შემადგენლობა
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 97.87 მგ კლოპიდოგრელ ბისულფატს (75 მგ კლოპიდოგრელის ექვივალენტური).
დამხმარე ნივთიერებები : უწყლო ლაქტოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდრირებული აბუსალათინის ზეთი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, პოლიეთილენ გლიკოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, წიტელი რკინის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტრიეთილ ციტრატი, ტალკი.
კლოპიდოგრელი თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორია.
კლოპიდოგრელი არჩევითად აინჰიბირებს ადენოზინ დიფოსფატის (ADP) შეკავშირებას თავისი თრომბოციტების რეცეპტორებთან შემდგომი ADP-გამოწვეული გლიკოპროტეინის GPIIb/IIIa კომპლექსის აქტივაციით, რაც თრომბოციტების ინჰიბირებას იწვევს. ტრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებისათვის კლოპიდოგრელის აუცილებელია ბიოტრანსფორმაცია. კლოპიდოგრელი ასევე აინჰიბირებს აგონისტების (ADP-ს გარდა) მიერ გამოწვეულ თრომბოციტების აგრეგაციას გამოყოფილი ADP-თი თრომბოციტების აქტივაციის გაძლიერების ბლოკირების გზით. კლოპიდოგრელი მოქმედებს ტრომბოციტების ADP რეცეპტორების შეუქცევადი მოდიფიცირების გზით. ამის შედეგად, თრომბოციტები, რომლებიც კლოპიდოგრელის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, რჩებიან ამ ზეგავლენის ქვეშ დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე, ხოლო თრომბოციტების ნორმალური ფუნქციის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ თრომბოციტების განახლების დროს.
დღეში კლოპიდოგრელის 75 მგ-ის განმეორებითი დოზები აინჰიბირებენ ადფ-თი სტიმულირებული თრომბოციტების აგრეგაციას პირველ დღეს, ხოლო ინჰიბირება უცვლელ მდგომარეობას აღწევს 2-7 დღეებში. ამ მდგომარეობაში, დღეში კლოპიდოგრელის 75 მგ დოზით საშუალო მაინჰიბირებელი დონე 40-60%-ს შეადგენდა. თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო თანდათანობით უბრუნდება საბაზისო მაჩვენებლებს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ჩვეულებრივ დაახლოებით 5 დღეში.
დღეში 75 მგ-იანი განმეორებითი პერორალური დოზების შემდეგ, კლოპიდოგრელი სწრაფად შეიწოვება. საწყისი ნაერთის პლაზმური კონცენტრაცია ძალიან დაბალია და ჩვეულებრივ კვანტიფიკაციის ზღვარზე დაბალია (0.00025 მგ/ლ) დოზირებიდან 2 საათში.
შეწოვა შულ მცირე 50%-ია დამყარებული კლოპიდოგრელის მეტაბოლიტების შარდში ექსკრეციაზე, კლოპიდოგრელი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლით. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტი არის კარბოქსილის მჟავას წარმოებული, რომელსაც თრომბოციტების აგრეგაციაზე ზეგავლენა არ გააჩნია. ის პლაზმაში წამალთან ასოცირებული მოცირკულირე ნაერთების დაახლოებით 85%-ს წარმოადგენს. ამ მეტაბოლიტს პლაზმური კონცენტრაციები აღინიშნება დოზირებიდან 1 საათის შემდეგ.
ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტი ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია (პლაზმური კონცენტრაცია დოზის პროპორციულად იზრდება) კლოპიდოგრელის 50-150 მგ-მდე დოზის ფარგლებში.
კლოპიდოგრელი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი შექცევადად უკავშირდება in vitro ადამიანი პლაზმურ ცილას (98 და 94%-ით შესაბამისად). შეკავშირება უჯერის in vitro სხვადასხვა კონცენტრაციებზე. ადამიანებში 14C-მონიშნული კლოპიდოგრელის პერორალური დოზის შემდეგ, დაახლოებით 50% გამოიყო შარდში და დაახლოებით 46% განავალში დოზირებიდან 5 დღეში. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტის ნახევრად დაშლის დრო 8 საათია ერთჯერადი და გამონეორებითი დოზირების შემდეგ.
