Plasmon
ნიგერსან D5 -D6-D7 ამპულები (ნატუროპათი) / Nigersan D5 -D6-D7 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Aspergillus niger D5-ის (შესაბამისად, Aspergillus niger D6-ის ან Aspergillus niger D7-ის) 1 მლ წყალხსნარს HABის 5ბ და 11 სტატიების მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – 
გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
 
ჩვენება
– უროგენიტალური ტრაქტის დაავადებები, მათ შორის, კარცინომები, მიომები, კისტები
– პარატუბერკულოზური დაავადებები – შოიერმანის დაავადება, პერტესის დაავადება, ბეხტერევის დაავადება
– ოსტეოქონდროზი
– ლიმფატიზმი
– სიმსუქნე
– ფარისებური ჯირკვლის დაავადებები
– მეჭეჭები
 
თვისებები
Nigersan სპეციფიურად მოქმედი პრეპარატია. იგი პარატუბერკულოზის და იმ დაავადებების იზოპათიური და იმუნობიოლოგიური მკურნალობისათვის გამოიყენება, რომლებიც პარატუბერკულოზის შედეგებს წარმოადგენს. ამასთან, Nigersan ქიმიური, ბაქტერიოსტატური პრეპარატების ან ანტიბიოტიკებისაგან განსხვავებით,
ზემოქმედებს არა უშუალოდ ტუბერკულოზის ჩხირზე, არამედ მიკრობების ციკლოგენიის შესახებ ენდერლაინის
სწავლების თანახმად, გამოიყენება პარაზიტის ციკლის `სუსტ ადგილზე~ ზემოქმედებისათვის. პაციენტის სასარგებლოდ ხელოვნურად აჩქარებს ტუბერკულოზური ბაცილების დაშლის პროცესს, რაც ბაქტერიული თაობების ცვლის დროს სპონტანურად მიმდინარეობს, განსაკუთრებით განკურნების პროცესში. ამასთან, ბაცილები პარაზიტული ფორმებიდან და ფაზებიდან არაპათოგენურ ფორმებსა და ფაზებში გადადის, ორგანიზმიდან
შემდგომში გამოიყოფა ნაწლავების, შარდის ბუშტის, კანის და ბრონქების საშუალებით.
 
მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ 1 მლ კვირაში 2-ჯერ. ი.მ., კანქვეშ ან ი.ვ.
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
 
მითითება
იზოპათიურ მკურნალობაში Nigersan-ი ყველა პარატუბერკულოზური დაავადების დროს გამოიყენება. Nigersan-ის დანიშვნის დროს Utilin ან Utilin S-თან მონაცვლეობისას აღინიშნება მოქმედების პოტენცირება. Aspergillus niger-ი მოქმედი კომპონენტის სახით შედის ასევე კომბინირებულ პრეპარატში Sankombi.
 
გამოშვების ფორმები
1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
სად შევიძინოთ?