შემადგენლობა:
1მლ შეიცავს: (ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს )–500 მგ.
მათ შორის: Eicosapentaenoic Acid (EPA)–100 მგ, Docosahexaenoic Acid (DHA)–350 მგ, ასევე ვიტამინ E –ტოკოფეროლი 2მგ.
გამოყენების სფერო :
- ფიზიკური და გონებრივი განვითარების ჩამორჩენა;
- ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია;
– მეხსიერების დაქვეითება, დემენცია, დეპრესია, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი; კოგნიტური დისფუნქცია.
- თვალის დაავადებები;
- კვების რეჯიმის დარღვევა, უმადობა;
- კანის და რბილი ქსოვილების დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი, ნეიროდერმიტი; ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა;
- მეტაბოლური სინდრომი, მ.შ. სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
- ტუბერკულოზი ;
- რაქიტი, ოსტეომალაცია;
- ინფექციური დაავადებები;
- დაავადების შემდგომი რეკოვალესენციის პერიოდი;
მიღების წესი და დოზირება:
3 თვიდან 5 წლამდე ასაკში: – 0,5 მლ დღეში ერთხელ.
5-12 წლამდე ასაკში: – 1 მლ დღეში ერთხელ.
12 წლიდან : 2 მლ დღეში ერთხელ.
მიღების კურსი:
არა ნაკლებ 3 თვისა. კურსის განმეორება ექიმის რეკომენდაციით.
გამოშვების ფორმა:
50 მლ ქილა, საწვეთურით.
შენახვის პირობები:
არა უმეტეს 30 გრადუსისა, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისია: გახსნიდან 4 თვის განმავლობაში.
აფთიაქიდან გაცემა: ურეცეპტოდ.
გაფრთხილება და შენახვის პირობები:
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.