ნიტროფუნგინი / NITROFUNGIN
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): chlornitrofenole
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები → სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის → სხვა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: ტევა
- მწარმოებელი ქვეყანა: უკრაინა
- გამოშვების ფორმა: 25 მლ ხსნარი
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 25 მლ
1 მლ 1 ფლ.
ქლორნიტროფენოლი. . . . . . 10 მგ 250 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის, მისი აქტიური კომპონენტები მოქმედებენ სოკოებზე, რომლებიც იწვევენ კანის სოკოვან დაავადებას.
ჩვენებები
პრეპარატი ინიშება კანის სოკოვანი დაავადებების და გარეთა სასმენი მილის მიკოზების დროს, ნიროფინგინის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მიერ დიაგნოზის დასმის შემთხვევაში.
მიღების წესები და დოზები
დაზიანებული უბნის დამუშავება უნდა მოხდეს დღეში 2-3-ჯერ, დაავადების კლინიკური ნიშნების სრულ გაქრობამდე. კლინიკური ნიშნების გაქრობის შემთხვევაში, იმისათვის რომ თავიდან აცილებული იქნას დაავადების რეციდივი, საჭიროა ნიტროფუნგინის გამოყენება კვირაში 1-2-ჯერ 4 კვირის განმავლობაში. თუ არ იქნა პრეპარატის გამოყენების წესი ზუსტად დაცული, შეიძლება ადგილი ჰქონდეს დაავადების გამწვავებას და რეციდივის განვითარებას. პროფილაქტიკის მიზნით ნიტროფუნგინის გამოყენება ხდება 2-3-ჯერ დღეში კვირაში 2-ჯერ. როგორც წესი, ხსნარი გამოიყენება განზავების გარეშე, თუმცა ანთებისა და გაღიზიანების შემთხვევაში ნიტროფუნგინის გამოყენება ხდება წყალში განზავებით 1:1. თუ მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში არ შემცირდა დაავადების ნიშნები, ან პირიქით გამოვლინდა რაიმე გართულება და გვერდითი ეფექტები აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა იშვიათად ვითარდება კანის გაღიზიანება. ამ და სხვა გვერდითი ეფექტების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
განსაკუთრებული მითითებები
სხვა პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია აცნობოთ ექიმს, რომ თქვენ მკურნალობთ ნიტროფუნგინით. არ შეიძლება მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება ნიტროფუნგინით დამუშავებული კანის ზედაპირზე.
იმ შემთხვევაში თუ პრეპარატი შეცდომით გამოყენებული იქნა შინაგანად, მიმართეთ ექიმს!
პრეპარატი შეიცავს 42,2% სპირტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის დადგენილი.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.