კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი
იმუნომოდულატორები/ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
შემადგენლობა
პროპოლისი (Propolis), ექინაცეა (Echinacea purpurea), მრავალძარღვა (Plantago lanceolata), სამედიცინო ტუხტი (Althaea officinalis), ბეგქონდარა (Thymus vulgaris), ვიტამინი C (Ascorbic Acid), ლიმონის და როზმარინის ეთერზეთები (Citrus limonium, Rosmarinus officinalis)
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნეო პეკეს პროპოლის პლუსი მცენარეული წარმოშობის იმუნომოდულატორული მოქმედების პრეპარატია. იდეალური სამკურნალო საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად განსაკუთრებით ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ. შემადგენლობიდან გამომდინარე პრეპარატი გარდა იმუნომოდულატორული თვისებებისა ხასიათდება ხველის საწინააღმდეგო ეფექტითაც, მისი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენება შესაძლებელია.
ექინაცეა და პროპოლისი - ასტიმულირებენ იმუნიტეტის როგორც სპეციფიკურ, ასევე არასპეციფიკურ ფაქტორებს. გააჩნიათ იმუნომოდულატორული, ანტივირუსული, ანტიტოქსიური, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები, ვირუსებისადმი მდგრადობის ამამაღლებელი თვისება.
მრავალძარღვა, ბეგქონდარა, სამედიცინო ტუხტი - ავლენენ ხველის და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, ფლავანოიდების შემცველობის გამო ხასიათდება სპაზმოლიზური მოქმედებით
ლიმონის და როზმარიის ეთერზეთები ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და სპაზმოლიზური მოქმედების გამო ახდენენ სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების ბუნებრივ პრევენციას, წარმოადგენენ საუკეთესო ანტიოქსიდანტებს.
ვიტამინი C - ვირუსის ნუკლეინის მჟავის ინჰიბირებით ახდენს ანტივირუსულ მოქმედებას
ჩვენება:
• გრიპის და მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა
• სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობები
• ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი
მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
0-2 წელი: 5 მლ 1X დღეში;
2-5 წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ 1X დღეში
5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ
გამოშვების ფორმა:
150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, თაფლის და ლიმონის არომატით №1
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 25oC ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე
მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა, ესპანეთი
კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი