ნებიალ კიტი 3% / Nebial Kit 3%
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): hyaluronic acid sodium
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: Buona-Steve jones
- მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
- გამოშვების ფორმა: ფორმა: #20 5 მლ.იანი ერთჯერადი ფლაკონი
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

განკუთვნილია:
ცხვირის წიაღების ყოველდღიური გასუფთავებისთვის, სურდოს, რინიტის, სინუსიტის და ყველა იმ შემთხვევის დროს, როდესაც ჰაერსავლ გზებში აღინიშნება შეშუპება, ლორწოს სეკრეციის გაძლიერება, შესქელებული ლორწოს დაგროვება, სუნთქვის გაძნელება.
შემადგენლობა:
ნორმალური PH -ის მქონე 3%-იანი ჰიპერტონული ხსნარის და ჰიალურონის მჟავის შემცველი N20 ერთჯერადი ფლაკონი
სპრეი-სოლ®-.ნაზალური ნებულაიზერი
ჰიპერტონული ხსნარი:
ხსნის შეშუპებას
ათხელებს დაგროვილ ლორწოს
უზრუნველყოფს ჭარბი სეკრეტის მარტივად გამოდევნას რის გამოც სურდოს, რინიტის , სინუსიტის დროს ნადებისგან თავისუფლდება ჰაერასვალი გზები და უმჯობესდება სუნთქვა
ჰიალურონის მჟავა: ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც გამომუშავდება თავანდ ჩვენს ორგანიზმში. მის მიერ შექმნილი დაცვითი ფენა ერთის მხრივ ინარჩუნებს ქსოვილის ფიზიოლოგიური ტენიანობას, ხოლო მეორეს მხრივ ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესებს.
პრეპარატ ნებიალ კიტი3%-ში შემავალი ჰიალურონის მჟავა ჰაერსავალი გზების ლორწოვანის აღდგენასთან ერთად უზრუნველყოფს ჰიპერტონული ხსნარის ეფექტის გაზრდას.
ჩვენება:
სინუსიტი
ფარინგიტი
რინოფარინგიტი
სტომატიტი
ტონზილიტი,ლარინგიტი
ენდონაზალური ჩარევის პრედოპერაციულ მოსამზადებელ ეტაპზე, ან პოსტოპერაციული პერიოდი
გამოყენება:
ახალშობილებში ჭამის და ძილის წინ რამოდენიმე წვეთი თითოეულ ნესტოში
ბავშვები და მოზრდილებში 2-3 სანაცია დღეში
არ შეიცავს კონსერვანტებს
ნაზალური ნებულაიზერი Spray-sol®.
წარმოადგენს სამედიცინო მოწყობილობას,რომლის პატენტის მფლობელიც თავად კომპანიაა.
მისი ტექნიკური უპირატესობა არის ხსნარის გადაყვანა მაღალდისპერსიულ მდგომარეობაში (10-20 მკრ), რაც უზრუნველყოფს პრეპარატით ჰაერსვალი გზების სწრაფად და სრულად დაფარვას და ბიოშეღწვადობის გაზრდას.
სამედიცინო მოწყობილობის თავაკის ფორმა და მასალის სირბილე იძლევა საშუალებას უსაფრთხოდ იქნეს გამოყენებული ბავშვებშიც და მოზრდილებშიც.
წარმოადგენს სამედიცინო მოწყობილობა AUT. MIN. DEL 09/11/2022