2 კაფსულის შემადგენლობში შედის:
პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი (Passiflora incarnata) - 80 მგ
კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Valeriana officinalis) - 120 მგ.
სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი (Humulus lupulus) - 80მგ.
ნევრომედი ამცირებს შფოთვას, შიშსა და მომატებულ ნერვულ აგზნებადობს, ხსნის სპაზმსა და ემოციურ დაძაბულობას, არეგულირებს ძილს.
ნევრომედი ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს.
სვია – უძველესი ხალხური სამკურნალო საშუალებაა. სვიის გირჩების ექსტრაქტი შეიცავს: ლუპულინს, ქოლინს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ლეიკოციანიდინს, კუმარინებს, B1, B3, B6, PP ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს. სვიას ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება. ყველაზე აქტიურად იგი გამოყენება, როგორც დამამშვიდებელი და საძილე საშუალება. ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს.
კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი – ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას. ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ახანგრძლივებს საძილე საშუალებების მოქმედებას.
პასიფლორა (ვნების ყვავილი) – ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვასა და დაძაბულობას. ავლენს სპაზმოლიზურ და მსუბუქ სედატიურ მოქმედებას.
• მომატებული ნერვული აგზნებადობა
• სტრესის შემდგომი მდგომარეობა, თანმხლები ემოციური დაძაბულობით და ტაქიკარდიით
• ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები (გაღიზიანებადობა, შფოთვა, შიში, დაღლილობა)
• კლიმაქტერული სინდრომი
• ნეირო-ცირკულატორული დისტონია
• ძილის დარღვევა და უძილობა
• ანგიო- და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია)
• “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიური დაძაბულობის მდგომარეობა);
მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1 კაფსულა ორ-სამჯერ დღეში, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.
უძილობის დროს: 2-3 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე. ნევრომედით მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.