ნეო პეკეს აპეტიტო / neo peques Apetito
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: NEOVITAL DISTRIBUCION SL
- მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
- გამოშვების ფორმა: სიროფი 150მლ #1
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
 
    
                            კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მადის მასტიმულირებელი საშუალებები / ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
შემადგენლობა: 
ვარდკაჭაჭა (Cichorium intybus), წყლის წიწმატი (Nasturtium officinale),  სპირულინა  (Spirulina maxima), შვრია (Avena sativa), ულუმბო (Trigonella foenum graecum), წითელი ქინინი (Cinchona pubescens),   ჟოლოს კონცენტრირებული ექსტრაქტი, აჰავას სიროფი
ფარმაკოლოგიური თვისებები: 
ნეო პეკეს აპეტიტო -  კუჭის წვენის სეკრეციის გაძლიერების, ნაწლავების პერისტალტიკის გააქტიურების  და საჭმლის მონელების გაუმჯობესების ხარჯზე  უმატებს მადას, რომელიც   მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგაც გრძელდება ხანგრძლივად 
ვარდკაჭაჭა, წყლის წიწმატი - ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტებია ფიზიოლოგიურ დონეზე  მადის მოსამატებლად. აძლიერებენ კუჭის წვენის სეკრეციას, ააქტიურებენ  ნაწლავების პერისტალტიკას, არეგულირებენ დეფეკაციის პროცესს და ამ ყველაფრის ხარჯზე ფიზიოლოგიური გზით უმატებს მადას.
სპირულინა - - ბუნებრივად დაბალანსებული ვიტამინები, მინერალები და ამინომჟავებია. სპირულინაში შემავალი მინერალური მარილები არ იშლება  5 წლის მანძილზე. მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით:  A, B1, B2, B6, B12, B5, B9, E, H, Fe, Mn, Cu, Zn, Mo, Se.
შვრია, ულუმბო, წითელი ქინინი - მნიშვნელოვნად ზრდიან ლაქტობაქტერიებისა და ბიფიდობაქტერიების პოპულაციებს ნაწლავში და ხელს უწყობენ მონელების პროცესს, ულუმბო წარმოადგენს ცილების ფასეულ წყაროს ორგანიზმში.
ჩვენება:
• მადის დაქვეითება
• საჭმლის მომნელებელი წვენების არასაკმარისი სეკრეცია
• მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების შემდგომი პერიოდი
• წონის დეფიციტი 
მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
0-2  წელი: 5 მლ 1X დღეში; 
2-5  წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ  1X დღეში ; 
5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში.  
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ
ცელიაკიით დაავადებულ პაციენტებში უკუნაჩვენებია გლუტეინის მაღალი შემცველობის გამო
გამოშვების ფორმა:
150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, ჟოლოს არომატით №1
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 25oC ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე
მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL,  ბარსელონა, ესპანეთი
კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი
 
     
                        