შემადგენლობა
სპრეი ინტრანაზალური გამოყენებისათვის: ფლაკონში 100, 180 და 200 დოზა.
1 დოზა
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი . . . . 50 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, ფენილეთილენის სპირტი, პოლისორბატ 80, დექსტროზა, დისპერსული ცელულოზა, მარილმჟავა, დისტილირებული წყალი.
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი - ბეკლამეტაზონის დიეთერია, სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია. ახასიათბს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდაციური თვისებები. ბეკლომეპაზონის მოქმედების შედეგად ანთების კერაში ხდება პოხიერი უჯრედების (და მათ მიერ გამომუშავებული ჰისტამინის), ეოზინოფილების, თ-ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება. ქვეითდება ადგეზიური მოლეკულების ექსპრესია, მცირდება სეკრეცია, პლაზმის ექსტრავაზაცია და ქსოვილების შეშუპება. ასევე ქვეითდება ცხვირის ლორწოვანი გარსის რეცეპტორების მგრძნობელობა ჰისტამინისა და მექანიკური გამღიზიანებლების მიმართ. ბეკლომენაზონის დიპროპიონატს, რეკომენდებულ დოზებში ახასიათებს ადგილობრივი მოქმედება, მნიშვნელოვანი სისტემური აქტიობის გარეშე.
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი - ბეკლამეტაზონის დიეთერია, სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია. ახასიათბს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდაციური თვისებები. ბეკლომეპაზონის მოქმედების შედეგად ანთების კერაში ხდება პოხიერი უჯრედების (და მათ მიერ გამომუშავებული ჰისტამინის), ეოზინოფილების, თ-ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება. ქვეითდება ადგეზიური მოლეკულების ექსპრესია, მცირდება სეკრეცია, პლაზმის ექსტრავაზაცია და ქსოვილების შეშუპება. ასევე ქვეითდება ცხვირის ლორწოვანი გარსის რეცეპტორების მგრძნობელობა ჰისტამინისა და მექანიკური გამღიზიანებლების მიმართ. ბეკლომენაზონის დიპროპიონატს, რეკომენდებულ დოზებში ახასიათებს ადგილობრივი მოქმედება, მნიშვნელოვანი სისტემური აქტიობის გარეშე.
პრეპარატი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის:
- სეზონური და წლიური ალერგიული რინიტი, მათ შორის რინიტი თივის ცხელების (პოლინოზის) დროს;
- ვაზომოტორული რინიტი.
ნასობეკი განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისათვის.
მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლიდან: ინიშნება პრეპარატის 2 დოზა (100 მკგ) ცხვირის თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღეში ან 1 დოზა (50 მკგ) 3-4 ჯერ დღეში. მაქსიმალური დღე-ღამური დოზაა 400 მკგ (8 დოზა).
თერაპიული ეფექტი დგება პრეპარატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე დღეში.
ხანდაზმულ პაციენტებში დოზირების რეჟიმი არ განსხვავდება მოზრდილების დოზირებისაგან. ნასობეკის მიღებიდან 3 კვირის შემდეგ ეფექტის არქონის შემთხვევაში, რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა.
ჩვეულებრივ პრეპარატი გადაიტანება კარგად. აღწერილია ლორწოვანი გარსის სიმშრალისა და გაღიზიანების, ყნოსვისა და გემოს შეცვლის, ცხვირიდან სისხლდენების, მხედველობის დაქვეითების (თვალისშიდა წნევის მომატების შედეგად) იშვიათი შემთხვევები. გამონაკლისად იშვიათ შემთხვევებში, აღინიშნებოდა ცხვირის ძგიდის პერფორაცია. იშვიათად შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობა, გამოვლენილი ჭინჭრის ციების, ქავილის, ერითემის, თვალების, სახის და ხორხის შეშუპების სახით. პრეპარატის ხანგრძლივი ან მაღალი დოზებით – 400 მგ/დღ მეტი გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების კანდიდოზი, რომელიც ლაგდება ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო თერაპიის გატარების შემთხვევაში, მკურნალობის შეწყვეტის გარეშე.
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა, მწვავე რესპირატორული დაავადებები, ზედა სასუნთქი გზების კანდიდოზი, ფილტვების ტუბერკულოზი, ჰემორაგიული დიათეზი, ხშირი სისხლდენები ცხვირიდან, ორსულობა (1 ტრიმესტრი), ბავშვები 6 წლამდე.
სისტემური მოქმედება შეინიშნება ძალიან იშვიათად. მათ მიეკუთვნება ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ინჰიბირება და ბავშვებში ზრდის შეფერხება. რეკომენდებულია დინამიკაში დავაკვირდეთ ზრდის პროცესს იმ ბავშვებში, რომლებიც მკურნალობენ ნასობეკით.
განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყვნენ ის პაციენტები, რომლებიც სისტემური მოქმედების სტეროიდული პრეპარატებიდან გადავიდნენ ნასობეკზე, რადგან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეთ ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის მხრიდან დარღვევებს.
განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიიღონ ნასობეკი იმ პაციენტებმა ვისაც აქვს გლაუკომა, აგრეთვე წყლულების და ჭრილობები ცხვირის ღრუში.
როგორ წესი, უხშირეს შემთხვევებში ნასობეკი ეფექტურია სეზონური ალერგიული რინიტების დროს, მონოთერაპიის სახით. თუმცა მკვეთრად გამოხატული სიმპტომების დროს, შესაძლებელია გამოვიყენოთ კომბინირებული თერაპია.
ნასობეკის მცირე დროის განმავლობაში გამოყენებისას ეკომენდებულზე მაღალი დოზებით, შესაძლებელია ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ფუნქციის დათრგუნვა. ასეთ შემთხვევაში, არ არის საჭირო რაიმე სასწრაფო ზომების მიღება. საჭიროა მკურნალობა გაგრძელდეს რეკომენდებული დოზებით. ასეთ შემთხვევაში ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ფუნქციის ნორმალიზება ხდება ერთ-ორ დღეში.
ნასობეკისა და სხვა პრეპარატების ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, შესაძლებელია ნასობეკისა და სხვა პრეპარატის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ადგილი ქონდეს მედიკამენტების გავლენას ერთმანეთზე.
პრეპარატის ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა _ 3 წელი. პირველი გახსნის შემდფეგ - 3 თვე.