Nuk
ნოდოლ ეფექტი / No Dol Effect

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: ESI
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: 3 ბლისტერი ნოდოლი კაფსულა და 3 ბლისტერი ნოდოლი ფორტე
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ხრტილოვან ქსოვილში

 

შემადგენლობა:

2 ნოდოლ კაფსულა შეიცავს :

გლუკოზამინის სულფატი_500 მგ

ქონდროიტინ სულფატი_200 მგ

MSM(მეთილსულფონილმეთანი)_200 მგ

ეშმაკის კლანჭის ექსტრაქტი_200 მგ

ალოე ვერა_30 მგ

მანგანუმი_10 მგ

 

2 ნოდოლ ფორტე შეიცავს :

ფიდროლიზებული ხრტილი_1400მგ

კოლაგენი ტიპი 2_770 მგ

ქონდროიტინ სულფატი_140მგ

ჰიალურონის მავა _140მგ

ბოსველიას ექსტრაქტის ფოსფოლიპიდები_300მგ

ვიტამინ ც_30 მგ

ვიტამინი დ3_10 მკგ

 

ქონდროიტინის სულფატი

მაღალმოლეკულური პოლისაქარიდია, რომელიც გავლენას ახდენს ხრტილოვან ქსოვოილში ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე, აფერხებს ძვლოვანი ქსვილის რეზორბციას, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას და ამუხრუჭებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციას 

 

გლუკოზამინის სულფატი

ენგოგენური ნივთიერებაა, შედის პროტეოგლიკანების და გლუკზამინოგლიკანების შემადგენლობაში. წარმოადგენს სახსრის სინოვიალური სითხის მთავარ კომპონენტს  და უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურულ მთლიანობას. სისტემატიური გამოყენებისას პროტეოგლიკანების,  ჰილაურინისა და  ქონდროიტინ სუკლფატის სინთეზის აქტივაციის გზით ხელს უშლის სახსრებში დეგენერაციული პროცესების პროგრესირებას.

 

მეთილსულფონილმეთანი (MSM)

ორგანული გოგირდის შემცველი ნაერთია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის განვითარების და ფუნქციების შენარჩუნებისთვის. იგი აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის. MSM აუმჯობესებს მოძრაობას სახსარში, ხელს უწყობს კუნთების და მყესების ნორმალურ ფუნქციონირებას. ამცირებს კუნთოვან სპაზმს, ანთებით პროცესებს, ნერვულ დაბოლოებებში თრგუნავს ტკივილის შეგრძნებას.

 

ჰიალურონის მჟავა
ორგანიზმის ყველაზე ჰიდროფილური  მოლეკულაა. იგი აკავებს წყალს, გადაყავს ბლანტ (ჟელეს მსგავს) კონსისტენციაში და ახორციელებს ყველაზე ეფექტურბუნებრივ დატენიანებას“.მისი ყველაზე მაღალი კონცენტრაცია გვხვდება შემაერთებელ ქსოვილში, სახსრებში (ხრტილი და სინოვიალური სითხე), თვალსა და კანში.

 

ჰიდროლიზებული კოლაგენი
ხელს უწყობს სახსარში ქონდროციტებისა და პროტეოგლიკანების სინთეზს, რომლებიც  წარმოქმნიან ხრტილის უჯრედშორის მატრიქსს და იცავენ სახსარს დაზიანებისგან
იგი შეიცავს 20-მდე ამინომჟავას. ეხმარება ქსოვილს მთლიანობის აღდგენაში და სრულყოფს მის სტრუქტურას. ქონდროციტების სტიმულაციით ზრდის ოსტეობლასტების და ამცირებს ოსტეოკლასტების რაოდენობას.

 

ბოსველია (Boswelli) ქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება, აფერხებს ხრტილოვან ქსოვილში დეგენერაციულ პროცესებს, ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას, მცირებს ტკივილს და შეშუპებას სახსარში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

 

ეშმაკის კლანჭი (Harpagophytum procumbens, Devil’s Claw)
შეიცავს ორიდოდოიდულ გლიკოზიდებს (ჰარპაგოზიდი). აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს პროსტაგლანდინებისა და ლეიკოტრიენების წარმოქმნას. აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება.

 

ვიტამინი C - არის ერთ-ერთი მთავარი ანტიოქსიდანტი. მონაწილეობს კოლაგენის ბიოსინთეზში – აუცილებელია პროლინისა და ლიზინის ჰიდროქსილაციისთვის, რაც უზრუნველყოფს კოლაგენის სამმაგი სპირალის სტაბილურობას. იცავს ხრტილის უჯრედებს (ქონდროციტებს) ოქსიდაციური სტრესისგან

 

ვიტამინი D3 გავლენას ახდენს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმზე.

აუცილებელია ძვლების მინერალიზაციისთვის და ხრტილთან ერთად უზრუნველყოფს სახსრის მყარ სტრუქტურას. მონაწილეობს იმუნური სისტემის რეგულაციაში.

მანგანუმი მონაწილეობს ძვლების მინერალიზაციაში–ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის სწორ ჩაბმას ძვალში.
მანგანუმი მონაწილეობს ქსოვილებში კოლაგენის, პროტეოგლიკანებისა და გლიკოზამინოგლიკანების სინთეზში–ანუ იმ ნივთიერებების წარმოებაში, რომლებიც ხრტილის სტრუქტურას ქმნიან.
აუცილებელია მეტალოენზიმების აქტივობისთვის, რომელიც იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

ჩვენებები:
ხერხემლის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა
პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი
რევმატოიდული ართრიტი
მხარ-ბეჭის პერიართრიტი
ოსტეოქონდროზი
კოქსართროზი
სპონდილიტი
სპონდილოზი
ოსტეოპოროზი, პაროდონტოპათია
ტრავმისა და მოტეხილობის შემდგომი პერიოდი
სპორტი და ფიზიკური აქტივობა

დოზირება, მიღების წესები:
კოლოფში მოთავსებულია 3 ცალი N10 ბლისტერი ნოდოლი  ფორტე და 3ცალი N10 ბლისტერი ნოდოლ კაფსულა
 
მიიღება:
1 ტაბლეტი ნოდოლი ფორტე, ჭამის შემდეგ, დღის პირველ ნახევარში, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
1 კაფსულა ნოდოლი კაფსულა, საღამოს, ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. 
 
მკურნალობის ხანგრძლივობა :
რეკომენდებულია პრეპარატის მიღება   2-3 თვე
 
გვერდითი მოქმედება:
ზოგადად პრეპარატი კარგად გადაიტანება, თუმც ერთეულ შემთხვევაში შეიძლება დაფიქსირდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება.
სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციური დარღვევების  დროს.
 
ორსულობა და ლაქტაცია:
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კვლევების არ არსებობის გამო არ არის სასურველი რომ დაინიშნოს.
არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
 
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დასაშვებია გამოყენებულ იქნეს  არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან და გლუკოკორტიკოიდებთან ერთად
 
შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.