Plasmon
NaF სპრეი / NaF SPRAY


შემადგენლობა: NaF ( ნატრიუმის ფტორიდი), ქსილიტოლი

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

NaF სპრეი - ევროპული ხარისხის, კომფორტული გამოყენების ორალური სპრეი, რომელიც ორგანიზმში ფტორის ნორმალური დონის შენარჩუნებით ახდენს კბილის კარიესის პრევენციასა და მკურნალობას

NaF ( ნატრიუმის ფტორიდი): ფტორი ზრდის კარიესის მიმართ კბილის წინააღმდეგობის უნარს:
ხელს უწყობს რემინერალიზაციის პროცესს
მონაწილეობს ფტორაპატიტის (Ca5(PO4)3F) წარმოქმნაში
-  ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას კარიესის წარმოქმნაში მონაწილე მჟავაწარმომქმნელი ბაქტერიების (Sreptococus Mutans) მიმართ
-  ხელს უშლის კბილის ნალექში არსებული ბაქტერიების მიერ შაქრის გადამუშავების და მჟავების გამოყოფის პროცესს
ქსილიტოლი: ერთადერთი ნახშირწყალი  საკვები შაქრის იდენტური გემოთი
-  სხვა დამატკბილებლებისგან განსხვავებით იცავს კბილებს კარიესისგან და მინერალების დეფიციტისგან
-  ეფექტურია კარიესით გამოწვეული ბზარების გამოსწორებისათვის
-  ასუფთავებს კბილებს ნალექისგან და აძლიერებს მინანქრის დაცვას
-  სხვა შაქრებისგან განსხვავებით  არ იწვევს დუღილის რეაქციას და ხელს უშლის  პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას

ჩვენება:
· კბილის ამოჭრის დაგვიანება
· კბილის კარიესი
· კბილის ემალის ჰიპერმგრძნობელობა
· თმის ცვენა და მტვრევადობა

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

2 კვ -2წლ: 1 გაფრქვევა დღეში (0.25 მგ F-)

2 - 4 წლ: 2 გაფრქვევა დღეში (0.5 მგ F-)

4 წლ - მოზრდილები: 4 გაფრქვევა დღეში  (1 მგ F-)

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას წყვეტს მკურნალი ექიმი.  

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტის მიმართ

 

გამოშვების ფორმა:

ორალური სპრეი 20 მლ შაქრის არომატით №1

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე.