Plasmon
ნატურეკალცი ფორტე / Nature Calci

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Rioja Nature Pharma
  • მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი N30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:
კალციუმი 500 მგ.D 3 -500 სე, ინულინი 50 მგ,Mg-200 მგ, Zn- 7.5 მგ.

ფარმაკოკინეტიკა
ფარმაკოლოგიური მოქმედება: Ca: უმნიშვნელოვანესი მინერალია, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ძვლის და კბილების ემალის ფორმირებაში. მიუხედევად იმისა, რომ მისი უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ძვლებში, ის გარკვეული რაოდენობითაა სისხლშიც, სადაც აუცილებელია საკვები ნივთიერებების გადატანისთვის, სისხლის შედედებისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჰორმონების სინთეზისთვის, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის აქტივობისთვის.

ქოლეკალციფეროლი ვიტამინი D3  იოლად შეიწოვება წვრილ ნაწლავში.  
ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები, რომლებიც ცირკულირებენ სისხლში, უკავშირდებიან სპეციფიკურ გლობულინსქოლეკალციფეროლი გარდაიქმნება ღვიძლში ჰიდროქსილირების გზით 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლამდე. შემდეგ გარდაიქმნება თირკმელებში აქტიურ ფორმაში 1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლამდე. 1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი არის მეტაბოლიტი, რომელიც აძლიერებს კალციუმის შეწოვებას. არამეტაბოლიზირებული ვიტამინი D3 დეპონირდება ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებში.

 Mg: ორგანიზმში არსებული მაგნიუმის ნახევარი მოთავსებულია ძვლებში და აუცილებელია მათი მდგრადობისა და ჯანმრთელობისთვის. მაგნიუმი მონაწილეობს კუნთების მოდუნებაში და აწესრიგებს ნერვულ ფუნქციას. მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების უნებლიე კრუნჩხვით შეკუმშვებს

 Zn: თუთია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე მინერალია და მონაწილეობს 200-ზე მეტი ფერმენტის და ჰორმონის ფუნქციობაში, მათ შორის  ინსულინის, ტესტოსტერონის, ესტროგენების სინთეზში. თუთია აუცილებელია ცილების სინთეზისთვისკუნთების შეკუმშვისთვის, რეპროდუქციული ორგანოების ნორმული მუშაობისთვისCa, Mg და Zn: კალციუმი, მაგნიუმი და თუთია ორგანიზმისთვის აუცილებელი 3 მინერალია. ისინი მოქმედებენ სინერგიულად, ხელს უწყობენ ერთმანეთის შეწოვას და ორგანიზმის მიერ მათ მოხმარებას. მაგნიუმი მნიშვნელოვნად ზრდის კალციუმის შეწოვას და ამცირებს კუჭნაწლავის მხრივ გვერდით მოვლენებს. კალციუმი და მაგნიუმი აუცილებელი ელემენტებია ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებისთვის. ორივე ელემენტი მონაწილეობს კუნთის შეკუმშვასა და რელაქსაციაში.

გამოყენების სფერო : კალციუმის, მაგნიუმის და მიკროელემენტების  დეფიციტის შევსება ბავშვთა ასაკში (ინტენსიური ზრდის პერიოდში), ოსტეოპენიის და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა, ძვლის  მასის ფორმირებისათვის, კარიესის პროფილაქტიკა, ოსტეოპოროზის პრევენცია და მკურანლობა (კომპლექსურ თერაპიაშიპოსტმენოპაუზურ პერიოდში, ნერვული სისტემის ფუნქციის გაუმჯობესება, მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

გამოყენების სფერო :
სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
ორგანიზმში კალციუმის და ვიტამინ D3-ის დეფიციტის მდგომარეობა, რაც დაკავშირებულია არასრულფასოვან კვებასთან , ან როდესაც საკვებით მიღებული კალციუმი და ქოლეკალციფეროლი არასაკმარისია.
ორგანიზმის კალციუმის და ვიტამინ D3-ის გაზრდილი მოთხოვნილება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინტენსიური ზრდის პერიოდი.

დოზირება:
3 წლიდან 1 აბი დღეში , 12 წლიდან 2 აბი დღეში.

გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ  სადღეღამისო დოზას;დანამატი არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი; შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

სად შევიძინოთ?