შემადგენლობა:
Ca ტრიფოსფატი Ca3 (PO4)2 - 588,25 მგ, ვიტამინი D3, ქოლეკალციფეროლი – 0,85მგ, მენაქინონი K2 – 6,25მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ძლიერი ძვლებისა და ჯანსაღი კბილების განვითარებაში პრეპარატის მონაწილეობას განაპირობებს შემადგენლობაში არსებული Ca3 (PO4)2, რომელიც იდენტურია ძვალში არსებული Ca-სა.
Ca ტრიფოსფატი Ca3(PO4)2:
მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩონჩხის ძვლებისა და კბილის ემალის მინერალიზაციისთვის
მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესში
მნიშვნელოვანი კომპონენტია მიოკარდიუმის და გლუვი კუნთების აღგზნება შეკავების პროცესის რეგულირებაში
მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმელებიდან ფოსფატების გამოყოფას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდი ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის
ვიტამინი K2(MK-7) (მენაქინონი) - ოსტეოკალცინის გააქტიურების ხარჯზე მიმართავს Ca ++ ძვლებში და კბილის ემალში, ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის წარმოქმნას და რეგენერაციას; მონაწილეობს პროტეინი GLA მატრიქსის ჩამოყალიბების პროცესში და განაპირობებს სისხლძარღვებში და ნერწყვში Ca ++ შებოჭვას, რაც იცავს სისხლძარღვის კედელს კალციფიკატების წარმოქმნისგან და კბილზე ნადების განვითარებას უშლის ხელს
ჩვენება:
Ca++ დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვებში
Ca ++ და ვიტამინი D3 დეფიციტი არაბალანსირებული კვების დროს
Ca ++, D3 და K2 დეფიციტი კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს არასაკმარისი შეწოვის შედეგად განპირობებული
ინტენსიური ზრდის პერიოდი
კარიესის პროფილაქტიკა ბავშვთა ასაკში
მოტეხილობის კომპლექსური მკურნალობა
მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
4 წლ - 10 წლ: 1 გამი 1 X დღეში
10წლ - 18 წლ: 1 გამი 2 X დღეში
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 20 -30 დღე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ
გამოშვების ფორმა:
5გ. საღეჭი ტაბლეტი, კარამელის არომატით №30. 150 გ
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე.