შემადგენლობა
1 მლ თხევადი განზავება შეიცავს: Amanita muscaria D6-ის 1 მლ ხსნარს HAB-ის 3ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
ჩვენება
– დეტოქსიკაცია ნარკოტიკების და მედიკამენტების გამოყენების შემდეგ
– ცერებლარული იშემიური შეტევა
– ცენტრალური ნერვული სისტემის აღზნება
– კუნთების (გლუვი და განივზოლიანი), ორგანოების და სისხლძარღვების სპაზმები
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნერვული დარღვევები
– შაკიკი
თვისებები
შხამასოკო (Amanita muscaria) საყოველთაოდ ცნობილია დამახასიათებელი გარეგნობით და შხამიანობით. შხამასოკოს ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებიდან დიდი ხანია, ცნობილია Muscarin-ი. ძველი ჩრდილოეთის ხალხი სოკოებს იყენებდნენ საომარი შემართების გასაძლიერებლად. ამჟამად, იგი თერაპიული მიზნებისათვის
მხოლოდ ჰომეოპათიაში გამოიყენება, ამასთან მისი გამოყენების სფერო საკმაოდ ფართოა: ცერებრული და ნერვული
მდგომარეობები – გადაძაბვა და გამოფიტვა, თავის ტკივილი მოსწავლეებსა და სტუდენტებში, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები, თავბრუსხვევა, სიმთვრალის და ექსტაზის მდგომარეობები, მანიაკალური ფსიქოზი; სპაზმური მდგომარეობები ყველა კუნთსა და ორგანოში; შაკიკი; სისხლძარღვების სპაზმი. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნერვული მოშლილობები, გასტრალგიები, მეტეორიზმი, მოგზაურთა ქრონიკული დისპეპსია,
ორგანიზმზე ყავისა და ნიკოტინის უარყოფითი ზემოქმედების შედეგი, ნარკოტიკების და ნარკოტიკული მოქმედების ტაბლეტების ბოროტად გამოყენების შედეგები
მიღების წესი და დოზირება
მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება 5 წვეთი ყოველ ნახევარ საათში (2 საათის განმავლობაში), დღეში არაუმეტეს 6-ჯერ. მიმდინარეობის ქრონიკული ფორმების დროს მიიღება 5 წვეთი 1-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
არ მიიღება Amanita muscaria-სადმი მომატებული მგრძნობელობის დროს. ალკოჰოლიზმის და ღვიძლის დაავადებების დროს პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ, რადგან მის შემადგენლობაში შედის სპირტი
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენირებული არ არის, ორსულობის შემდგომი პერიოდი, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად. მითითება პრეპარატი შეიცავს 50 მოც. % სპირტს.
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ და 30 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში