შემადგენლობა
თითო საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:
რეტინოლ აცეტატი რეტინოლზე გადათვლით (ვიტამინი A) 400 მკგ
კალციფეროლი (ვიტამინი D3) 10 მკგ
ალფა-ტოკოფეროლ აცეტატი ალფა-ტოკოფეროლზე გადათვლით (ვიტამინი E) 5 მკგ
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) 0,7 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 0,8 mg
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 0,9 მგ
ციანოკობალამიდი (ვიტამინი B 12) 1 მკგ
ნიკოტინამიდი 9 მგ
პანთოთენის მჟავა (კალცი პანტოტენატის სახით) 3 მგ
ფოლის Mმჟავა 20 მკგ
ფოლის მჟავა (ვიტამინი C) 40 მგ
რკინა (რკინის ფურამატის სახით) 10 მგ
ცინკი (ცინკის ოქსიდის სახით) 5 მგ
სპილენძი (სპილენძის ოქსიდის სახით) 1 მგ
მანგანუმი (მანგამუმის სულფატის სახით) 1 მგ
ქრომი (ქრომ ქლორიდის სახით) 20 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატის სახით) 25 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდის სახით) 70 მკგ
არააქტიური ინგრედიენტები რომლებიც შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციის შემადგენლობაში: საქაროზა, ჟელატინი, მოდიფიცირებული სახამებელი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, ნატრიუმის ალუმოსილიკატი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, სიმინდის სახამებელი, მონო- და დიგლიცერიდები, ჰიპრომელოზა, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, წყალი.
დამხმარე ნივთიერებები: ქსილიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, სილიციუმის კოლოიდური ორჟანგი, მეთილცელულოზა, ჟოლოს არომატიზატორი 54.428, მარწყვის არომატიზატორი 52311; მონო-, დი- და ტრიგლიცერიდები, ასპარტამი, ორშენაცვლებადი კალციუმის ფოსფატი, სიმინდის სახამებელი, ასკორბინის მჟავა, ჟელატინი, გლიცეროლი 85%; წყალი.
აღწერა:: მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ფასკით, ღია-ყვითელიდან მონაცისფრო შეფერილობით, სხვადასხვა ფერის წერტილებით.
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექს.
მოქმედება განისაზღვრება ვიტამინებისა და მინერალური დანამატების თვისებებით, რომლებიც შედიან პრეპარატის შემადგენლობაში. ვიტამინი A (რეტინოლი)
ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.
ვიტამინი D 3 (კოლეკალციფეროლი)
აუცილებელია მოზარდ ორგანიზმში ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის.
იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წარმოადგენს შემაკავშირებელი ქსოვილების, ძვლების, ხრტილის, კბილებისა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს.
აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.
ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას. გარდა ამისა იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.
ვიტამინი E (ალფა-ტოკოფეროლი)
E როგორც ანტიოქსიდანტი აჩერებს თავისუფალ რადიკალებთან დაკავშირებული რეაქციების განვითარებას, აჩერებს ისეთი მჟავების წარმოქმნას, რომლებიც აზიანებენ უჯრედულ და სუბუჯრედულ მემბრანებს, რასაც ორგანიზმის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, უზრუნველჰყოფს ნერვული და კუნთური სისტემის ნორმალურ ფუნქციას. სელენთან ერთად აჩერებს არაგაჯერებულ ცხიმოვან მჟავებს (მიკროსომალური სისტემის ელექტრონების გადატანის კომპონენტი), აჩერებს ერითროციტების ჰემოლიზს. წარმოადგენს ზოგიერთი ფერმენტული სისტემების კოფაქტორს.
ვიტამინი B1 (თიამინი)
წარმოადგენს ნახშირის ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირბადის, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღგზნების წარმოსაქმნელად.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)
მონაწილეობს ცხიმების, ცილების, და ნახშირწყლების უტილიზაციაში, შეუცვლელია ორგანიზმის ზრდის პროცესებში, დადებითი ზეგავლენა მხედველობაზე.
გააჩნია მეტაბოლური მოქმედება; არეგულირებს მჟავა-აღდგენით პრეცესებს, იღებს მონაწილეობას კანის სუნთქვაში.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)
მონაწილეობს ნუკლეუნური მჟავების სინთეზში, არეგულირებს ფოსფორო-კალცის ცვლას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში. დიდი მნიშვნელობა აქვს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციისთვის.
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)
აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას და მეხსიერებას. ახდენს ერიტროპოეზის სტიმულაციას.
ნიკოტინამიდი
მონაწილეობს უჯრედის მჟავა-აღსადგენ პროცესებში, ახდენს ქსოვილების სუნთქვის პროცესების სტაბილიზაციას. იღებს მონაწილეობას ცხიმებისა და ნახშირების ცვლაში და ამინომჟავების მეტაბოლიზმში.
