Plasmon
ნეოტონი / Neoton


შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება - ნატრიუმ მარილი კრეატინ ფოსფატი - 1 გ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნეოტონი _ პრეპარატი აუმჯობესებს მიოკარდისა და კუნთოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს. თავისი ქიმიური სტრუქტურით ჰგავს მაკროერგულ ანდოგენურ ფოსფოკრეატინს. აჩერებს იშემიზირებულ კარდიომიოციტებში სარკოლემის დესტრუქციის პროცესს, უზრუნველყოფს ენერგიის შიდაუჯრედულ ტრანსპორტირებას. მიკროცირკულაციის გაუმჯობესების ხარჯზე პრეპარატი ამცირებს ნეკროზისა და იშემიის ზომებს. იშემიისა და პოსტ-იშემიური რეპერფუზიისას ახდენს ანტიარითმიულ მოქმედებას, რაც დაკავშირებულია პარკუჭების ეკტოპიკური აქტივობის შემცირებასთან და პურკინიეს უჯრედების ფიზიოლოგიური ფუნქციის შენარჩუნებასთან.

ფარმაკოკინეტიკა
გადანაწილება: ერთჯერადი ინფუზიისას ვენაში პრეპარატის სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია განისაზღვრება 1-3 წთ. პრეპარატის უდიდესი ნაწილი გროვდება სკელეტალურ კუნთებში, მიოკარდში და ტვინში. ღვიძლისა და ფილტვების ქსოვილებში პრეპარატის დაგროვება არ არის მნიშვნელოვანი. გამოყვანა: ნახევრადგამოყოფის პერიოდი სწრაფ ფაზაში შეადგენს 30-35 წთ-ს; ნახევრადგამოყოფის პერიოდი ნელ ფაზაში შეადგენს რამდენიმე საათს. გამოიყვანება თირკმელებით.

ჩვენებები
კომპლექსურ თერაპიაში:
- მიოკარდის მწვავე ინფარქტი;
- გულის ქრონიკული უკმარისობა;
- მიოკარდის ინტრაოპერაციული იშემია;
- კიდურების ინტრაოპერაციული იშემია;
- ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა;
- სპორტულ მედიცინაში: ფიზიკური გადატვირთვის სინდრომის ჩამოყალიბების პროფილაქტიკა და ექსტრემალური ფიზიკური დატვირთვების ადაპტაციის გაუმჯობესება.

მიღების წესები და დოზები
მიოკარდის მწვავე ინფარქტი: პირველი დღის განმავლობაში შეჰყავთ 2-4 გ ვენაში ჭავლური მეთოდით მომდევნო წვეთოვანი ინფუზიით 8-16 გ 200 მლ 5% გლუკოზის ხსნარში 2 საათის განმავლობაში. მეორე დღეს: 2-4 გ ვენაში წვეთოვანი გზით 2-ჯერ დღეში. მესამე დღეს: 2 გ ვენაში წვეთოვანი გზით 2-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში ინფუზიის კურსი 2 გ 2-ჯერ დღეში შესაძლებელია ჩატარდეს 6 დღის განმავლობაში.
გულის ქრონიკული უკმარისობისას: პრეპარატი ვენაში შეჰყავთ წვეთოვანად პრეპარატის 1-2 გ ორჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში.
მიოკარდის ინტრაოპერაციული იშემიისას: ჩვეულებრივი კარდიოპლეგიური ხსნარის შემადგენლობაში 3გ ოდენობით 1 ლიტრზე. ნეოტონის დამატება ხსნარის შემადგენლობაში ხდება მისი შეყვანის წინ. მიზანშეწონილია კურსის ჩატარება პრეპარატის 2 გ-ით ორჯერ დღეში 3-5 დღის განმავლობაში. ქირურგიულ ჩარევამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში 1-2 დღის განმავლობაში.
კიდურების ინტრაოპერაციული იშემიის განვითარების რისკის დროს: რეკომენდირებულია პრეპარატის 2-4 გ ვენაში ჭავლის სახით შეყვანა ოპერაციამდე. მომდევნო ინფუზიით 8-10 გ. გლუკოზის 5% ხსნარში ოპერაციის განმავლობაში და რეპერფუზიის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, არტერიული ჰიპოთენზია (ვენაში სწრაფი შეყვანის შემთხვევაში).

უკუჩვენება
- ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
მონაცემები პრეპარატ ნეოტონის უსაფრთხოების შესახებ ორსულობისას და ლაქტაციისას არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის შეყვანა რეკომენდირებულია იშიმიის ნიშნების გამოვლენიდან მაქსიმალურად მოკლე პერიოდში, რაც უზრუნველყოფს უკეთეს პროგნოზს. ნეოტონი არ გამოიყენება გულის ფუნქციონირების დარღვევის ექსტრემალური კორექციის მიზნით.

ჭარბი დოზირება
ნეოტონის მიღებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის შემჩნეული.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კომპლექსული თერაპიისას ნეოტონის გამოყენება ხელს უწყობს ანტიარითმიული, ანტიანგინალური პრეპარატების ეფექტურობის ზრდას, აგრეთვე იმ პრეპარატების, რომლებიც დადებითად მოქმედებენ მიოკარდის ინოტროპულ ფუნქციაზე.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 30oC –ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა პრეპარატისთვის _ 3 წელი, გამხსნელისთვის _ 5 წელი. არ უნდა იქნეს გამოიყენებული შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით

სად შევიძინოთ?