შემადგენლობა
1 გ კრემი შეიცავს:
ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს _ 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზილის სპირტი, თეთრი რბილი პარაფინი, მსუბუქი თხევადი პარაფინი, პროპილენგლიკოლი, მაემულსირებელი ცვილი, ნატრიუმის ციტრატი, ქლორკრეზოლი, ცეტომაკროგოლი 1000, გასუფთავებული წყალი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის ერთგვაროვანი კრემი.
პრეპარატი წარმოადგენს ალილამინების ჯგუფის ანტიმიკოზურ საშუალებას, რომელსაც გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი ისეთი სოკოების მიმარეთ, რომლებიც იწვევენ კანის, თმის და ფრჩხილების დაავადებას, მათ შორის დერმატოფიტების მიმართ, როგორიცაა:Trichophyton (მაგ: Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton verrucosum, Trichophyton tonsurans, Trichophyton violaceum), Microsporum (mag. Microsporum canis), Epidermophyton floccosum, Pityrosporumn და აგრეთვე Candida - ს ჯგუფის სოკოები.
ტერბინაფინი დაბალ კონცენტრაციით ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტებზე, საფუარასმაგვარ და ზოგიერთ დიმორფულ სოკოებზე. საფუარა სოკოებზე, მათი სახეობებიდან გამომდინარე, მოქმედებს ფუნგიციდურად ან ფუნგისტატურად. მუსიტროლი აინჰიბირებს სოკოს უჯრედის ციტოპლაზმურ მემბრანაში ფერმენტ სქვალენეპოქსიდაზას, შესაბამისად სოკოს უჯრედში ითრგუნება სტეროლების ბიოსინთეზი, რაც იწვევს ერგოსტეროლის დეფიციტს და სქვალენის დაგროვებას უჯრედის შიგნით, რის შედეგადაც უჯრედი იღუპება.
მუსიტროლის 1%-იანი კრემის ადგილობრივი გამოყენების დროს შეიწოვება დოზის 5%-ზე ნაკლები, შესაბამისად პრეპარატის სისტემური მოქმედება მინიმალურია.
- დერმატოფიტებით გამოწვეული კანის სოკოვანი დაავადებები, როგორიცაა Trichophyton (მაგ.: T.rubrum, T.mentagrophytes, T.verrucosum, T.violaceum);
- თავის თმიანი ნაწილის მიკოზი (Mikrosporum canis, Epidermophyton floccosum);
- საფუარასმაგვარი სოკოებით გამოწვეული კანის ინფექციები, ძირითადად ისინი, რომლებიც გამოწვეულია Candida - ს ჯგუფის სოკოებით;
- სხვადასხვაფერი პიტირიაზი.
გაწმენდილ და მშრალ კანზე მუსიტროლის კრემის თხელ ფენად წასმა და მსუბუქი შეზელა ხდება 1-2 _ ჯერ დღეში. მუსიტროლის წასმა რეკომენდებულია, როგორც დაზიანებულ კერაზე, ისე მის ირგვლივ მდებარე ჯამრთელ კანზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს:
- კანის მიკოზი _ 1-2 კვირა;
- ტერფების მიკოზი _ 2-4 კვირა;
- კანის კანდიდოზი _ 1-2 კვირა;
- სხვადასხვაფერი პიტირიაზი _ 2 კვირა.
მკურნალობის ეფექტი ვლინდება პირველ დღეებში. პრეპარატის არარეგულარული მიღებისა და ნადრევი შეწყვეტისას, შესაძლებელია ინფექციის პროგრესირება.
თუ კლინიკური ეფექტი არ გამოვლინდა პრეპარატის გამოყენებიდან 2 კვირის განმავლობაში, საჭიროა დიაგნოზის ვერიფიკაცია.
ხანდაზმულ პაციენტებს მუსიტროლი ენიშნებათ იმავე დოზით, როგორც მოზრდილ პაციენტებს.
ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად ჰიპერემია, წვა, ქავილი. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას არ არის აუცილებელი პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად კანზე გამონაყარი, ქავილი, გენერალიზებული გამონაყარი და/ან ჰიპერემია, ანგიონევროზული შეშუპება. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
მუსიტროლის კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. პრეპარატის თვალში მოხვედრა დაუშვებელია. მისი თვალში მოხვედრის დროს საჭიროა ჩამობანა გამდინარე წყლით.
მუსიტროლის კრემი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
მუსიტროლის ადგილობრივად გამოყენების შემთხვევაში დოზის გადამეტების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის ცნობილი.
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.
ვარგისიანობის ვადა : 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაიცემა ურეცეპტოდ.