Plasmon
ნოლიპრელ ფორტე არგინინი / NOLIPREL ARGININE FORTE


1. რა არის ნოლიპრელი ფორტე არგინინი და რა შემთხვევებში გამოიყენება

ნოლიპრელი ფორტე არგინინი – ეს არის ორი აქტიური კომპონეტის, პერინდროპილის და ინდაპამიდის კომბინაცია. ეს არის ჰიპოტენზიური პრეპარატი, ის გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ მოზრდილებში. 

პერინდოპრილი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც ეწოდება აგფ-ის ინჰიბიტორები. ის ავლენს სისხლძარღვებზე გამაფართოებელ ზეგავლენას რაც ამსუბუქებს სისხლის მოწოლას. ინდაპამიდი წარმოადგენს დიურეზულ საშუალებას. დიურეზული საშუალებები ზრდიან შარდის მოცულობას, რომელიც გამოიყოფა თირკმელებით. თუმცა, ინდაპამიდი განსხვავდება სხვა  დიურეზულებისგან, რადგანაც ის მხოლოდ მცირედ ზრდის თირკმელებით გამომუშავებული შარდის მოცულობას. ყოველი აქტიური კომპონენტი ამცირებს არტერიულ წნევას და ისინი ერთად აკონტროლებენ არტერიულ წნევას. 

 

2. რა უნდა იცოდეთ ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღების დაწყებამდე 

რა შემთხვევებში არ შეიძლება ნოლიპრელი ფორტე არგინინის გამოყენება:

- თუ თქვენ გაქვთ ალერგია პერინდოპრილზე, ნებისმიერ სხვა აგფ ინჰიბიტორზე, ინდაპამიდზე, რომელიმეE სულფანილამიდზე ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე (ჩამოთვლილია განყოფილებაში 6), 

- თუ ადრე სხვა აგფ-ის ინჰიბიტორის მიღებისას ან სხვა ვითარებაში, თქვენ ან თქვენს რომელიმე ნათესავს გამოუვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან კანზე ჭარბი გამონაყარი (ანგიონევროზული შეშუპება),

- თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის დარღვეული ფუნქცია და თქვენ ღებულობთ არტერიული წნევის დამწევ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ალისკირენს,

- თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე დააავადება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დეგენერაციული დაავადება),

- თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება, რომლის დროსაც შემცირებულია თირკმელებთან სისხლის მიდინება (თირკმლის არტერიის სტენოზი), 

- თუ გადიხართ დიალიზს ან ჰემოფილტრაციის სხვა პროცედურებს. გამოყენებული აპარატიდან გამომდინარე შეიძლება, რომ ნოლიპრელი ფორტე არგინინი აღმოჩნდეს თქვენთვის მიუღებელი, 

- თუ თქვენ გაქვთ სისხლში კალიუმის დაბალი დონე, 

- თუ თქვენ გაქვთ ეჭვი გულის არანამკურნალებ დეკომპენსირებულ უკმარისობაზე (წყლის სერიოზული შეკავება, გაძნელებული სუნთქვა),

- თუ თქვენ ხართ ორსულად და ვადა აჭარბებს 3 თვეს (სასურველია, რომ ნოლიპრელი არგინინს თავი აარიდოთ ორსულობის ადრეულ სტადიაზე – იხ. განყოფილება ,,ორსულობა’’), 

- თუ თქვენ იღებდით ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილს და ვალსარტანს - გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალებებს, რადგან იზრდება კვინკეს შეშუპების რისკი (კანქვეშა ქსოვილის სწრაფი შეშუპება, მაგ. ყელის არეში) (იხ. განყოფილებები „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ და „სხვა პრეპარატები და Nნოლიპრელი არგინინი").

