Plasmon
ნევროზალი სლიფ ბენე / Nevrosal Sleep bene


ინგრედიენტები ერთ ტაბლეტში:

მელატონინი 1,5მგ; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 1,0მგ, გვირილა (მარტიკარია) 0,2მგ, დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი; გარსი: instacoat Qd; შეკუმშვის საწინააღმდეგო აგენტები: მაგნიუმის სტეარატი მცენარეული, სილიციუმის ორჟანგი; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა.

 

ჩვენება: 

ნევროზალი სლიფ ბენე -  საკვები დანამატი, რომელის შემადგენლობაშიც შედის მელატონინი, გვირილა და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), აუმჯობესებს ძილის ხარისხსა და დასვენებას. ნევროზალი სლიფ ბენეს RapidTabs-ის ტექნოლოგიით გააჩნია უნიკალური შესაძლებლობა დაიშალოს და გაიხსნას კუჭში შინაგანად მიღებისთანავე. დაშლის პროცესი ხდება 1 წუთზე ნაკლებ დროში, შესაბამისად ძილი დგება ძალიან მალე.

მელატონინი, ხშირად წოდებული, როგორც ძილის ჰორმონი, წარმოადგენს ძილის ციკლისა და ორგანიზმში სიფხიზლის ცენტრალურ ნაწილს, კვლევებმა აჩვენა, რომ მოზრდილებში მელატონინის პოტენციური უპირატესობა შედარებით უფრო აშკარად გამოხატულია იმ ადამიანებში, რომლებსაც აღენიშნებათ ძილის პრობლემები, დაკავშირებული ძილისა და სიფხიზლის ფაზის დარღვევასთან (DSWPD) (დაგვიანებული ძილის ფაზის სინდრომი (დძფს)) და დროის სარტყელის ცვლილებასთან. დადებითი ეფექტი მიიღწევა ძილის წინ 1,5-3მგ მელატონინის მიღებისას.

გვირილის ექსტრაქტი აადვილებს ჩაძინებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ხსნის სტრესს, შფოთვას და ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას. გვირილაში შემავალი ფენოლები ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში.

ვიტამინი B6-ს შეუძლია დაგეხმაროთ სიზმრების გახსენებაში და მოგიყვანოთ გააზრებული სიზმრების მდგომარეობაში. ვიტამინი B6 ხელს უწყობს ჰორმონების სეროტონინისა და მელატონინის გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელია ღრმა, მშვიდი ძილისთვის და ასევე განწყობილების გაუმჯობესებისთვის.

 

დოზირება და გამოყენების წესი: 

მიიღება 1-2 ტაბლეტი ძილის წინ. ტაბლეტი შესაძლებელია გაიხსნას 1 ჭიქა წყალში (იდეალურია ადამიანებისთვის, რომლებსაც უძნელდებათ მყარი სამკურნალო საშუალებების ყლაპვა), აქტიური ნივთიერებების შენართუნებით.

ყურადღება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. ეს პროდუქტი არ გამოიყენება, როგორც საკვების ერთადერთი წყარო, ან მრავალფეროვანი კვების სანაცვლოდ.

არ გამოიყენოთ პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. დარწმუნდით თქვენი ხელების სიმშრალეში, იქამდე სანამ აიღებთ ტაბლეტს. ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. რეკომენდებული არ არის ბავშვებისთვის. (რეკომენდებული არ არის ბავშვებისთვის).

 

შენახვის პირობები: 

შეინახეთ პროდუქტი ორიგინალ შეფუთვაში მშრალ ადგილას, სასურველია ტემპერატურაზე 250C ქვევით, სინათლისგან და სითბოსგან მოშორებით.

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა: 

3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ

სად შევიძინოთ?