Plasmon
ნიგერსან D3 სანთლები (ნატუროპათი) / Nigersan D3 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 10 სანთელი
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1 სანთელი შეიცავს: 0,2 გ Aspergillus niger D3 ტრიტურაციას HABის 6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები: 1.8 გ მყარი ცხიმი, ლაქტოზა
 
ჩვენება
– უროგენიტალური ტრაქტის დაავადებები, მათ შორის, კარცინომები, მიომები, კისტები
– პარატუბერკულოზური დაავადებები – შოიერმანის დაავადება, პერტესის დაავადება და ბეხტერევის დაავადება
– ოსტეოქონდროზი
– ლიმფატიზმი
– სიმსუქნე
– ფარისებური ჯირკვლის დაავადებები
– მეჭეჭები
 
თვისებები
Nigersan სპეციფიურად მოქმედი პრეპარატია. იგი პარატუბერკულოზის და იმ დაავადებების იზოპათიური და იმუნობიოლოგიური მკურნალობისათვის გამოიყენება, რომლებიც პარატუბერკულოზის შედეგებს წარმოადგენს. ამასთან, Nigersan-ი ქიმიური, ბაქტერიოსტატური პრეპარატების ან ანტიბიოტიკებისაგან განსხვავებით,
ზემოქმედებს არა უშუალოდ ტუბერკულოზის ჩხირზე, არამედ მიკრობების ციკლოგენიის შესახებ ენდერლაინის
სწავლების თანახმად, გამოიყენება პარაზიტის ციკლის `სუსტ ადგილზე~ ზემოქმედებისათვის, პაციენტის სასარგებლოდ ხელოვნურად აჩქარებს ტუბერკულოზური ბაცილების დაშლის პროცესს, რაც ბაქტერიული თაობების ცვლის დროს სპონტანურად მიმდინარეობს, განსაკუთრებით განკურნების პროცესებში. ამასთან, ბაცილები პარაზიტული ფორმებიდან და ფაზებიდან არაპათოგენურ ფორმებსა და ფაზებში გადადის. ორგანიზმიდან
შემდგომში გამოიყოფა ნაწლავების, შარდის ბუშტის, კანის და ბრონქების გავლით.
 
მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ რექტალურად თითო სანთელი დღეში ერთხელ, ძილის წინ
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები
არ მიიღება ობის სოკოების (Aspergillus niger) მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში
 
მითითება
იზოპათიურ მკურნალობაში Nigersan-ი ყველა პარატუბერკულოზური დაავადების დროს გამოიყენება. Nigersan-ის დანიშვნის დროს Utilin ან Utilin S-თან მონაცვლეობისას აღინიშნება მოქმედების პოტენცირება. Aspergillus niger-ი მოქმედი კომპონენტის სახით შედის ასევე კომბინირებულ პრეპარატში Sankombi. შემადგენლობაში შედის ლაქტოზა.
 
გამოშვების ფორმები
შეფუთვაშია 10 სანთელი
სად შევიძინოთ?