Plasmon
ნიგერსან D4 კაფსულები (ნატუროპათი) / Nigersan D4 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 20 კაფსულა
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს: 330 მგ Aspergillus niger D4 ტრიტურაციას HAB-ის 6 სტატიის მიხედვით
(HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა);
დამხმარე ნივთიერება:ლაქტოზა,Hყპრომელლოსე (კაფსულის გარსი)
 
ჩვენება
– უროგენიტალური ტრაქტის დაავადებები, მათ შორის, კარცინომები, მიომები, კისტები
– პარატუბერკულოზური დაავადებები – შოიერმანის დაავადება, პერტესის დაავადება და ბეხტერევის დაავადება
– ოსტეოქონდროზი
– ლიმფატიზმი
– სიმსუქნე
– ფარისებური ჯირკვლის დაავადებები
– მეჭეჭები
 
თვისებები
Nigersan სპეციფიურად მოქმედი პრეპარატია. იგი პარატუბერკულოზის და იმ დაავადებების იზოპათიური და იმუნობიოლოგიური მკურნალობისათვის გამოიყენება, რომლებიც პარატუბერკულოზის შედეგებს წარმოადგენს. ამასთან, Nigersan ქიმიური, ბაქტერიოსტატური პრეპარატების ან ანტიბიოტიკებისაგან განსხვავებით, ზემოქმედებს არა უშუალოდ ტუბერკულოზის ჩხირზე, არამედ მიკრობების ციკლოგენიის შესახებ ენდერლაინის სწავლების თანახმად, გამოიყენება პარაზიტის ციკლის `სუსტ ადგილზე~ ზემოქმედებისათვის, პაციენტის სასარგებლოდ ხელოვნურად აჩქარებს ტუბერკულოზური ბაცილების დაშლის პროცესს, რაც ბაქტერიული თაობების ცვლის დროს სპონტანურად მიმდინარეობს, განსაკუთრებით განკურნების პროცესებში. ამასთან, ბაცილები პარაზიტული ფორმებიდან და ფაზებიდან არაპათოგენურ ფორმებსა და ფაზებში გადადის, ორგანიზმიდან შემდგომში გამოიყოფა ნაწლავების, შარდის ბუშტის, კანის და ბრონქების გავლით.
 
მიღების წესი და დოზირება
მიიღება თითო კაფსულა 1-3-ჯერ დღეში, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები
არ მიიღება ობის სოკოების (Aspergillus niger) მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში
 
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება და ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად. მითითება იზოპათიურ მკურნალობაში Nigersan-ი ყველა პარატუბერკულოზური
დაავადების დროს გამოიყენება. Nigersan-ის დანიშვნის დროს Utilin ან Utilin S-თან მონაცვლეობისას აღინიშნება მოქმედების პოტენცირება. Aspergillus niger-ი მოქმედი კომპონენტის სახით შედის ასევე კომბინირებულ პრეპარატში Sankombi. შემადგენლობაში შედის ლაქტოზა.
 
გამოშვების ფორმები
შეფუთვაშია 20 კაფსულა
სად შევიძინოთ?