Plasmon
მუსკარსან D6 ტაბლეტები (ნატუროპათი) / Muscarsan D6 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #80
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს: 250 მგ Amanita muscaria D6-ს ტრიტურაციას HAB-ის 3ა და 7 სტატიების მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა);
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, მაგნეზიუმსტეარატი
 
ჩვენება
– დეტოქსიკაცია ნარკოტიკების და მედიკამენტების გამოყენების შემდეგ
– ცერებლარული იშემიური შეტევა
– ცენტრალური ნერვული სისტემის აღზნება
– კუნთების (გლუვი და განივზოლიანი), ორგანოების და სისხლძარღვების სპაზმები
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნერვული დარღვევები
– შაკიკი
 
თვისებები
შხამასოკო (Amanita muscaria) საყოველთაოდ ცნობილია დამახასიათებელი გარეგნობით და შხამიანობით. შხამასოკოს ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებიდან დიდი ხანია, ცნობილია Muscarin-ი. ძველ ჩრდილოეთში ხალხი სოკოებს იყენებდნენ საომარი შემართების გასაძლიერებლად. ამჟამად, იგი თერაპიული მიზნებისათვის
მხოლოდ ჰომეოპათიაში გამოიყენება, ამასთან მისი გამოყენების სფერო საკმაოდ ფართოა. მათ შორის იგულისხმება ცერებრული და ნერვული მდგომარეობები: გადაძაბვა და გამოფიტვა, თავის ტკივილი მოსწავლეებსა და სტუდენტებში, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები, თავბრუსხვევა; სიმთვრალის და ექსტაზის მდგომარეობები; მანიაკალური ფსიქოზი; სპაზმური მდგომარეობები ნებისმიერ კუნთსა და ორგანოში; შაკიკი; სისხლძარღვოვანი სპაზმი. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნერვული მოშლილობები; გასტრალგიები; მეტეორიზმი; მოგზაურთა ქრონიკული დისპეპსია; ორგანიზმზე ყავის და ნიკოტინის უარყოფითი ზემოქმედების შედეგი, ნარკოტიკების და ნარკოტიკული მოქმედების ტაბლეტების გამოყენების შედეგები.
 
მიღების წესი და დოზირება
მწვავე მდგომარეოებების დროს მიიღება ყოველ ნახევარ საათში (2 საათის განმავლობაში) თითო ტაბლეტი არაუმეტეს 6-ჯერ დღეში. ქრონიკულად მიმდინარე ფორმების დროს მიიღება თითო ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები
არ გამოიყენება Amanita muscaria-ს მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს
 
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი პერიოდი, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად. მითითება შემადგენლობაში შედის ლაქტოზა
 
გამოშვების ფორმები
შეფუთვაშია 80 ტაბლეტი
სად შევიძინოთ?