Plasmon
ნერმო / NERMO


შემადგენლობა 

1 კაფსულა შეიცავს: 
გლუკოზამინის სულფატის ნატრიუმის ქლორიდს _ 750 მგ; 
ვიტამინ E-ს (ტოკოფეროლის აცეტატი) _ 25 მგ;
ვიტამინ ჩ-ს (ასკორბინის მჟავა) _ 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი. 
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გაუმჭვირვალე ყვითელი ფერის, მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული თეთრი ან მოთეთრო ფერის გრანულირებული ფხვნილით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გლუკოზამინის სულფატი:
იგი მიეკუთვნება ხრტილოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედ პრეპარატს.
გლუკოზამინის სულფატი წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად არსებულ, დაბალი მოლეკულური მასის გლუკოზამინის ამინომონოსაქარიდის ბუნებრივ მარილს, რომელიც გაწმენდილია მაკრომოლეკულური კომპონენტებისაგან. იგი ავსებს გლუკოზამინის ენდოგენურ დეფიციტს, ასევე ასტიმულირებს პროტეოგლიკანებისა და ჰიალურონის მჟავას სინთეზს სინოვიალურ სითხეში და ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას ხრტილოვან ქსოვილში. გლუკოზამინის სულფატი სახსრების ხრტილისა და სინოვიალური მემბრანების უჯრედებში აღადგენს ფერმენტულ პროცესებს.
გლუკოზამინის სულფატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია მაკროფაგების მიერ სუპეროქსიდული რადიკალების წარმოქმნის ბლოკირებით და ლიზოსომური ფერმენტების ინჰიბირებით. პრეპარატი ანელებს და/ან აჩერებს სახსრებში დეგენერაციული პროცესების პროგრესირებას, რაც იწვევს სახსრების ფუნქციის აღდგენასა და ტკივილის სინდრომის კუპირებას. 
სულფატები ასევე მონაწილეობენ გლიკოზამინოგლიკანების სინთეზისა და ხრტილის ქსოვილის მეტაბოლიზმის პროცესებში. 
ვიტამინი C აუცილებელია ანთებითი პროცესების დასათრგუნად. იგი აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას და ააქტიურებს ორგანიზმის დაცვით ძალებს. 
ვიტამინი E წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც მონაწილეობს ცილების ბიოსინთეზისა და ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში.
მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ აღინიშნება კლინიკური სიმპტომების შემცირება.

ფარმაკოკინეტიკა
გლუკოზამინის სულფატი:
პერორალურად მიღების შემდეგ გლუკოზამინის სულფატი სწრაფად და სრულად შეიწოვება წვრილ ნაწლავში. მისი აბსორბციის ხარისხი შეადგენს 90%-ს.
გლუკოზამინის სულფატი პერორალურად მიღებისას ადვილად გადის ბიოლოგიურ ბარიერებს და ნაწილდება სახსრების ხრტილოვან ქსოვილებში. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 25%-ს.
პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 68 სთ-ს.
პერორალური მიღებისას ვიტამინი C სწრაფად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 2-3 სთ-ის განმავლობაში. იგი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. 
პერორალური მიღებისას ვიტამინი E აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები
- სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები (ოსტეოართროზები, ართროპათიები);
- სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართრიტები (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის სახსრები, ხერხემალი და სხვა);
- მხარ-ბეჭის პერიართრიტი;
- სპონდილოზი.

მიღების წესები და დოზები
ნერმო 55 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებში ინიშნება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, 55 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე პაციენტებში _ 2 კაფსულა 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
პრეპრატის მიღებისას გვერდითი ეფექტები გამოხატულია სუსტად ან ზომიერად და აქვთ გარდამავალი ხასიათი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში _ მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება;
ალერგიული რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში კანის ჰიპერემია, ურტიკარია, ქავილი.

უკუჩვენება
გლუკოზამინის სულფატის და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არ ჩატარებულა.

განსაკუთრებული მითითებები
ნერმო სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით და ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არ ჩატარებულა.
პრეპარატი ზემოქმედებას არ ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გლუკოზამინის სულფატი შეთავსებადია არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო და გლუკოკორტიკოიდულ საშუალებებთან. იგი აძლიერებს ტეტრაციკლინების აბსორბციას და აქვეითებს პენიცილინისა და ქლორამფენიკოლის შეწოვას. 
ვიტამინ C –სა და ვიტამინ B12-ის მიღებათა შორის აუცილებელია 2 სთ-იანი ინტერვალი, ვინაიდან ეს უკანასკნელი იშლება ვიტამინ C-ს ზეგავლენით.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა : 1.5 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?