ტილების მოსაშორებელი სავარცხლით და ქუდით
NITOLIC მოსაშორებელი სავარცხლით– სამედიცინო საშუალება თავის დატილიანების (Pediculushumanus capitis) სამკურნალოდ.
ბავშვებში 2 წლის ასაკიდან და მოზრდილებში
როგორ მუშაობს
- ხოცავს ტილებს თავის ტილების განვითარების ყველა აქტიურ სტადიაში
- ხოცავს ტილების კვერცხებს (წილებს)
- აადვილებს ტილებისა და წილების ჩამოვარცხნას
გამოყენებამდე, ყოველთვის წაიკითხეთ ინსტრუქცია. ეფექტური მკურნალობისთვის, იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოცემული მითითებებით:
შეინახეთ ეს ინსტრუქცია შემდგომი გამოყენებისთვის
გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ და იხელმძღვანელეთ ინსტრუქციაში გათვალისწინებული მითითებებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას ან ფარმაცევტს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
სასარგებლო ინფორმაცია თავის ტილებისა (Pediculushumanus capitis) და NITOLIC® სამედიცინო საშუალებასთან დაკავშირებით.
თავის ტილი პატარა (2,0-4,7 მმ-მდე), უფრთო მწერია, გაბრტყელებული პროფილით. თავის ტილი სხვადასხვა ფერისაა, ადამიანის თმის ფერიდან გამომდინარე. თავის ტილი ადამიანის სისხლით იკვებება დღეში რამდენჯერმე და ადამიანის თავის კანის თმიან ნაწილთან ახლოს ცხოვრობს. ტილი გადაადგილდება თმაზე მოჭიდებით, სამი წყვილი კლანჭისმაგვარი ფეხის მეშვეობით. ზრდასრული თავის ტილი სუნთქავს გულმკერდისა და მუცლის ზედაპირზე 7 წყვილად განლაგებული სასულების მეშვეობით.
NITOLIC® სწრაფად და თანაბრად ვრცელდება თავის კანზე და მჭიდროდ ფარავს ტილებს (O-ეფექტის ტექნოლოგია). ის ფარავს ტილების სასულეებს და ამრიგად სწრაფად ანადგურებს მათ.
100%-იანი ეფექტურობა თავის ტილებისა და წილების წინააღმდეგ მათი განვითარების ყველა სტადიაზე
თავის დატილიანების სამკურნალო სამედიცინო საშუალების ძირითადი მახასიათებელია სწრაფად და თანაბრად გავრცელება თავის კანსა და თმაზე, რომელიც O-ეფექტის® ტექნოლოგიით არის უზრუნველყოფილი.
ადამიანის თავის ტილი კვერცხებს (7-10 წილი დღეში) თავის კანთან ახლოს, თმის ძირებში დებს. (სიცოცხლის ციკლის განმავლობაში, მათ 300-მდე კვერცხის დადება შეუძლიათ). წილები მცირე ზომის (დაახლოებით 0.8 მმ) ყვითელ, მოწითალო ან მოყავისფრო ოვალურ წერტილებს ჰგავს, რომლებსაც ნაჭუჭზე სპეციალური სარქველი აქვს, საიდანაც ტილი იჩეკება.
დამტკიცებულია, რომ NITOLIC® 100%-ით ეფექტური საშუალებაა ტილების კვერცხების წინააღმდეგ, რომელიც იწვევს ახალგაზრდა ემბრიონის მოგუდვას და დეჰიდრატაციას და წყვეტს მის შემდგომ განვითარებას.
თავის ტილის სასიცოცხლო ციკლი
დღე 0 - კვერცხების დადება
7-8 დღე - ტილების გამოჩეკა
8-16 დღე - ტილების განვითარება (3 სტადია)
17-19 დღე - რეპროდუქცია
19-32 დღე - კვერცხების დადება
33-35 დღე სიცოცხლის ბუნებრივად დასრულება
კვერცხებს მდედრი დებს, თმის ძირებში, თავის კანის სიახლოვეს და ისინი მყარად არის მიმაგრებული თმაზე
თავის ტილის სასიცოცხლო ციკლი, დაახლოებით, 40 დღეს შეადგენს, თუმცა, ადამიანის თავის გარეთ ისინი 24-28 საათზე მეტ ხანს ვერ ცოცხლობენ.
NITOLIC®-ის მოსაშორებელი სავარცხელი დაგეხმარებათ მოაშოროთ ტილები და მათი კვერცხები (წილები) მკურნალობის შემდეგ.
თავის ტილების რეზისტენტობა და სამედიცინო საშუალება NITOLIC®
თავის ტილებს განუვითარდათ რეზისტენტობა (გამძლეობა) ტრადიციული ინსექტიციდური საშუალებების მიმართ, რომლებიც ტილების ფიზიოლოგიურ პროცესების დარღვევით მოქმედებენ. ეს თავის მხრივ იწვევს მკურნალობის არაეფექტურობას.
NITOLIC®-ის კონცეფცია ტილების სასუნთქი აპარატის მექანიკური დაბლოკვას ეფუძნება, რაც აღმოფხვრის ტილების რეზისტენტობის განვითარების შესაძლებლობას ამ კონკრეტული მკურნალობის მიმართ.
გამოყენების ინსტრუქცია და მნიშვნელოვანი მინიშნებები:
ტილების მთლიანად მოშორებისა და ხელახალი დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად მკურნალობა ერთდროულად უნდა ჩაუტარდეს ოჯახის ყველა წევრს, რომლებსაც დატილიანება აღენიშნებათ.
დატილიანების მკურნალობა უნდა მოხდეს კარგი განათების ქვეშ. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა გავრცელდეს თმის ძირებიდან თმის ბოლომდე. ეფექტური მკურნალობისთვის NITOLIC® საფუძვლიანად წაისვით თავის კანსა და თმაზე. თავდაპირველად - ყურების უკან, კეფაზე, კისერზე, შემდეგ კი - თმის ხაზის გარშემო.
1. გრძელი თმის შემთხვევაში, თმა ოთხ ნაწილად გაყავით - წინიდან უკან და ყურიდან ყურამდე.
2. წაისვით NITOLIC® მთლიანად, მშრალ თმაზე, თავის კანისა და თმის მთელ მოცულობაზე, თმის ძირებიდან ბოლოებამდე. პირველ რიგში, წაისვით ყურების უკან, კისრის უკანა მხარეს და თმის ხაზის გარშემო.
3. გაჟღინთეთ თმა და კანი NITOLIC®-ით, ისე რომ უზრუნველყოდ, ყველა ტილისა და წილი დაიფარვა.
4. წასმის შემდეგ, თავზე დაიფარეთ შხაპის ჩაჩი, 1 საათის განმავლობაში. (გაფრთხილება! იხელმძღვანელეთ მითითებებით და დაიცავით ექსპოზიციის დრო).
5. მოიხსენით შხაპის ჩაჩი და თმა შამპუნითა და წყლით დაიბანეთ.
6. ტილები და წილები თმიდან NITOLIC®-ის სავარცხლით მოიშორეთ.
დავარცხნის მითითებები:
გრძელი თმა ნაწილებად გაყავით და დაამაგრეთ თითოეული ნაწილი. თმის დიდი ნაწილიდან ასწიეთ პატარა ნაწილი, ისე რომ თავის კანი გამოჩნდეს. დაიწყეთ თმის ნაწილის გულდასმით დავარცხნა. NIთOLIჩ®-ის სავარცხელი მჭიდროდ ჩამოუსვით თმის ძირებიდან ბოლოებამდე. თმის ნაწილი კვლავ მიამაგრეთ დავარცხნის დასრულების შემდეგ. გამორეცხეთ ტილები და წილები NITOLIC®-ის სავარცხლის კბილებიდან ქსოვილის დახმარებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას ან ფარმაცევტს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
NITOLIC®-მა დაამტკიცა, რომ ამ საშუალების ერთხელ გამოყენება უზრუნველყოფს 100%-იან ეფექტურობას თავის ტილების აქტიური განვითარების ნებისმიერ სტადიაზე, წილების ჩათვლით, განმეორებითი მკურნალობის საჭიროების გარეშე.
დატილიანების გადადების ყველაზე გავრცელებული გზა იმ ადამიანთან კონტაქტია, ვინც უკვე დაინფიცირებულია. ამიტომ შესაძლებელია მოხდეს ხელახალი დატილიანება, მაგ., საბავშვო ბაღში ან სკოლაში. მნიშვნელოვანია, რომ თმა რეგულარულად შეამოწმოთ, სულ მცირე კვირაში ერთჯერ.
NITOLIC® მოსაშორებელი სავარცხლით -- მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო საშუალებაა.
თავის ტილების საწინააღმდეგო სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, მოქმედების სპეციფიკური რეჟიმის წყალობით, ის აღმოფხვრის თავის ტილის რეზისტენტობის განვითარებას მკურნალობის მიმართ.
NITOLIC®-ით მკურნალობა იწვევს თავის ტილების კვერცხების (წილების) დეჰიდრატაციას, რაც მოჭერისას წკაპუნის ხმას გამოსცემს. მკურნალობის შემდეგ, კარგად ჩამოივარცხნეთ ტილის კვერცხები (წილები),.
ინფორმაცია წამლის გამოყენების შესახებ
გაფრთხილებები:
გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ, იხელმძღვანელეთ ინსტრუქციებში გათვალისწინებული მითითებებით.
ეცადეთ, რომ NITOLIC® არ მოგხვდეთ თვალში, პირის ღრუში, ცხვირში ან ყელში. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, 10-15 წუთის განმავლობაში ამოირეცხეთ დიდი რაოდენობით წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
NITOLIC® შექმნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. არ წაისვათ ჭრილობაზე, წყლულზე ან გაღიზიანებულ კანზე.
NITOLIC®-ის გამოყენებამდე, მცირე რაოდენობით ნიტოლიკ® წაისვით ხელის გულზე არასასურველი რეაქციების შესამოწმებლად.
ბავშვების მკურნალობა ხორციელდება მხოლოდ მოზრდილის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
იატაკზე სამედიცინო საშუალების მოხვედრისას იატაკის ზედაპირი გახდება სრიალა. დაუყოვნებლივ მოწმინდეთ შხეფები.
ეს სამედიცინო საშუალება შეიძლება რეაქციაში შევიდეს თმის მოვლის ან შეღებვის გარკვეულ საშუალებებთან.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ NITOLIC®, თუ ალერგიული ხართ მის რომელიმე კომპონენტზე.
NITOLIC® არ წაისვათ ჭრილობაზე, წყლულზე ან გაღიზიანებულ კანზე.
NITOLIC® არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
არ გამოიყენოთ 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს შემდეგ გვერდით მოვლენებს: კანის გაღიზიანებას, სიწითლესა და/ან შეშუპებას. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ NIთOLIჩ®-ის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები
NITOLIC® შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას, 5°C-40°C ტემპერატურაზე. ცარიელი შეფუთვა გადააგდეთ.
შემადგენლობა:
ციკლომეტიკონი, პოლისორბატი 80, იზოპროპილ მირისტატი.
შეფუთვების ხელმისაწვდომი ზომები:
20 მლ, 25 მლ, 30 მლ, 50 მლ, 100 მლ, 150 მლ, 200 მლ, 250 მლ, 300 მლ, 500 მლ
*გარკვეულ ბაზრებზე, შესაძლოა, შეფუთვის ყველა ზომა ხელმისაწვდომი არ იყოს.
