ნეო პეკეს სუერო + / neo peques Suero+
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები → პრეპარატები ენერგეტიკული და ელექტროლიტური ბალანსის კორეგირებისათვის
- მწარმოებელი კომპანია: NEOVITAL DISTRIBUCION SL
- მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
- გამოშვების ფორმა: 50მლ პაკეტი №5
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები / გასტროენტეროლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები
შემადგენლობა |
1 პაკეტი (50 მლ) |
ენერგეტიკული ღირებულება |
3,20 კკალ/ 13,60 კჯ |
კარბონჰიდრატი |
0,8 გ |
გლუკოზა |
0,8 გ |
ცილები |
0 გ |
ცხიმები |
0 გ |
K+ |
39,10 მგ |
Na+ |
65,52 მგ |
Cl- |
88,63 მგ |
მარილები |
0,09 გ |
თვისებები:
პრეპარატი თავისი საუკეთესო შემადგენლობით აკმაყოფილებს ESPGHAN მოთხოვნილებას.
გლუკოზის დაბალი შემცველობის გამო პრეპარატი ხასიათდება ჰიპოოსმოლარული თვისებით
დამატკბობელად შემადგენლობაში შეიცავს სუკრალოზას - ყველაზე ტკბილ შაქარს და ამიტომ პრეპარატის გამოყენება დიაბეტიან პაციენტებში დასაშვებია
გელისებური კონსისტენციიდან გამომდინარე ღრმად ჩადის კუჭში და ღებინების დროს არ არის საშიშროება მისი უკუამოღების, ამიტომ არ საჭიროებს ყლუპ-ყლუპ მიღებას
სწრაფად აღადგენს დეჰიდრატაციის დროს დაკარგული ელექტროლიტების რაოდენობას, გააჩნია სასიამოვნო ხილის არომატი და მისაღებად კომფორტულია
ჩვენება:
• წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის კორექცია, ღებინების ან დიარეის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს
• აციდოზის კორექცია ღებინების ან დიარეის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს
• ტემპერატურული რეაქცია
მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
• ასაკის მიუხედავად სიმძიმის მიხედვით 1-3 პაკეტი დღეში
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით
გამოყენების წესი:
- პაკეტი არ საჭიროებს წყალში ან რაიმე სითხეში განზავებას
- პაკეტის პირდაპირ გამოყენება შესაძლებელია.
- პაკეტის შიგთავსი მიიღება როგორც ყლუპ - ყლუპად ასევე მთლიანი პაკეტი ერთიანად პაციენტის სურვილის მიხედვით
გამოშვების ფორმა:
50 მლ პაკეტი გელის კონსისტენციის შიგთავსით № 5 (250 მლ)
ოქროსფერი მალინის არომატით
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღების შემთხვევაში ორგანიზმი ივსება ელექტროლიტებით, ხოლო წყლის დეფიციტის შესავსებად შესაძლებელია ნებისმიერი სითხის გამოყენება ( სასმელი წყლის ჩათვლით)
შენახვის პირობები და ვადები:
პაკეტი ინახება გახსნილ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნილი პაკეტი ვარგისია 24 საათის მანძილზე.
მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა, ესპანეთი
კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი