Plasmon
ნოფლუქსი / Noflux


1. რას წარმოადგენს პრეპარატი ნოფლუქსი, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
ნოფლუქსის ტაბლეტები შეიცავს რაბეპრაზოლს. ამ ნივთიერებას აკუთვნებენ ე.წ. პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებს, რომლებიც ამცირებენ კუჭში მჟავის წარმოქმნას.
ნოფლუქსის ტაბლეტები ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
- თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის აქტიური სტადია, ან კუჭის კეთილთვისებიანი წყლული (პეპტიური წყლული).
- გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების (გერდ) ეროზიული ან წყლულოვანი ფორმის გამოვლინება და გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების რეციდივის ხანგრძლივი პროფილაქტიკა (გერდ-ის რემისიის ხანგრძლივი შენარჩუნება). გერდ დაკავშირებულია საყლაპავის ანთებასთან, რომელიც გამოწვეულია კუჭის მჟავე შიგთავსის უკან დაბრუნებასთან და ჩვეულებრივ ვლინდება გულძმარვით.
- არაეროზიული გასტროეზოფაგური დაავადება ზომიერიდან უკიდურესად გამოხატული სიმპტომებით (სიმპტომური გერდ), რომელიც ასევე გულძმარვით ვლინდება.
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი (იშვიათი დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება კუჭში ქლორწყალბადმჟავას ჭარბი წარმოქმნა).
- ორ ანტიბიოტიკთან ერთად (კლარითრომიცინი, ამოქსიცილინი) Hელიცობაცტერ პყლორი ერადიკაციისთვის პაციენტებში პეპტიური წყლულით.

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ნოფლუქსის, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ ნოფლუქსი შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ნატრიუმის რაბეპრაზოლის, ან პრეპარატ ნოფლუქსის სხვა კომპონენტის აუტანლობა 
- თუ ხართ ორსულად, ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე;
- თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე (იხ. ნაწ. “ორსულობა და ძუძუთი კვება”)

უსაფრთხოების ზომები
პრეპარატ ნოფლუქსის გამოყენებამდე, კითხეთ რჩევა ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ:
- თუ გაქვთ პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების ჯგუფის სხვა პრეპარატის აუტანლობა, რომლებიც შეიცავენ ჩანაცვლებულ ბენზიმიდაზოლებს
- გაცნობეს, რომ გაქვთ კუჭის სიმსივნე
- გაქვთ ღვიძლის დაავადება
- იღებთ ატაზანავირს (აივ-ინფექციის სამკურნალო საშუალება),

დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ან ფარმაცევტს!

თუ თქვენ ხანგრძლივად მიიღებთ ამ წამალს, ექიმი დაგინიშნავთ რეგულარულ გამოკვლევებს.

იყო ცნობები, რომ ზოგიერთ პაციენტს მკურნალობის დროს განუვითარდა დარღვევები სისხლის, ან ღვიძლის მხრივ, რომლებიც ქრებოდა რაბეპრაზოლის მოხსნის შემდეგ.

თუ პრეპარატის მიღების დროს თქვენ გაგივითარდათ ძლიერი დიარეა (წყლისებრი ფაღარათი, ან თხელი განავალი სისხლით), რომელსაც თან ახლავს ცხელება, მუცლის ტკივილი, ან მტკივნეულობა მისი შეხებისას, შეწყვიტეთ პრეპარატ ნოფლუქსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ იღებთ ნოფლუქსს, ან პროტონის ტუმბოს სხვა ინჰიბიტორებს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლოა უმნიშვნელოდ გაგეზარდოთ ბარძაყის ძვლის, მაჯის ან ხერხემლს მოტეხილობის რისკი. თუ თქვენ გაქვთ ოსტეოპოროზი, ან იღებთ გლუკოკორტიკოსტეროიდებს (ეს მედიკამენტები ზრდიან ოსტეოპოროზის რისკს), აუცილებლად აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკის)
ბავშვებში და 18 წელზე ახალგაზრდა მოზარდებში ნოფლუქსის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

სხვა მედიკამენტები და ნოფლუქსი
აცნობეთ ექიმს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ან შესაძლოა მიიღოთ, ან იღებდით ახლახან, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. 
თუ თქვენ იღებთ ნებისმიერს ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ:
- კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები). რადგან ნოფლუქსმა შესაძლოა ხელი შეუწყოს სისხლში ამ პრეპარატების დონის დაქვეითებას, შესაძლოა საჭირო გახდეს მათი დოზის კორექცია.
- ატაზანავირი (აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატი). რადგან ნოფლუქსმა შესაძლოა ხელი შეუწყოს სისხლში ატაზანავირის დონის დაქვეითებას, ეს პრეპარატები ერთად არ უნდა მიიღოთ. 

პრეპარატ ნოფლუქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
მიუხედავად იმისა, რომ საკვების მიღება არ ახდენს გავლენას რაბეპრაზოლის ეფექტურობაზე, ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია დილით, ჭამამდე, საკმაო რაოდენობის წყლის დაყოლებით. ასე უფრო გაგიადვილდებათ პრეპარატის დროულად მიღება.

ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე; თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კითხეთ რჩევა ექიმს, ან ფარმაცევტს.

ორსულობა
არ მიიღოთ ნოფლუქსი, თუ ხართ ორსულად, ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე.

ძუძუთი კვება
არ მიიღოთ ნოფლუქსი, თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, ან უახლოეს პერიოდში გეგმავთ ძუძუთი კვებას.

გახსოვდეთ, რომ ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე აუცილებელია კითხოთ რჩევა ექიმს, ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატ ნოფლუქსის მიღებისას, შეიძლება გაგივითარდეთ ძილიანობა. მსგავსი რეაქციის განვითარებისას, არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და იმუშაოთ მოწყობილობებთან და მექანიზმებთან. 

3. როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი ნოფლუქსი, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები
ეს მედიკამენტი მიიღეთ მკაცრად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული რამეში, ყოველთვის მიმართეთ მათ ახსნა-განმარტებისთვის.
ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად, დაუღეჭავად და დაუქუცმაცებლად.
შემდგომ მოცემულია დოზები, რომლებიც რეკომენდებულია მოზრდილი პაციენტებისათვის, მათ შორის ხანდაზმულებისათვის. არ შეცვალოთ თვითნებურად დოზა, ან მკურნალობის ხანგრძლივობა.

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის აქტიური სტადიის, ან კუჭის კეთილთვისებიანი წყლულისას:
რეკომენდებულია პრეპარატ ნოფლუქსის 20 მგ მიღება ერთხელ დღე-ღამეში, დილით. უმრავლეს შემთხვევაში, ამ დოზის მიღების ფონზე, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცება ხდება ოთხი კვირის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დამატებით დაგინიშნოთ მკურნალობის ოთხკვირიანი კურსი. თუ გაქვთ კუჭის კეთილთვისებიანი წყლული, შეხორცება ხდება ექვსი კვირის განმავლობაში, ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შესაძლოა დამატებით დაგინიშნოთ მკურნალობის ექვსკვირიანი კურსი.

გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების (გერდ) ეროზიული, ან წყლულოვანი ფორმა: ჩვეულებრივ, რეკომენდებულია პრეპარატ ნოფლუქსის 20 მგ შიგნით მიღება დღე-ღამეში ერთხელ, ოთხი კვირის განმავლობაში; ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დამატებით დაგინიშნოთ მკურნალობის ოთხკვირიანი კურსი.

გერდის რემისიის ხანგრძლივი შენარჩუნება: ჩვეულებრივ რეკომენდებულია პრეპარატ ნოფლუქსის 10 ან 20 მგ შიგნით მიღება ერთხელ დღე-ღამეში. ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას და შეგირჩევთ პრეპარატის დოზას, მკურნალობის ხანგრძლივობას ინდივიდუალურად.

სიმპტომური გერდი
ჩვეულებრივ რეკომენდებულია პრეპარატ ნოფლუქსის 10მგ მიღება შიგნით ერთხელ დღე-ღამეში 4 კვირის განმავლობაში. თუ 4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები რჩება, მიმართეთ ექიმს. თუ პირველი 4 კვირიანი მკურნალობის კურსის შემდეგ სიმპტომები ქრება, ხოლო შემდეგ პერიოდულად კვლავ ვლინდება, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ პრეპარატ ნოფლუქსის 10მგ დოზით მიღება ” საჭიროებისამებრ”, ანუ მხოლოდ დაავადების სიმპტომების გამოვლენისას. 

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი
მკურნალობის დასაწყისში ჩვეულებრივ იღებენ პრეპარატ ნოფლუქსის 3 ტაბლეტს 20 მგ ერთხელ დღე-ღამეში. შემდეგ ექიმმა შეიძლება შეცვალოს ეს დოზა მკურნალობის შედეგებიდან გამომდინარე. ექიმი გირჩევთ რამდენი ტაბლეტი მიიღოთ და დღე-ღამის რომელ დროს. მკურნალობის პერიოდში საჭიროა ექიმთან რეგულარული მიმართვა, რომელიც გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას და შეგირჩევთ პრეპარატის ოპტიმალურ დოზას.

H. pylori ერადიკაცია
ჩვეულებრივ იღებენ პრეპარატ ნოფლუქსის 20 მგ (2 ანტიბიოტიკთან ერთად – კლარითრომიცინი [500 მგ] და ამოქსიცილინი [1 გ] ) 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში. სიმპტომების გაქრობისას არ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, რადგან ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ ხდება წყლულის მთლიანი შეხორცება. აუცილებელია ტაბლეტების იმდენ ხანს მიღება, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. დაწვრილებითი ინფორმაცია H. pylori ერადიკაციაში ჩართული სხვა პრეპარატების შესახებ იხილეთ შესაბამის დანართ ფურცლებში.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
პრეპარატი მიიღეთ მხოლოდ ექიმის დაკვირვების ქვეშ, რომელიც გულმოდგინედ გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
თირკმლის ფუნქციის დარღვევისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
პრეპარატ ნოფლუქსის დანიშვნა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში რეკომენდებული არ არის.

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ ნოფლუქსის საჭიროზე მეტი რაოდენობა
არ მიიღოთ ექიმის მიერ რეკომენდებული ტაბლეტების ყოველდღიურ რაოდენობაზე მეტი. თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი რაოდენობის ტაბლეტები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. თან წაიღეთ ტაბლეტი და წამლის ყუთი, რათა ექიმმა ზუსტად იცოდეს, თუ რა პრეპარატი მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ნოფლუქსის მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მომდევნო დოზის მიღება, მიიღეთ ტაბლეტი გახსენებისთანავე, ხოლო შემდეგი დოზა – ჩვეულებრივ დროს. თუ პრეპარატის მიღებებს შორის შუალედი 5 დღეზე მეტია, მკურნალობის განახლებამდე კითხეთ რჩევა ექიმს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის შესავსებად.

თუ შეწყვიტეთ ნოფლუქსის მიღება
არ შეცვალოთ პრეპარატის დოზა და არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება თვითნებურად, ექიმის რჩევის გარეშე.

ნებისმიერი სხვა შეკითხვით ამ პრეპარატის მიღების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი მედიკამენტის, მათ შორის, პრეპარატ ნოფლუქსის მიღების დროს. თუმცა ეს რეაქციები არ ვლინდება ყველა პაციენტში.
აღწერილი გვერდითი ეფექტების უმრავლესობა იყო მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული და ჰქონდა დროებითი ხასიათი.
----------

თუ გამოგივლინდათ კანის საფარველის სიწითლე ბუშტუკებით ან კანის აქერვლით/აშრევებით, მაშინვე შეწყვიტეთ ნოფლუქსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მსგავს შემთხვევებში ასევე შეიძლება გაჩნდეს დიდი ბუშტუკები და სისხლჩაქცევები ტუჩებზე, თვალების კონიუნქტივაზე, პირის ღრუს და ცხვირის ლორწოვან გარსებზე და სასქესო ორგანოებზე. ეს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზის შესაძლო გამოლინებაა.
ამას გარდა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:


ხშირი
- ინფექცია
- უძილობა (ძილის დარღვევა)
- თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
- ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), რინიტი (სურდო)
- დიარეა, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, კონსტიპაცია (შეკრულობა), მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა)
- დაუდგენელი ხასიათის ტკივილი, წელის ტკივილი
- ასთენია (სისუსტე), გრიპისმაგვარი სინდრომი

არახშირი
- მომატებული აგზნებადობა ან ძილიანობა
- ბრონქიტი, სინუსიტი
- დისპეპსია (მოუნელებლობა), პირის სიმშრალე, ერუქტაცია (ბოყინი)
- კანის გამონაყარი, კანის სიწითლე
- ტკივილი სახსრებში ან კუნთებში, კრუნჩხვები ფეხებში
- შარდგამომყოფი გზების ინფექცია
- ტკივილი გულმკერდის არეში
- შემცივნება, ცხელება
- “ღვიძლის სინჯების” ცვლილება

იშვიათი
- ანორექსია (მადის დაკარგვა)
- დეპრესია
- მომატებული მგრძნობელობის რეაქციები – მოულოდნელი მძიმე ალერგიული რეაქცია, რომლის სიმპტომები მოიცავს სახის შეშუპებას, არტერიული წნევის დაქვეითებას და ქოშინს, რომელიც პრეპარატის მოხსნის შემდეგ გაივლის
- მხედველობითი დარღვევები
- გასტრიტი (კუჭის გაღიზიანება, ან ტკივილი კუჭის არეში), სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება), გემოს დარღვევა
- დარღვევები ღვიძლის მხრივ, კერძოდ ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) და სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება), ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაზიანება, ღვიძლის დაავადებისას)
- ქავილი, მომატებული ოფლიანობა, ბუშტუკები კანზე (ჩვეულებრივ გაივლის პრეპარატის მოხსნის შემდეგ)
- დარღვევები თირკმელების მხრივ, კერძოდ ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმელებში შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება)
- სხეულის მასის მომატება
- სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შეცვლა: 
-ნეიტროპენია (ნეიტროფილების [ლეიკოციტების სახეობა] რაოდენობის შემცირება) ან ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება) – ლეიკოციტების დონის დაქვეითების შედეგებს მიეკუთვნება ხშირი ინფექციები, რომელსაც თან ახლავს ყელის ანთება, ან სხეულის ტემპერატურის მომატება (ცხელება), ასევე პირის ღრუს ლორწოვანზე ან ხახაზე წყლულების განვითარება
-ლეიკოციტოზი (ლეიკოციტების რაოდენობის მომატება)
-  თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება) – თრომბოციტების დონის დაქვეითების შედეგებს მიეკუთვნება სისხლდენებისადმი და სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილების მომატება.

ძალიან იშვიათი
მძიმე გვერდითი რეაქციები:
- მულტიფორმული ერითემა (კანის  გაწითლება ბუშტუკების წარმოქმნით)
- ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (კანის მძიმე დაზიანება მისი ზედა ფენის აშრევებით მთელ სხეულზე)
- სტივენს-ჯონსონის სინდრომი (დიდი ბუშტუკები კანზე, კანის და ლორწოვანის აშრევება, სისხლჩაქცევა ტუჩების არეში, თვალების კონიუნქტივაზე, პირის ღრუში და ცხვირის არეში).

უცნობი სიხშირის:
- ცნობიერების არევა
- კოჭების და ტერფების შეშუპება
- მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება
- ჰიპონატრემია (სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე), რომელიც ვლინდება შეუძლოდ ყოფნით, კუნთების სისუსტით და ცნობიერების არევით
- თუ თქვენ იღებთ ნოფლუქსს 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლოა სისხლში დაგიქვეითდეთ მაგნიუმის დონე. ამ მდგომარეობის სიმპტომებს მიეკუთვნება დაღლილობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა და გულისცემის გახშირება. თუ გამოგივლიდათ ამ სიმპტომებიდან რომელიმე, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. მაგნიუმის დონის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის და კალციუმის დონის დაქვეითება. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის რეგულარული ანალიზი მაგნიუმის შემცველობაზე.

თუ იღებთ ნოფლუქსს ან პროტონის ტუმბოს სხვა ინჰიბიტორს 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლოა უმნიშვნელოდ გაგეზარდოთ ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის ძვლების მოტეხილობის რისკი. თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან იღებთ გლუკოკორტიკოსტეროიდებს (ეს მედიკამენტები ზრდიან ოსტეოპოროზის რისკს), აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ.

ცნობები პრეპარატის გვერდითი მოქმედების სავარაუდო შემთხვევების შესახებ
თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენები ამ ჩამონათვალიდან, ან სხვა რეაქციები, რომლებიც არ არის მითითებული ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ეხმარებით ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესწავლას.

5. როგორ უნდა შეინახოთ პრეპარატი ნოფლუქსი, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები
შეინახეთ არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში. ნესტისა და სინათლის ზემოქმედებისაგან დასაცავად პრეპარატი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში. 

ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

6. ვარგისიანობის ვადა
არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 
ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ შეფუთვა გახსნილი ან დაზიანებულია.
სამკურნალო საშუალებები არ უნდა გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან გამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია პრეპარატის გადაგდება, რომელიც აღარ გჭირდებათ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ღონისძიებები დაგეხმარებათ გარემოს დაბინძურებისგან თავის არიდებაში.

7. აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

8. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ცნობები
რას შეიცავს პრეპარატ ნოფუქსის ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერება – ნატრიუმის რაბეპრაზოლი
10მგ პრეპარატ ნოფლუქსის ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ნატრიუმის რაბეპრაზოლს, რაც 9.42 მგ რაბეპრაზოლის ექვივალენტურია.

20მგ პრეპარატ ნოფლუქსის ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ნატრიუმის რაბეპრაზოლს, რაც 18.85 მგ რაბეპრაზოლის ექვივალენტურია.

სხვა ინგრედიენტები:
ტაბლეტის გული: მანიტოლი, მაგნიუმის ოქსიდი მძიმე, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალჩანაცვლებული ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი;
ტაბლეტის შიდა გარსი: ეთილცელულოზა, მაგნიუმის ოქსიდი მძიმე.
ტაბლეტის ნაწლავში ხსნადი გარსი: ფტალატის ჰიპრომელოზები, დიბუთილსებაკატი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172) (მხოლოდ 20 მგ დოზირებისათვის), რკინის წითელი ოქსიდი (E-172) (მხოლოდ 10 მგ დოზირებისათვის), ტიტანიუმის დიოქსიდი (E-171), ტალკი.

როგორ გამოიყურება ტაბლეტი ნოფლუქსი და რას შეიცავს შეფუთვა 
აღწერა
10 მგ-იანი ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები: ნაწლავში ხსნადი, ვარდისფერი გარსით დაფარული მრგვალი ტაბლეტები. 
20 მგ-იანი ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები: ნაწლავში ხსნადი, ყვითელი გარსით დაფარული მრგვალი ტაბლეტები. 

შეფუთვა
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული 7 ტაბლეტი დაფასოვებულია ალუმინის ფოლგის ბლისტერზე. 2 (14 ტაბლეტი) ან 4 (28 ტაბლეტი) ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

სად შევიძინოთ?