მულტილაკი საბავშვო
MULTILAC BABY
დაწერეთ პირველი კომენტარიაქტიური ნივთიერებები:
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
აღწერა
შემადგენლობა:
Lactobacillus rhamnosus GG 5x109 CFU*
Fruсtooligosaccharides (FOS) 15 mg
სინბიოტიკი (პრობიოტიკი + პრებიოტიკი);
MURE - ინოვაციური მიკროინკაფსულირების ტექნოლოგია უზრუნველყოფს პრეპარატის მაღალ ეფექტურობას, რადგან ინკაფსულირების ხარჯზე არ ხდება მასში არსებული ბაქტერიების განადგურება კუჭის წვენის და ენზიმების ზეგავლენით.
ჩვენებები:
ნაწლავური დისბიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
მწვავე ნაწლავური ინფექციები; (Lactobacillus rhamnosus GG/Evidence Level “1”)
დისპეფსიური სინდრომი - დიარეა, ყაბზობა;
ფსევდომემბრანული კოლიტი;
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
ლაქტოზის აუტანლობა.
გამოყენების წესი:
პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია 0 ასაკიდან;
მიიღება 1-ჯერ დღეში (6 წვეთი);
გამოყენების წინ ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს (შენჯღრევის შემდეგ შეინიშნება ბუნებრივი ამღვრევა, რაც ნორმალურია);
წვეთები მიიღება როგორც პირდაპირ პერორალურად, ასევე შესაძლებელია მისი განზავება ცივ ან თბილ სითხეში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ და გრილ ადგილას.
არ საჭიროებს შენახვას მაცივარში;
არ შეიცავს კონსერვანტებს, ლაქტოზას და კაზეინს.
კომენტარები
კომენტარები ჯერ არ არის - იყავით პირველი!
დაწერეთ კომენტარი
იმპორტიორი საქართველოში
გეა