ნიტოლიკი® პრევენტ პლუსი გამოყენების ინსტრუქცია
გამოყენების მიზანი: ნიტოლიკი პრევენტ პლუსი - სამედიცინო საშუალება გამოიყენება თავის ტილის პრევენციისთვის (პედიკულოზი).
მოქმედება: ნიტოლიკი პრევენტ პლუსი მოქმედებს ფიზიკური ზემოქმედების გზით. ის ქმნის დამცავ აპკს თმის ზედაპირზე, რომელიც ხელს უშლის პარაზიტების კოლონიზაციას. ეს მექანიზმი აღმოფხვრის დატილიანებას და ამცირებს განმეორებითი ინვაზიის რისკს.
ნიტოლიკი პრევენ პლუსი გამოიყენეთ სულ ცოტა ორჯერ კვირაში ან უფრო ხშირად, განსაკუთრებით მაშინ როდესაც თავის ტილი შეინიშნება თქვენი შვილის გარემოში (მაგ. სკოლაში ან ბაღში). დაცვა გრძელდება თმის პირველ დაბანამდე.
ნიტოლიკი® პრევენტ პლუსი ახდენს თავის ტილით ინფიცირების პრევენციას და იცავს თმას პარაზიტების შემოჭრისგან.
გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას.
• ეფექტური გამოყენებისთვის დაიცავით მითითებები ინსტრუქციაში.
• შეინახეთ ინსტრუქცია მომავალი გამოყენებისთვის.
• კითხვების არსებობისა დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
• გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თავის ტილისგან დასაცავად გამოიყენეთ ეს სამედიცინო საშუალება ყოველდღიურად სკალპზე და თმაზე, ასევე ტანსაცმლის დასაცავად.
რეკომენდირებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის:
ნიტოლიკი პრევენტ პლუსი-აუცილებელი თავის ტილის პრევენციისთვის
• ყველანაირი მძიმე შეგრძნების გარეშე თმაზე, ლაქების გარეშე
• დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებისგან
• ყოველდღიური გამოყენებისთვის
გამოყენების ინსტრუქცია:
• გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ
• დაიტანეთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი გლუვად ყოველ დღე მშრალ თმაზე სკოლაში წასვლამდე. შეისხურეთ თმიდან 15სმ-ის დაშორებით.
იცოდით?
• ნიტოლიკი პრევენტ პლუსი დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებისგან (მცენარეული პროდუქტები) და უსაფრთხოა, ასე რომ მისი გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოხმარებასთან დაკავშირებით
• აარიდეთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი თვალებს, პირის ღრუს, ცხვირს და ყელს.
• თვალთან კონტაქტის შემთხვევაში, გამოივლეთ წყალი 10-15 წთ-ის განმავლობაში. თუ გამოიწვია გაღიზიანება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
• ნიტოლიკი პრევენტ პლუსი არის მხოლოდ გარე გამოყენებისთვის. არ გამოოიყენოთ ჭრილობაზე ან გაღიზიანებულ კანზე.
• გამოიყენეთ უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ.
• ნიტოლიკი პრევენტ პლუსი უნდა დაიტანოთ პირდაპირ სკალპზე, თმაზე და ტანსაცმელლზე 15სმ დისტანციის დაშორებით. ნიტოლიკი პრევენტ პლუსი უნდა იყოს გამოყენებული კედლების, ავეჯის და სხვა საგნებისგან დაშორებით, ოთახში ადვილად გარეცხვადი კედლებით და იატაკით.
• შეინახეთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი თანმხლებ შეფუთვაში.
დამატებითი რჩევები თავის ტილის ინფექციის პრევენციისთვის და თავის ტილის გავრცელების წინააღმდეგ:
• არ მისცეთ უფლება ბავშვს გაცვალოს თმის რეზინა, ქუდი და თმის სხვა აქსესუარები.
• გაწმინდეთ სავარცხელი რეგულარულად; არ ათხოვოთ ის სხვა ბავშვებს.