დღეში კლოპიდოგრელის 75 მგ განმეორებითი დოზების შემდეგ, ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტის პლაზმური დონე უფრო დაბალი იყო პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 5-15 მლ/წთ), ვიდრე პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით (კერატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) ან ჯანმრთელ პირებში. მიუხედავად იმისა, რომ ადფ-თი გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება უფრო დაბალი იყო (25%), ვიდრე ჯანმრთელ პირებში, სისხლდენის დროის გახანგრძლივება ჯანმრელი მოხალისეების (რომლებიც დღეში 75 მგ კლოპიდოგრელს ღებულობდნენ) მსგავსი იყო. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით დოზირება კორექციას არ საჭიროებს.
ნეფაზანი ნაჩვენებია ათეროსკლეროზული მოვლენების შესამცირებლად:
ეხლახანს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ახალი იშემიური ინსულტი ან დადგენილი პერიფერული არტერიული დაავადება.
პაციენტებში ახალი მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიური ინსულტის ან დადგენილი პერიფერული არტერიული დაავადების ისტორიით, კლოპიდოგრელ ამცირებს ახალი იშემიური ინსულტის (სასიკვდილო თუ არა), ახალი მიოკარდიუმი ინფარქტის (სასიკვდილო თუ არა) და სისხლძარღვოვანი მიზეზით გამოწვეული სიკვდილის კომბინირებული ენდფოინთის სიჩქარეს.
მწვავე კორონარული სინდრომი
პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით (არასტაბილური სტენოკარდია ან არა-Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი), ჩათვლით პაციენტებისა, რომლებმაც წამლებით მაკურნალობენ და მათი, ვისაც ანგიოპლასტიკა (სტენტირებით ან სტენტირების გარეშე) ან CABG უნდა ჩაუტარდეს, კლოპიდოგრელი აქვეითებს სისხლძარღვოვანი სიკვდილის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის კომბინირებული საბოლოო წერტილის (Endpoint) სიჩქარეს, ისევე როგორც სისხლძარღვოვანი სივდილის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტისა ან რეფრაქტორული იშემიის კომბინირებული საბოლოო წერტილის სიჩქარეს.
ეხლახანს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გადატანილი ინსულტი ან ჩამოყალიბებული პერიფერული არტერიული დაავადება
ნეფაზანის რეკომენდებული დღიური დოზაა 75 მგ დღეში ერთხელ.
მწვავე კორონარული სინდრომი
პაციენტებისათვის მწვავე კორონარული სინდრომით (არასტაბილური სტენოკარდია/არა-Q-ტალღოვანი მიოკარდიუმი ინფარქტი), ნეფაზანი უნდა დაიწყოს ერთჯერადი 300 მგ დატვირთვის დოზით, ხოლო შემდეგ გავაგრძელოთ დღეში 75 მგ-ით. ასპირინი (75 მგ-325 მგ დღეში ერთხელ) უნდა დაიწყოს და გაგრძელდეს კომბინაციაში ნეფაზანთან ერთად.
ნეფაზანი გამოიყენება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშეც.
ხანდზამულებში ან პაციენტებში თირკმლის დაავადებით დოზის კორექცია აუცილებელი არ არის.
კლოპიდოგრელი უსაფრთხოებაზე შეფასდა 17 500-ზე მეტ პაციენტში, ჩათვლით 9000 პაციენტისა, რომლებიც 1 წელიწადზე მეტხანს მკურნალობდნენ. კლოპიდოგრელის საერთო ტოლერანტობა საერთაშორისო კვლევაში ასპირინის მსგავსი იყო ასაკის, სქესისა და რასის მიუხედავად, დაახლოებით თანაბარი სიხშირით (13%) პაციენტებისა, რომლებმაც მკურნალობა გვერდითი მოვლენების გამო შეწყვიტეს. კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ორ საერთაშორისო კვლევაში აღინიშნა აღწერილია ქვემოთ.
ჰემორაგიული დარღვევები: საერთაშორისო კვლევაში მონაწილე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ კლოპიდოგრელს (75 მგ) ან ასპირინს (325 მგ), გასტროინტესტინალური სისლდენები განვითარდა სიხშირით 2.0% მათში, ვინც აკლოპიდოგრელს ღებულობდა, და ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდა 0.7%-ში. პაციენტებში, რომლებიც ასპირინს ღებულობდნენ, სიხშირე იყო 2.7% და 1.1% შესაბამისად. ქალაშიდა სისხლდენების სიხშირე იყო 0.4% კლოპიდოგრელისათვისა და 0.5% ასპირინისათვის. მეორე საერთაშორისო კვლევაში, პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობდნენ კლოპიდოგრელს (75 მგ) + ასპირინი (300 მგ) ან პლაცებოს+ასპირინი (300 მგ), სისხლდენები უფრო მეტად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ კლოპიდოგრელს+ასპირინი, პლაცებო-ასპირინთან შედარებით, უმთავრესად გასტროინტესტინალური და პუნქციის ადგილზე სისხლდენები. ქალაშიდა სისხლდენების (0.1%) და სასისკვდილო სისხლდენების (0.2%) სიხშირე ერთნაირი იყო ორივე ჯგუფში. კორონარული შუნტირებიანი ტრანსპლანტაციის შემდეგ, პაციენტები, რომლებიც 5 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ, სიხშირე იყო 9.6% კლოპიდოგრელი+ასპირინისათვის და 6.3# პლაცებო + ასპირინისათვის.
ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი: ტიკლოპიდინი, ქიმიურად კლოპიდოგრელის მსგავსი დაკავშირებული იყო 0.8% მძიმე ნეიტროპენიასთან (450 ნეიტროფილზე ნაკლები მლ-ში). კვლევაში პაციენტებისა, რომლებიც კლოპიდოგრელს ან ასპირინს ღებულობდნენ მძიმე ნაიტროპენია აღინიშნებოდა ექვს პაციენტში, ოთხი კლოპიდოგრელის და ორი ასპირინის შემთხვევაში. ორ პაციენტში 9599 პაციენტიდან რომლებიც კლოპიდოგრელს ღებულობდნენ და არცერთში 9586 პაციენტიდან, რომლებიც ასპირინს ღებულობდნენ ნეიტროფილების რაოდენობა იყო ნული. ამ ოთხი პაციენტიდან ერთი ამ კვლევაში ღებულობდა ციტოტოქსიურ მკურნალობას, ხოლო მეორე გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა კვლევას კლოპიდოგრელის მხოლოდ დროებითი შეწყვეტის შემდეგ. კვლევაში, როემლშიც პაციენტები ღებულობდნენ კლოპიდოგრელს+ასპირინი ან პლაცებოს+ასპირინი, პაციენტების რაოდენობა თრომბოციტოპენიით (19 კლოპიდოგრელი+ასპირინი და 24 პლაცებო+ასპირინი) ან ნეიტროპენიით მსგავსი იყო (3 და 3). მიუხედავად იმისა, რომ მიელოტოქსიურობის რიკის კლოპიდოგრელის დროს საკმაოდ დაბალია, ეს შესაძლებლობა გასატვალისწინებელია ორდესაც პაციენტს კლოპიდოგრელით მკურნალობისას განუვითარდება ცხელება ან ინფექციის რაიმე სხვა ნიშნანი.
გასტროინტესტინალური: გასტროინტესტინალური მოვლენების სიხშირე (მაგალითად მუცლის ტკვილი, დისპეფსია, გასტრიტის და შეკრულობა) პაციენტებში, რომლებიც კლოპიდოგრელს ღებულობდნენ იყო 27.1% შედარებით 29.8%-ისა პაციენტებში, რომლებიც ასპირინს ღებულობდნენ. კვლევაში, რომელშიც პაციენტები ღებულობდნენ კლოპიდოგრელს+ასპირინი ან პლაცებოს+ასპირინი, ამ გასტროინტესტინალური მოვლენების სიხშირე პაციენტბისათვის, რომლებიც კლოპიდოგრელს+ასპირინს ღებულობდნენ იყო 11.7% შედარებით 12.5%-ისა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებო+ასპირინს. კვლევაში, რომელშიც პაციენტები ღებულობდნენ კლოპიდოგრელს ან ასპირინს, პეპტიკური, კუჭის ან თირმეტგოჯა ნაწლავის წყლულების სიხშირე იყო 0.7% კლოპიდოგრელისათვის და 1.2% ასპირინისათვის. კვლევაში, რომელშიც პაციენტები ღებულობდნენ კლოპიდოგრელს+ასპირინი ან პლაცებოს+ასპირინი, პეპტიკური, კუჭის ან თირმეტგოჯა ნაწლავის წყლულების სიხშირე იყო 0.4% კლოპიდოგრელი+ასპირინსათვის და 0.3% პლაცებო+ასპირინისათვის.
ფაღარათის შემთხვევები აღინიშნებოდა კვლევაში, რომელშიც პაციენტები ღებულობდნენ კლოპიდოგრელს ან ასპირინს, 4.5% კლოპიდოგრელის ჯგუფში და 3.4% ასპირინის ჯგუფში. თუმცა ეს შემთხვევები იშვიათად იყო მძიმე (კლოპიდოგრელი=0.2% და ასპირინი=0.1%). კვლევაში, რომელშიც პაციენტები ღებულობდნენ კლოპიდოგრელს+ასპირინი ან პლაცებო+ასპირინი, ფაღარათის სიხშირე პაციენტებისათვის, რომლებიც კლოპიდოგრელს ღებულობდნენ იყო 2.1% შედარებით 2.2%-ისა პაციენტებში, რომლებიც პლაცებოს+ასპირინს ღებულობდნენ. კვლევაში, რომლის დროსაც პაციენტები ღებულობდნენ კლოპიდოგრელს ან ასპირინს, გასტროინტესტინალური მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტის სიხშირე იყო 3.2% კლოპიდოგრელისათვის და 4.0% ასპირინისათვის. კვლევაში, რომელშიც პაციენტები ღებულობდნენ კლოპიდოგრელს+ასპირინი ან პლაცებოს+ასპირინი, გასტროინტესტინალური მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტის სიხშირე იყო 0.9% კლოპიდოგრელი+ასპირინსათვის და 0.8% პლაცებო+ასპირინისათვის.
გამონაყარი და კანის სხვა დაავადებები: კვლევაში, რომლის დროსაც პაციენტები ღებულობდნენ კლოპიდოგრელს ან ასპირინს, კანისა და კანის დანამატების დარღვევების სიხშირე იყო 15.8% (0.7% მძიმე) კლოპიდოგრელისათვის და 4.0% ასპირინისათვის: შესაბამისი სიხშირე ასპირინისათვის იყო 13.1% (0.5% მძიმე). კვლევაში, რომელშიც პაციენტები ღებულობდნენ კლოპიდოგრელს+ასპირინი ან პლაცებოს+ასპირინი, კანისა და კანის დანამატების დარღვევების სიხშირე იყო 4.0% კლოპიდოგრელი+ასპირინსათვის და 3.5% პლაცებო+ასპირინისათვის. კვლევაში, რომლის დროსაც პაციენტები ღებულობდნენ კლოპიდოგრელს ან ასპირინს, კანისა და კანის დანამატების დარღვევების გამო მკურნალობის შეწყვეტის სიხშირე იყო 1.5% კლოპიდოგრელისათვის და 0.8% ასპირინისათვის. კვლევაში, რომლის დროსაც პაციენტები ღებულობდნენ კლოპიდოგრელს+ასპირინი ან პლაცებოს+ასპირინი, კანისა და კანის დანამატების დარღვევების გამო მკურნალობის შეწყვეტის სიხშირე იყო 0.7% კლოპიდოგრელი+ასპირინისათვის და 0.3% პლაცებო+ასპირინისათვის. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 20 თვე, მაქსიმუმ 3 წელი.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვითარდება პაციენტების > 2.5%-ში კლოპიდოგრელის გამოყენებისას, კვლევაში პაციენტებისა, რომლებიც კლოპიდოგრელს ან ასპირინს ღებულობენ, მიუხედავად კლოპიდოგრელთან კავშირისა.
ზოგადი: გულმკერდის ტკვილი, შემთხვევით მიყენებული დაზიანება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ტკვილი, სისუსტე.
გულსისხლძარღვოვანი დარღვევები: შეშუპება, ჰიპერტენზია.
ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუ.
კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები: მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ფაღარათი, გულისერვა.
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები: ჰიპერქოლესტერემია.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის დარღვევები: ართრალგია, ზურგის ტკვილი.
თრომბოციტების, სისლხდენის და შედედების დარღვევები: პურპურა/სისხლჩაქცევები, ცხვირიდან სისხლდენა.
ფსიქიატრიული დარღვევები: დეპრესია.
სასუნთქი სისტემის დარღვევები: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, დისნოე, რინიტი, ბრონქიტი, ხველა. კანისა და დანამატების დარღვევები: გამონაყარი, ქავილი.
საშარდე სისტემის დარღვევები: საშარდე გზების ინფექცია.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვითარდება პაციენტების > 2.0%-ში კლოპიდოგრელის გამოყენებისას, კვლევაში პაციენტებისა, რომლებიც ღებულობენ კლოპიდოგრელს+ასპირინი ან პლაცებოს+ასპირინი, მიუხედავად კლოპიდოგრელთან კავშირისა.
ზოგადი: გულმკერდის ტკივილი.
ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუ.
კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები: მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ფაღარათი.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვითარდება პაციენტების 1-2.5%-ში კლოპიდოგრელის გამოყენებისას, კვლევაში პაციენტებისა, რომლებიც კლოპიდოგრელს ან ასპირინს ღებულობენ, მიუხედავად კლოპიდოგრელთან კავშირისა.
ავტონომიური ნერვული სისტემის დარღვევები: სინკოპე, გულის აჩქარება.
ზოგადი დარღვევები: ასთენია, ცხელება. თიაქარი.
გულსისხლძარღვოვანი დარღვევები: გულის უკმარისობა.
ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემის დარღვევები: კრუნჩხვები ფეხებში, ჰიპოესთაზია, ნევრალგია, პარესთეზიები, თავბრუ.
გასტროინტესტინალური სისტემის დარღვევები: შეკრულობა, ღებინება გულის შეკუმშვათა სიხშირე და რითმის დარღვევები: წინაგულოვანი ფიბრილაცია.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების დარღვევები: ღვიძლის ფერმენტების მომატება.
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები: პოდაგრა, ჰიპერურიკემია, არა-ცილოვანი აზოტის მომატება.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის დარღვევები: ართრიტი, ართროზი.
თრომბოციტების, სისხლდენისა და შედედების დარღვევები: კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები, ჰემატომა, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
ფსიქიატრიული დარღვევები: შფოთვა, უძილობა
სისხლის წითელი უჯრედების დარღვევები: ანემია.
სასუნთქი სისტემის დარღვევები: პნევმონია, სინუსიტი.
კანისა და კანის დანამატების დარღვევები: ეგზემა, კანის დაწყლულება.
საშარდე სისტემის დარღვევები: ცისტიტი.
მხედველობის დარღვევები: კატარაქტა, კონიუქიტივი.
სხვა პოტენციურად მზიმე გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება კლინიკური მნიშვნელობის იყო, თუმცა იშვიათად აღინიშნებოდეს ( < 1%) კვლევაში, რომელშიც პაციენტები ღებულობდნენ კლოპიდოგრელს ან კლოპიდოგრელს+ასპირინი, მიუხედავად კლოპიდოგრელთან კავშირისა, ზოგადად, ამ მოვლენების განვითარების სიხშირე მსგავსი იყო იმ პაციენტებშიც, რომლებიც ღებულობდნენ ასპირინს ან პლაცებო+ასპირინს.
ზოგადი: ალერგიული რეაქცია, იშემიური ნეკროზი.
გულსისხლძარღვთა სისტემის დარღვევები: გენერალიზებული შეშუპება.
კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევბი: პერფორეირებული კუჭის წყლული, ჰემორაგიული გასტრიტი, ძედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰემორაგიული წყლული.
ღვიძლისა დასანაღვლე გზების დარღვევები: ბილირუბინემია, ინფექციური ჰეპატიტი, ცხიმოვანი ვიძლი.
თრომბოციტების, სისხლდენებისა და შედედების დარღვევები: ჰემართროზი, ჰემატურია, ჰემოფტიზი, ქალაშიდა სისხლდენა, რეტროპერიტონეალური სისხლდენები, ოპერაციული ჭრილობის სისხლდენა, თვალში სისხლდენა, პულმონარული სისხლდენა, ალერგიული პურპურა, თრომბოციტოპენია.
სისხლის წითელი უჯრედების დარღვევები: აპლასტიური ანემია, ჰიპოქრომული ანემია.
გამრავლების სისტემის დარღვევები ქალებში: მენორაგია.
სასუნთქი სისტემის დარღვევები: ჰემოთორაქსი.
კანისა და კანის დანამატების დარღვევები: ბულოზური გამონაყარი, ერითემატოზული გამონაყარი, მაკულოპაპულარული გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
საშარდე სისტემის დარღვევები: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის მწვავე უკმარისობა.
სისხლის თეთრი უჯრედებისა და რეტიკულოენდოთელური სისტემის დარღვევები: აგრანულოციტოზი, გრანულოციტოპენია, ლეიკემია, ლეიკოპენია, ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება.
პრეპრატის ან მისი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
აქტიური პათოლოგიური სისხლდენა, როგორიცაა პეპტიური წყლული ან ქალაშიდა სისხლდენა.
ლაქტაცია.
B კატეგორიის ორსულობა. ცხოველებზე ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა კლოპიდოგრელით გამოწვეული ფეტოტოქსიურობის ან ფერტილობის დარღვევის რაიმე ნიშანი ვერ გამოავლინეს. თუმცა, ორსულ ქალებში სათანადო და კარგად-კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან ცხოველების რეპროდუქციული კვლევები ყოველთვის ვერ განსაზღვრავენ ადამიანების საპასუხო რეაქციებს, კლოპიდოგრელი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
ლაქტაცია
ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენეს, რომ კლოპიდოგრელი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა რძეში. უცნობია გამოიყოფა თუ არა ეს პრეპარატი ადამიანის რძეში. ვინაიდან ბევრი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში და რადგანაც მეძუძურ ბავშვებში არსებობს მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა, გადაწყვეტილებაა მისაღები შეწყდეს ძუძუთი კვება ან წამლის მიღება, ამავდროულად გასათვალისწინებელია პერპარატის მნიშვნელობა მეძუძური დედისათვის.
ბავშვებში გამოყენება
ბავშვთა პოპულაციაში პრეპარატის გამოყენებისა უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ზოგადი: სხვა ანტითრომბოციტული საშუალებების მსგავსად, კლოპიდოგრელი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც ტრავმის, ქირურგიული ოპერაციის ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობის გამო სისხლდენის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან. თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს გეგმიური ქირურგია, და ანტითრომბოციტული ეფექტი არ არის საუსრველი, კლოპიდოგრელის მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 5 დღით ადრე.
კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა: კლოპიდოგრელი ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. საერთაშორისო კვლევის პაციენტებში, რომლებიც ასპირინს ან კლოპიდოგრელს ღებულობდნენ, კლოპიდოგრელი დაკავშირებული იყო კუჭ-ნაწლავიდა სისლხდენებთან 2.0% სიხშირითმ ასპირინის 2.7%-თან შედარებით. საერტაშორისო კვლევის პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ კლოპიდოგრელს + ასპირინს ან პლაცებო+ასპირინს, მთავარი გასტროინტესტინალური სისხლდენების სიხშირე იყო 1.3% შედარებით 0.7%-ისა (კლოპიდოგრელი + ასპირინი და პლაცებო+ასპირინი შესაბამისად). კლოპიდოგრელი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც სისხლდენისადმი მიდრეკილების მქონე კერები აქვთ (მაგალითად წყლული). პრეპარატების, რომლებმაც შეიძლება ასეთი კერების სტიმულირება მოახდინონ, სიფრთხილით გამოიყენება კლოპიდოგრელით მკურნალობისას.
ღვიძლის უკმარისობა: პაციენტებში ღვიძლის მძიმე დაავადებით, სისხლმდენი დიათეზის არსებობისას გამოცდილება შეზღუდულია. კლოპიდოგრელი ამ პოპულაციაში განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება.კარცინოგენეზი, მუტაგენეზი, ფერტილობის დარღვევა
თაგვებში კლოპიდოგრელის გამოყენებისას 78 კვირის განმავლობაში და ვირთხებში 104 კვირის განმავლობაში დოზით 77 მგ/კგ-მდე დღეში, სულ მცირე 25-ჯერ უფრო დიდი პლაზმური ექსპოზიციით ვიდრე ადამიანებში რეკომენდებული დღიური 75 მგ დოზირებისას, კარცინოგენული ეფექტი არ აღინიშნებოდა.
In vitro ტესტებში კლოპიდოგრელი ტერატოგენული არ იყო.
კლოპიდოგრელი ზეგავლენას არ ახდენდა მამრი და მდედრი ვირთხების ფერტილობაზე პერორალური დოზის დროს, რომელიც ადამიანის რეკომენდებულ დოზას 52-ჯერ აღემატებოდა.
გაფრთხილება
თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა (TPP)
კლოპიდოგრელის ჰგამოყენებისას TPP იშვიათად აღინიშნება, ზოგჯერ ხანმოკლე გამოყენების შემდეგ ( < 2 კვირა). კლოპიდოგრელის შემსწავლელი კლინიკური კვლევების დროს, რომელშიც 17 500 პაციენტზე მეტი მონაწილეობდა, TPP არ აღინიშნებოდა. თუმცასემდგომი მსოფლიოს მასშტაბის მარკეტინგული გამოცდილებიდან, მილიონი პაციენტიდან TPP ოთხ შემთხვევაში განვითარდა.
არსებობს ნებითი ჭარბი დოზირების შემთხვევა: ქალმა მიიღო კლოპიდოგრელის 1 050 მგ დოზა, გვერდითი მოვლენების განვითარების გარეშე. ის არ საჭიროებდა სპეციალურ მკურნალობას და პაციენტი გამოჯანმრტელდა ყოველგვარი გართულებების გარეშე.
600 მგ პერორალური ერთჯეარდი დოზირების შემდეგ, ან ჯანმრთელ მოხალისეებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნებოდა, სისხლდენის დრო გაიზარდა 1.7-ით, მსგავსად მაჩვენებლებისა თერაპიული დოზების დროს (75 მგ/დღეში).
მკურნალობა: კლოპიდოგრელისათვის ანტიდოტი არ არის ცნობილი. კლოპიდოგრელის ფარმაკოლოგიური ეფექტის გასაუქმებლად შეიძლება შესაფერისი იყო თრომბოციტების გადასხმა, შესაძლო ჭარბი დოზირების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს ან ტოქსიკოლოგიის ცენტრს.
