Plasmon
ნევროზალი / Nevrosal


შემადგენლობა

პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს: 40 მგ პასიფლორას (Passiflora incarnata) მშრალ ექსტრაქტს, 100 მგ სვიის (Humulus lupulus) მშრალ ექსტრაქტს, 100 მგ კატაბალახას (Valeriana officinalis) მშრალ ექსტრაქტს.
დამხმარე ნივთიერებები:
სორბიტოლი, მაგნიუმის მარილების ცხიმოვანი მჟავა

ჩვენებები
- მოუსვენრობა, შფოთვა; 
- ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში, თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიით და ქოშინით;
- მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა;
- ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა;
- კონცენტრაციის დაქვეითება;
- ძილის მოშლა;
- ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- კლიმაქტერული სინდრომი; 
- “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა);
- ანგიონევროზი (გულ-სისხლძარღვთა სისტემის) და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია).

მიღების წესები და დოზები
მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტი ორ-სამჯერ დღეში ხანგრძლივად მისაღებად. 
უფროსი ასაკის ბავშვებისათვის 1 ტაბლეტი ერთ-სამჯერ დღეში. 
ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. 
მოქმედების მექანიზმი: 
ნევროზალი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც ახასიათებს ზომიერი სედატიური მოქმედება. პრეპარატი ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, ძილის გაუმჯობესებას, არეგულირებს გულის მუშაობას, აქვს გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის სეკრეციულ აქტივობას. 
ნევროზალის ეფექტს განაპირობებს მცენარეული ექტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება: 
პასიფლორა (ვნების ყვავილი) ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ახასიათებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო და საძილე ეფექტი, გაღვიძებისას უსიამოვნო შეგრძნების გარეშე. 
სვია დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს ტკივილს, კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობას, ახასიათებს მსუბუქი საძილე ეფექტი.
კატაბალახა ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას. დამამშვიდებელი ეფექტი ვითარდება თანდათან და სტაბილურია.
ნევორზალს ახასიათებს ხანგრძლივი თერაპიული ეფექტი.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად მომატებული მგრძნობელობის გამოვლინებები.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის მიღება ჩვენების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები
ნევროზალი აძლიერებს საძილე, სედატიური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი. ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე!

სად შევიძინოთ?