• არ განათავსოთ ქურთუკები და ჟაკეტები ერთმანეთთან ახლოს; მოათავსეთ ისინი პარკში.
• შეიკარით გრძელი თმა.
• რეგულარულად შეიმოწმეთ თმა; დაივარცხნეთ თმა წვრილი და სუფთა კბილის მქონე სავარცხლით.
უკუჩვენებები
• არ გამოიყენოთ პრეპარატი რომელიმე ინგრედიენტისადმი ალერგიის არსებობის შემთხვევაში. გვერდითი მოვლენების შემთხვევაში შეწყვიტეთ ნიტოლიკი პრევენტ პლუს-ის გამოყენება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
• არ დაიტანოთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი ჭრილობებსა და გაღიზიანებულ კანზე.
• არ გამოიყენოთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
• არ მოახმაროთ 2 წლამდე ბავშვებში, ექიმთან კონსულტაციის გარეშე
• არ გამოიყენოთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი თუ შეფუთვა დაზიანებულია.
შესაძლო გამოყენება ორსულობისა და/ან ლაქტაციის დროს:
გამოყენების წინ რეკომენდებულია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
შემადგენლობა:
PEG 12 დიმეთიკონი,
ჰიდროლიზებული,
ხორბლის პროტეინი,
ჩაის ხის (Mელალეუცა ალტერნიფოლია) ფოთლის ზეთი,
პიტნის (Mენტჰა პიპერიტა) ზეთი,
ლავანდის (Lავანდულა ოფფიცინალის) ზეთი,
PEG-40,
ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი,
ფენოქსეთანოლი/ეთილჰექსილგლიცერინი,
წყალი.
შენახვა:
შეინახეთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი მშრალ,
ბნელ გარემოში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ
ადგილას, 25⁰ჩ ნაკლებ ტემპერატურაზე.
ცარიელი შეფუთვა გადამუშავებადია
ნიტოლიკი პრევენტის თმის რეზინები
როდის უნდა გამოიყენოთ ნიტოლიკი პრევენტის თმის რეზინები?
• როდესაც თავის ტილს შენიშნავთ თქვენი შვილის გარემოცვაში (მაგ. სკოლაში ან ბაღში, ან საზაფხულო ბანაკებში)
როგორ მუშაობს ნიტოლიკი პრევენტის თმის რეზინები?
ის იცავს ტილებისგან სურნელის წყალობით, რომელიც გამოიყოფა Pჰყტოჩლეარ ჩომპლეხ-ის მიერ. როზმარინის, პიტნის, ციტრონელას, სალბის, ლავანდასა და კამას ეთერზეთები კომპლექსიდან თანდათან გამოიყოფა და მათი სურნელი სასიამოვნოა ბავშვებისთვის და მეტად უსიამოვნო ტილებისთვის.
Pჰყტოჩლეარ ჩომპლეხ-ის ფორმულა არის 100%-ით ნატურალური, არ შეიცავს პესტიციდებს და სხვა ხელოვნურ დანამატებს - რას მას ხდუს უსაფრთხოს ბავშვებისთვის.
ნიტოლიკი პრევენტის თმის რეზინების უპირატესობები:
ეფექტური და მყისიერი დაცვა ტილების გავრცელებისგან
ტესტებით დამტკიცებული ეფექტურობა*
ერთი შეფუთვა (4 თმის რეზინა) უზრუნველყოფს 2 თვიან დაცვას
არ შეიცავს პესტიციდებს და სხვა ხელოვნურ დანამატებს
არ შეიცავს Dეეტ-ს
100% ნატურალური
სასაიმოვნო სურნელი
მარტივი მოხმარება - შეიკარი და ითამაშე
დერმატოლოგიურად ტესტირებული
*დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ტესტებში აჩვენა 95% ეფექტურობა
არანაირი ტილი, მხოლოდ ლამაზი თმის ვარცხნილობა