინი C
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წარმოადგენს შემაკავშირებელი ქსოვილების, ძვლების, ხრტილის, კბილებისა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს.
აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.
ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას. გარდა ამისა იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.
ვიტამინი E
ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას და აუმჯობესებს მის მდგომარეობას. უზრუნველჰყოფს კუნთთა სისტემის ნორმალურ ფუნქციას, აუმჯობოსებს მის ფუნქციონალურ მდგომარეობას, ფიზიკური დატვირთვების ატანას.
ვიტამინი B1
წარმოადგენს ნახშირის ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირბადის, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღგზნების წარმოსაქმნელად.
ვიტამინი B2
დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირბადის, ცილებისა და ცხიმის, ჰემოგლობინის სინთეზისათვის. ხელს უწყობს კანის კარგ ფუნქციონირებას, ქსოვილების რეგენერაციას წყლულებისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.
ვიტამინი B6
პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციისათვის.
ნიკოტინამიდი
არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების უმაღლესს ნერვულ მოქმედებასა და ფუნქციას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.
პანტოტენის მჟავა
დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ლიპიდების ცვლაში. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ახდენს ანტისხეულების სინთეზის სტიმულაციას. ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით და ტოქსიურ ეფექტებს.
ფოლის მჟავა
მონაწილეობს გენეტიკური მასალის წარმოქმნაში უჯრედების ნორმალური დაყოფისას, მათ შორის სისხლის ფორმული ელემენტების, ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების, აქვს დიდი მნიშვნელობა ერითროციტებში გემოგლობინის წარმოქმნაში.
მაგნიუმი გააჩნია დიდი მნიშვნელობა მიოკარდის შეკუმშვის ფუნქციის რეგულაციაში, უზრუნველჰყოს გულის ციკლის ნორმალური ფუნქციონირება. აადვილებს სტრესული სიტუაციის გადატანას, დეპრესიის გადატანას.
რკინა
მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში. ხელს უწყობს ადგილობრივი და უჯრედული იმუნიტეტის სრულყოფილ ფუნქციონირებას.
ცინკი
აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ელემენტების წარმოებისათვის. მოქმედებს სასქესო ორგანოების სინთეზზე, განსაკუთრებით სიმაღლეში ზრდის და სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ახდენს ორგანიზმის იმუნური პროცესების სტაბილიზაციას. არ სინთეზირდება ორგანიზმში.
სპილენძი
წარმოადგნეს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს. დიდ როლს ასრულებს მეტაბოლურ პროცესებში.
ქრომი
მონაწილეობს ინსულინის სინთეზის პროცესში. ქრომის შემცირებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მკვეთრი მერყეობა და ხელი შეუწყოს დიაბეტის განვითარებას.
სელენი
ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, გააჩნია დამცავი მოქმედება იმუნური სისტემის მიმართ, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლიბიც უარყოფითად მოქმედებენ ორგანიზმზე.
იოდი
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს იოდი, ასრულებენ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციას. არეგულირებენ ტვინის, ნერვული სისტემის, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მოქმედებას, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას
- ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის პროფილაქტიკა;
- მეტაბოლიკური პროცესების ბალანსირება;
- გამოჯანმრთელების პერიოდში გადატანილი ავადმოყოფობის შემდეგ
- გაძლიერებული გონებრივი და ფიზიკური აქტიურობისას;
- არასაკმარისი ან არაბალანსირებული კვებისას ან დიეტის შემთხვევაში.
ბავშვებში 11 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 1 ტაბლეტი დღეში. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.
შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მაღალი მგრძნობიარობა
მულტი-ტაბს კლასიკის მიღების დროს არ არის რეკომენდირებული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება. არ შეიძლება აღნიშნული დღიური დოზის გადაჭარბება.
ტაბლეტების შენახვა რეკომენდირებულია მჭიდროდ დახუფულ კონტეინერებში მშრალ ადგილზე, ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +25oC.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაიცემა ურეცეპტოდ.