წამლებთან ურთიერთქმედების შემსწავლელმა კვლევებმა შემდეგი შედეგები მოგვცეს:
ასპირინი: ასპირინი არ ცვლის კლოპიდოგრელით გაშუალებულ ადფ-თი სტიმულირებულ ტრომბოციტების აგრეგაციას. ასპირინის 500 მგ-ის თანმხლები გამოყენება დღეში ორჯერ 1 დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ ზრდიდა კლოპიდოგრელით გამოწვეულ სისხლდენის დროის გახანგრძლივებას. კლოპიდოგრელი აძლიერებდა ასპირინის ეფექტს კოლაგენით-გამოწვეულ ტრომბოციტების აგრეგაციაზე. კლოპიდოგრელი და ასპირინი ერთად გამოიყენებოდა ერთ წლამდე პერიოდის განმავლობაში.
ჰეპარინი: ჯანმრთელი მოხალისეების კვლევაში, კლოპიდოგრელი არ საჭიროებდა ჰეპარინის დოზის შეცვლას და არ ცვლიდა ჰეპარინის ეფექტს კოაგულაციაზე. კლოპიდოგრელით გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების ეფექტზე ჰეპარინის გამოყენება ზეგავლენას არ ახდენდა.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs): ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც ნაპროქსენს ღებულობდნენ, კლოპიდოგრელის თანმხლები გამოყენება დაკავშირებული იყო კუჭ-ნაწლავიდან ფარული სისხლდენის ზრდასთან. NSAIDs და კლოპიდოგრელი ერთად სიფრტხილით გამოიყენება.
ვარფარინი: ვინაიდან ვარფაინის და კლოპიდოგრელის ერთობლივი გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამ ორი პრეპარატის კომბინირებისას სიფრთხილეა საჭირო.
სხვა თანმხლები მკურნალობა: კლინიკურად ნბუშვნელოვანი ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნებოდა კლოპიდოგრელის ერთობლივი გამოყენებისას ათენოლოთან, ნიფედიპინთან ორივესთან ერთად. კლოპიდოგრელის ფარმაკოდინამიკური აქტივობა ასევე არ შეცვლილა მნიშვნელოვნად ფენობარბიტალის, ციმეტიდინი ან ესტროგენის თანმხლები გამოყენებისას. დიგოქსინის ან თეოფილინის ფარმაკოკინეტიკა არ შეცვლილა კლოპიდოგრელის თანმხლები გამოყენებით, In vitro მაღალ კონცენტრაციებზე, კლოიდოგრელი აინჰიბირებს P450-ს (2C9). შესაბამისად, კლოპიდოგრელს შეუძლია ზეგავლენა იქონიოს ფენიტოინის, ტამოქსიფენის, ტოლბუტამიდის, ვარფარინის, ტორსემიდის, ფლუვასტატინის და ბევრი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მეტაბოლიზმზე, თუმცა მონაცემები, რომლებიც ამ ზეგავლენის მნიშვნელობას იწინასწარმეტყველებენ არა არსებობს. ამ ნებისმიერი პრეპარატის კლოპიდოგრელთან ერთად გამოყენებისას სიფრთხილეა საჭიროა.
გარდა ზემოთ აღნიშნული ურთიერთქმედები შემსწვალელი კვლევებისა, პაციენტები მონაწილეობდნენ კლინიკურ კვლევაში, რომლის დროსაც კლოპიდოგრელთან ერთად სხვა მრავალ პრეპარატს ღებულობდნენ, როგორებიცაა შარდმდენები, ბეტა-მაბლოკირებელი საშუალებები, ანგიოტენზინ მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები, კალციუმის ანტაგონისტები, ქოლესტერინის დამაქვეიტებელი საშუალებები, ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია, ჰეპარინი (არაფრაქცირებული და LMWH) და GPIIb/IIIa ანტაგონისტები, კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების განვითარების გარეშე. პერორალურ კონტრაცეპტივებთან და ქრონიკულ მკურნალობაზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით კლოპიდოგრელის ერთობლივი გამოეყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ინახება არა უმეტეს 30oC ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდეომელ ადგილას.