პანტოტენის მჟავა (კალცი პანტოტენის სახით)
პანტოტენის მჟავა შედის კოენზიმ A- ს შემადგენლობაში, იღებს რა მნიშვნელოვან მონაწილეობას აცეტილირების და ამჟავების პროცესებში, მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლაში, აცეტილქოლინისა და სტეროიდული ჰორმონების სინთეზში. აუმჯობესებს მიოკარდის შეკუმშვის ფუნქციის ენერგეტიკულ მომარაგებას, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს.
ფოლის მჟავა
მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პრეცესებში. აუცილებელია მეგალობლასტების მომწიფებისათვის და ნორმობლასტების წარმოქმნისთვის. ახდენს ერითროპოეზის სტიმულირებას, მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში (მათ შორის გლიცინის, მეთიონინის), ნუკლეინური მჟავების, პურინების, პირიმიდინების, ქოლინის ცვლაში, ჰისტიდინის.
მაგნიუმი
გააჩნია დიდი მნიშვნელობა მიოკარდის შეკუმშვის ფუნქციის რეგულაციაში და მიოკარდის უჯრედების ელექტრული სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მონაწილეობს თავის ტვინის ნეიროლეპტიდების სინთეზში და პასუხებს აგებს შეჩერების სიგანალების გადაცემაზე პერიფერიული ნერვებისთვის და კუნთებისთვის.
რკინა
მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში.
ცინკი
რკინასთან კომბინაციაში დამატებით ახდენს სისხლის წარმოქმნის სტიმულირებას. შედის ორგანიზმის მრავალი ფერმენტის შემადგენლობაში. ცინკის უკმარისობა ასოცირდება დაბალ სიმაღლესთან, იმუნინეტის დაქვეითებასთან, დაავადების დონის ზრდასთან.
სპილენძი
იღებს მონაწილეობას ჰემოგლობინისა და ერითროციტების წარმოქმნაში, ენერგოცვლის პროცესებში.
მანგანუმი
მანგანუმი ახდენს იმუნოგლობულინების სინთეზის სტიმულირებას და ასევე წარმოადგენს სუპეროქსიდ-დისმუტაზის კომპონენტს, რომელიც იღებს მნიშვნელოვან მონაწილეობას ორგანიზმის დაცვაში მჟავარადიკალების მოქმედებისგან.
ქრომი
მონაწილეობს ინსულინის სინთეზის პროცესში.
ახდენს უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციას, შედის ურთიერთქმედებაში ჟანგბადის აქტიურ ფორმებთან, თავისუფალ რადიკალებთან. ამცირებს ლიპიდების მჟავის პროდუქტების რაოდენობას.
სელენი
სელენი _ შედის ფერმანტული სისტემის შემადგენლობაში _ გლუტატიონ-პეროქსიდაზა, იცავს ბიოლოგიურ მემბრანებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან.
იოდი
იოდის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნაში მონაწილეობა (ტიროქსინი, ტრიოდტირონინი). ფარისებრი ჟირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს იოდი, ასრულებენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებს: არეგულირებენ ტვინის, ნერვული სისტემის, სქესობრივი და სარძევე ჯირკვლების მოქმედებას, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას.
ჰიპოვიტამინოზისა და მინერალური ნივთიერებების ნაკლებობა ბავშვებში 1-დან 4 წლამდე:
- ვიტამინებისა და მინერალების გაზრდილი მოთხოვნილება ინტენსიური ზრდის პერიოდში;
- გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვებისას;
- გამოჯანმრთელების პერიოდში გადატანილი ავადმოყოფობის შემდეგ
- არაბალანსირებული ან არასაკმარისი კვებისას
ბავშვებში 1-დან 4 წლამდე – 1 ტაბლეტი დღეში. დასაშვებია ტაბლეტის დაფხვიერება მის გამოყენებამდე. საჭმელთან ერთად ან პირდაპირ ჭამის შემდეგ სეზონური კურსებით.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ასაკი 1 წლამდე
მულტი-ტაბს ბავშვებისათვის მიღების დროს არ არის რეკომენდირებული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება, რათა ადგილი არ ჰქონდეს დოზის გადაჭარბებას. არ უნდა მოხდეს რეკომენდირებულ დოზაზე მეტის მიღება.
რეკომენდირებული დოზებით გამოყენებისას, დოზის გადაჭარბება არ დაფიქსირდა.
მშრალ ადგილზე, ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +25oC.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
2 წელი. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაიცემა ურეცეპტოდ.