წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი.
აღწერილობა: ღია-ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: თიოკოლხიკოზიდი 4 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
ათქ კოდი: M03BX05
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მუსკომედი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს თიოკოლხიკოზიდს, ნახევრადსინთეზურ მიორელაქსანტს, რომელიც ბუნებრივი გლიკოზიდისგან _ კოლხიკოზიდისგან მიიღება. ავლენს სელექტიურ აფინურობას გამა-ამინოერბომჟავასა (გაემ) და გლიცინური რეცეპტორების მიმართ, რაც განაპირობებს პრეპარატის მოქმედებას ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე, როგორც ადგილობრივი ხასიათის სპაზმის, ასევე ცენტრალური წარმოშობის სპაზმის დროს.
მუსკომედს არ გააჩნია კურარეს მსგავსი მოქმედება, იგი არ იწვევს დამბლას, არ ახდენს გავლენას სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე.
ფარმაკოკინეტიკა
კუნთში შეყვანის შემდეგ თიოკოლხიკოზიდი სწრაფად გადანაწილდება სისხლში, კონცენტრაციის პიკი შრატში მიიღწევა 15-45 წუთის შემდეგ. თიოკოლხიკოზიდის ერთი ინტრამუსკულარული ინექციის დოზით 4 მგ შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში შეადგენს 61 ნგ/მლ.
ცილებთან კავშირი (ძირითადად ალბუმინთან) შეადგენს 13%-ს. ერთი ინტრამუსკულარული ინექციის დოზით 4 მგ შემდეგ განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 76 ლ-ს.
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2,5-5 საათს. გამოყენებული დოზის დაახლოებით 20% გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი მეტაბოლიტების სახით, 75-81% გამოიყოფა ფეკალიებთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები
ტკივილით მიმდინარე კუნთების სპაზმის სიმპტომური მკურნალობა.
გამოყენების წესი და დოზები
მუსკომედი შეიყვანება კუნთებში დოზით 2 მლ (4 მგ) 2-ჯერ დღე-ღამეში. პრეპარატის საინექციო ფორმით მკურნალობის რეკომენდებული ვადა _ 3-5 დღე. საჭიროებისამებრ, მკურნალობა გრძელდება პრეპარატის შიგნით მისაღები ფორმით 5-7 დღის განმავლობაში საერთო სადღეღამისო დოზით 16 მგ (8 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში). ფიზიოთერაპიული პროცედურებისათვის მზადების შემთხვევაში კუნთების მოდუნების პერიოდი შეადგენს 30-40 წუთს ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ.
წინააღმდეგჩვენებები
_ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
_ კუნთების ჰიპოტონია;
_ მსუბუქი დამბლა;
_ 15 წლამდე ბავშვთა ასაკი;
_ ორსულობა;
_ ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოვლენები
იშვიათი: გამონაყარი კანზე, შეშუპება, ალერგიული და ფსევდოალერგიული რეაქციები (ალერგიული ვასკულიტი), გასტრალგია, დიარეა.
ძალიან იშვიათად: ჰიპოტენზია, გაღიზიანებადობა და ძილიანობა.
განსაკუთრებული მითითებები
მუსკომედი სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს. სიფრთხილით გამოიყენება ეპილეფსიით დაავადებულ ან კრუნჩხვების განვითარების რისკის მქონე პაციენტებში.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
მუსკომედი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატი უკუნაჩვენებია 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არის. თუმცა, რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა სხვა მიორელაქსანტებთან ერთად გამოყენებისას.
ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ პრეპარატებთან, ალკოჰოლთან, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, კურარეს მსგავს პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მიორელაქსაციის გაძლიერება და ცნს-ის დათრგუნვა, ჰიპოტონიის განვითარება.
ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება სისხლდენის რისკი.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არის.
სიმპტომები: შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მკურნალობა: სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.
გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარის 2 მლ უფერო შუშის ამპულებში. 6 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა #3 რეცეპტით.