შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Aspergillus niger D5-ის 1 მლ ხსნარს HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
ჩვენება
– უროგენიტალური ტრაქტის დაავადებები, მათ შორის, კარცინომები, მიომები, კისტები
– პარატუბერკულოზური დაავადებები, როგორიცაა შოიერმანის დაავადება, პერტესის დაავადება, ბეხტერევის დაავადება
– ოსტეოქონდროზი
– ლიმფატიზმი
– სიმსუქნე
– ფარისებური ჯირკვლის დაავადებები, სიმსუქნე
– მეჭეჭები
თვისებები
Nigersan-ი სპეციფიური მოქმედების პრეპარატია. იგი პარატუბერკულოზის და იმ დაავადებების იზოპათიური და იმუნობიოლოგიური მკურნალობისათვის გამოიყენება, რომლებიც პარატუბერკულოზის შედეგს წარმოადგენს. ამასთან, Nigersan-ი ქიმიური, ბაქტერიოსტატური პრეპარატების ან ანტიბიოტიკებისაგან განსხვავებით,
ზემოქმედებს არა უშუალოდ ტუბერკულოზის ჩხირზე, არამედ მიკრობების ციკლოგენიის შესახებ ენდერლაინის სწავლების თანახმად, პარაზიტის ციკლის `სუსტ ადგილზე~. პაციენტის სასარგებლოდ ხელოვნურად აჩქარებს ტუბერკულოზური ბაცილების დაშლის პროცესს, რაც ბაქტერიული სტადიების დროს სპონტანურად მიმდინარეობს, განსაკუთრებით განკურნების პროცესში. ამასთან, ბაცილები პარაზიტული ფორმებიდან და ფაზებიდან არაპათოგენურ ფორმებსა და ფაზებში გადადის, შემდგომში ორგანიზმიდან გამოიყოფა ნაწლავების, შარდის ბუშტის,
კანის და ბრონქების საშუალებით.
მიღების წესი და დოზირება
დასალევად:
მიიღება 8 წვეთი დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე
შესაზელად:
ა) 5-10 წვეთი დღეში ერთხელ დაზიანებულ ადგილზე ან იდაყვის ფოსოში
ბ) პარენტერული მკურნალობის დროს იმ დღეებში, როდესაც ინექციები დანიშნული არ არის,
კვირაში 2-ჯერ, 5-10 წვეთი
საინჰალაციოდ:
10-20 ღრმა ჩასუნთქვა 2-3-ჯერ დღეში
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
მითითება
იზოპათიურ მკურნალობაში Nigersan-ი ყველა პარატუბერკულოზური დაავადების დროს გამოიყენება. Nigersan-ის დანიშვნის დროს Utilinან Utilin S-თან მონაცვლეობისას აღინიშნება მოქმედების პოტენცირება. Aspergillus niger-ი მოქმედი კომპონენტის სახით შედის ასევე კომბინირებულ პრეპარატში Sankombi..
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში