კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კალციუმ-ფოსფორული ცვლის რეგულატორი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
კალციუმის კარბონატი (ექვივალენტურია 600მგ Ca2+) - 1500 მგ
ქოლეკალციფეროლი (ექვივალენტურია 400 სე ) – 4 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას (თმებში, კბილებში, ფრჩხილებში, კანსა და კუნთებში), ამცირებს რეზორბციას (გაწოვას ) და აძლიერებს ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს. ავსებს ორგანიზმში კალციუმისა და D3 ვიტამინის დეფიციტს. აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის კომპონენტს.
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ვიტამინი D3 აძლიერებს ნაწლავებში კალციუმის შეწოვას.
კალციუმისა და ვიტამინ D3 გამოყენება აქვეითებს პარათირეოიდული ჰორმონის (პთჰ) გამომუშავებას, რომელიც ძვლის რეზორბციის სტიმულატორია.(ძვლებიდან კალციუმის გამოსვლა).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილ ნაწლავში.კალციუმი შეიწოვება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილშიიონიზირებული სახით,აქტიური D ვიტამინ დამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმით.
ჩვენებები
კალციუმისა და ვიტამინ D3 დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
ოსტეოპოროზის (მენოპაუზაულური,სენილური,სტეროიდული, იდიოპათიური და სხვა)პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულებში დღიურ დოზა არ უნდა აღემატებოდეს კალციუმის 1500 მგ და ვიტამინ D3 600 სე
ჰიპერკალცემია ,რომელიც ვითარდება ორსულობის დროს ჭარბი დოზირების ფონზე იწვევს ბავშვში ფიზიკური და გონებრივი ად ფიზიკური განვითარების შეფერხებას.
უკუჩვენება
ჰიპერკალიემი
ჰიპერკალციურია.
ნეფროლითიაზი
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ტუბერკულოზის აქტიური ფორმა.
სარკოიდოზი.
გამოყენების წესი და დოზები
უფროსებში: ოსტეოპოოზის სამკურნალოდ 1 აბი 2-3 ჯერ დღეში. პროფილაქტიისათვის 1 აბი 2 ჯერ დღეში.
კალციუმის და D3 დეფიციტისას:
უფროსები და 12 წელზე ზემოთ ბავშვები: 1 ტაბ.2 -ჯერ დღეში.
ბავშვები 5 დან 12-წლამდე 1-2 ტაბლეტი დღეში ექიმის რეკომენდაციით.
ტაბლეტები უნდა გაიწუწნოს ან დაიღეჭოს.
ალერგიული რექციები
კუჭ-ნაწლავის დისფუნქცია(ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი,ღებინება,მუცლის ტკივილი).ჰიპერკალციემია.ჰიპერკალციურია.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
შენახვის პირობები
ინახება 25 C ტემპერატურაზე.ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეფტის გარეშე.