Plasmon
ნეოსორბი / Neosorb


ენტეროსორბენტი 
წამლის ფორმა: კაფსულები.

შემადგენლობა: 
გ/1 კაფს:

ალუმინის და მაგნიუმის სილიკატების ნარევი - 0,5 გ; აეროსილი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფოროვანი თიხა, თავისი სტრუქტურული აგებულებიდან გამომდინარე, იწოვს სითხესა და გაზებს. იწვევს ვირუსების, ბაქტერიების და ტოქსინების აბსორბციას, ახდენს ჭარბი გაზისა და სითხისაგან განთავისუფლებული ნაწლავების ტონუსისა და პერისტალტიკის ნორმალიზაციას.


ჩვენება: 
•    გაზების წარმოქმნა;
•    მეტეორიზმი, აეროფაგია; 
•    ფლატულენცია (ნაწლავებში გაზის დაგროვება);.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.


მიღების წესი და დოზირება:
თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში; სასურველია პრეპარატის დილით მიღება. მკურნალობის ხანგრძლივობა - 1 თვე;

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.


უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;


ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დასაშვებია გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.


ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ ახდენს ზემოქმედებას.


გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა  ბლისტერზე. ორი ბლისტერი მუყაოს  კოლოფში.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!

შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე.


აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III 

სად შევიძინოთ?