 

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები 

ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღებამდე გაიარეთ თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის  კონსულტაცია: 

- თუ გაქვთ აორტის სტენოზი (გულიდან გამომავალი მთავარი სიხლძარღვის შევიწროვება), ჰიპერტროფული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (თირკმელების სისხლით მომმარაგებელი არტერიების შევიწროვება), 

- თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა, ან გულის სხვა დაავადება

- თუ თქვენ გაქვთ თირკმლის დაავადება ან გადიხართ დიალიზს,

- თუ თქვენ გაქვთ დარღვევები კუნთების მხრივ, მათ შორის ტკივილი კუნთებში, მტკივნეულობა ზეწოლისას, სისუსტე ან კრუნჩხვები,

- თუ თქვენ სისხლში ანომალურად მომატებული გაქვთ ჰორმონ ალდოსტერონის დონე (პირველადი ჰიპერალდოსრონიზმი),

- თუ თქვენ გაწუხებთ თირკმლის დავადება,

- თუ გაგაჩნიათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,

- თუ გაწუხებთ კოლაგენოზურ-სისხლძარღვოვანი დაავადება (კანის დაავადება), როგორიც არის სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია, 

- თუ გაქვთ ათეროსკლეროზი (არტერიების კედლის გამაგრება),  

- თუ გაწუხებთ ჰიპერპარათირეოზი (ჰიპერაქტიული პარათირეოიდული ჯირკვალი),

- თუ გაწუხებთ პოდაგრა,

- თუ გაქვთ დიაბეტი,

- თუ იცავთ მარილის მცირე შემცველობის დიეტას ან ღებულობთ კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს,

- თუ ღებულობთ ლითიუმს ან კალიუმის შემნახველ პრეპარატებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), ან კალიმის დანამატებს, რადგან ნოლიპრელი არგინინთან ერთად მათი ერთობლივი მიღება არ შეიძლება (იხ. ,,სხვა პრეპარატები და ნოლიპრელი ფორტე არგინინი”),

- თუ ხართ ხანდაზმული ასაკის,

- თუ აღგენიშნებოდათ ფოტომგრძნობელობის რეაქციები,

- თუ აღგენიშნებოდათ სერიოზული ალერგიული რეაქციები, სახის, ენის, პირის ღრუს, ენის, ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება). ეს შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ მომენტში. თუ თქვენ გივითარდებათ ასეთი სიმპტომები, პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. 

- თუ თქვენ ღებულობთ არტერიული წნევის შემამცირებელ, ქვემოჩამათვლილ რომელიმე პრეპარატს:

  - ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორს (არბ) (ასევე ცნობილია როგორც სარტანები, მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ თქვენ გაწუხებთ დიაბეტით გამოწვეული, თირკმლის ფუნქციის დარღვევა,

  - ალისკირენი.

- თუ თქვენ განიცდით მხედველობის დაქვეითებას ან თვალების ტკივილს. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოდული გამონაჟონი) ან მომატებული თვალშიდა წნევა, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღების მომენტიდან რამდენიმე საათიდან, კვირამდე. მკურნალობის გარეშე შესაძლებელია მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. თუ თქვენ ადრე გქონდათ ალერგიული რეაქცია პენიცილინზე ან სულფონამიდზე, თქვენ შეიძლება დაექვემდებაროთ ქორიოიდული გამონაჟონის უფრო მაღალ რისკს.

  

თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაატაროს თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების შემცველობის  (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის რეგულარული მონიტორინგი.

ასევე იხ. ინფორმაცია, რომელიც მოყვანილია განყოფილებაში ,,რა შემთხვევაში არ შეიძლება ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღება”.

- თუ თქვენ ხართ აფრიკული წარმოშობის, რადგანაც შესაძლოა გაგაჩნდეთ ანგიონევროზული შეშუპების უფრო მაღალი რისკი და ეს სამკურნალო პრეპარატი შეიძლება ნაკლებად ეფექტურად ამცირებდეს თქვენს არტერიულ წნევას, ვიდრე არააფრიკული წარმოშობის პაციენტებში,

- თუ თქვენ გადიხართ დიალიზს მაღალი გამტარობის მემბრანებით,

- თუ თქვენ ღებულობთ ქვემოჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს, ანგიონევროზული შეშუპების რისკი შეიძლება მოიმატოს:

-  რაცეკადოტრილი (გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ),

- სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ეგრედწოდებულ, უჯრედებში რაპამიცინის სამიზნის ინჰიბიტორების კლასს (გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების საპრევენციოდ და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ).  

- საკუბიტრილი (გამოდის ფიქსირებული კომბინაციით ვალსარტანთან), რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ.  

- ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ეგრედწოდებულ გლიპტინების კლასს (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ).  

 

ანგიონევროზული შეშუპება

არის შეტყობინებები ანგიონევროზული შეშუპების (სერიოზული ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებით, გაძნელებული ყლაპვით და სუნთქვით) შემთხვევებზე, პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ აგფ-ის ინჰიბიტორებს, ნოლიპრელი ფორტე არგინინის ჩათვლით. ეს რეაქციები შეიძლება განვითარდეს თერაპიის დროს, ნებისმიერ მომენტში. თუ თქვენ გივითარდებათ აღნიშნული სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღება და მიმართოთ ექიმს. იხ. ასევე განყოფილება 4.

 

თქვენ უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ ორსულობას). ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ სტადიაზე. პრეპარატის მიღება არ უნდა მოხდეს 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადგანაც ამან შეიძლება სეროზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას (იხ. განყოფილება ,,ორსულობა და ლაქტაცია’’).  

 

როდესაც თქვენ ღებულობთ ნოლიპრელი ფორტე არგინინს თქვენ ასევე უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს შემდეგი:

- თუ გელოდებათ ანესთეზია ან/და სერიოზული ქირურგიული ოპერაცია,

- თუ თქვენ ბოლო დროს აღგენიშნებოდათ დიარეა, ღებინება ან ორგანიზმის გაუწყლოება,

- თუ თქვენთვის აუცილებელია დიალიზი ან გადიხართ დსლპ აფერეზის კურსს (სისხლიდან ქოლესტერინის აპარატული გამოძევება),

- თუ აპირებთ დესენსიტიზაციას, რომელმაც უნდა შეამციროს ალერგიული რეაქციები ფუტკრებისა და კრაზანების ნაკბენებზე, 

- თუ იტარებთ სამედიცინო გამოკვლევას, რომლისთვისაც საჭიროა იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების შეყვანა (ნივთიერებები, რომლებიც შესაძლებელს ხდიან შინაგანი ორგანოების, მაგალითად, თირკმელების ან კუჭის გამოკვლევას რენტგენის სხივების დახმარებით).

- თუ თქვენ შეგეცვალათ მხედველობა ან ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღების დროს გაგინვითარდეათ ტკივილი ერთ ან ორივე თვალში.  ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ გივითარდებათ გლაუკომა, მომატებული თვალშიდა წნევა. თქვენ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს. 

 

სპორტსმენებმა უნდა იცოდნენ, რომ ნოლიპრელი ფორტე არგინინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას (ინდაპამიდი), რომელმაც შეიძლება მოგვცეს დადებითი რეაქცია დოპინგ-კონტროლის ჩატარების დროს. 

 

ბავშვები და მოზარდები

ნოლიპრელი ფორტე არგინინის დანიშვნა ბავშვებში არ შეიძლება. 

 

სხვა პრეპარატები და ნოლიპრელი ფორტე არგინინი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, ღებულობდით უახლოეს წარსულში ან შეიძლება დაიწყოთ მიღება.  

მოერიდეთ ნოლიპრელი ფორტე არგინინის ერთდროულ გამოყენებას შემდეგ პრეპარატებთან:

- ლითიუმი (გამოიყენება მანიის ან დეპრესიის სამკურნალოდ),

- ალისკირენი (მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატი), თუ თქვენ არ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა,

- კალიუმის შემნახველი დიურეზულები (მაგალითად, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის მარილები და ორგანიზმში კალიუმის დონის გამზრდელი სხვა პრეპარატები (მაგალითად, ჰეპარინი წამალი რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად, თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით, ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილია როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფომეტოქსაზოლი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ),

- ესტრამუსტინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),

- მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერები. 

 

ნოლიპრელი ფორტე არგინინის მკურნალობაზე შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების გამოყენებამ. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა ან/და მიიღოს სხვა უსაფრთხოების ზომები. აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს თუ  ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს, ვინაიდან, მათი მიღებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა:

- პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის სამკურნალოდ, მათ შორის ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორები (არბ) ან ალისკერინი (ასევე იხ. ინფორმაცია განყოფილებებში ,,რა შემთხვევაში არ შეიძლება ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღება’’ და ,,განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები’’) ან დიურეზულები (სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ზრდიან თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობას), 

- კალიუმის შემნახველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის დროს: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი, დოზებით 12.5მგ-დან 50მგ-მდე დღეში,

- პრეპარატები, რომლებიც უფრო ხშირად გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ (რაცეკადოტრილი) ან ტრანსპლანტირებული ორგანოების მოცილების საპროფილაქტიკო (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ეგრედწოდებულ, უჯრედებში რაპამიცინის სამიზნის ინჰიბიტორების კლასს) იხ. განყოფილება ,,გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები”,  

- საკუბუტრილი და ვალსარტანი (გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ) იხ. განყოფილებები ,,არ მიიღოთ ნოლიპრელი ფორტე არგინინი” და ,,გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები”,

- საანესთეზიო პრეპარატები,

- იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები,

- ანტიბიოტიკები ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (მაგალითად, მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი, საინექციო ერითრომიცინი),

- მეთადონი (გამოიყენება ნარკომანიის სამკურნალოდ),

- პროკაინამიდი (არარეგულარული გულისცემის რითმის სამკურნალოდ),

- ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),

- ანტიჰისტამინური პრეპარატები ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ, როგორიცაა თივის ცხელება (მაგალითად მიზოლასტინი, ტერფენადინი, ასტემიზოლი),

- კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, მათ შორის მძიმე ასთმის ან რევმატიული ართრიტის დროს,

- იმუნოდეპრესიული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევვების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციური ოპერაციების შემდეგ ტრანსპლანტატის მოცილების თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი),

- გალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ),

- პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის სამკურნალოდ),

- საინექციო ოქროს პრეპარატები (გამოიყენება რევმატოიდული პოლიართიტის სამკურნალოდ)

- ვინკამინი (გამოიყენება ხანდაზმულებში, კოგნიტური დარღვევების სიმპტომური მკურანალობისთვის, მეხსიერების დაკარგვის ჩათვლით),

- ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ),

- სულტოპრიდი (ფსიქოზების სამკურნალოდ)

- პრეპარატები გულისცემის რითმის დაღვევის სამკურნალოდ (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დისოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, იბუტილიდი, დოფეტილიდი, დიგიტალისი, ბრეტილიუმი),

- ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევების სამკურნალოდ), 

- დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ),

- ბაკლოფენი (კუნთების რიგიდობის სამკურანალოდ, რომელიც ვითარდება ისეთი დაავადებებისას,         როგორიც არის გაფანტული სკლეროზი),

- დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, როგორიც არის ინსულინი, მეტფორმინი ან გლიპტინები,

- კალციუმი, კალციუმის დანამატების ჩათვლით,

- მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები, (მაგალითად, სინამაქი),

- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგალითად, იბუპროფენი) და სალიცილატების მაღალი დოზები (აცეტილსალიცილის მჟავა, ნივთიერება, რომელიც გვხვდება ბევრ მედიკამენტში, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ტემპერატურის დასაწევად და ასევე თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით),

- ამფოტერიცინი B (ინექცია) (სერიოზული სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ),

- ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები: დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები (როგორიც არის ამისულპრიდი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი)),

- ტეტრაკოზაკტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ),

- ტრიმეტოპრიმი (ინფექციის სამკურნალოდ),

- სისხლძარღვების გამაფართოვებელი პრეპარატები, ნიტრატების ჩათვლით (პრეპარატები, რომლებიც აფართოებენ სისხლძარღვებს),

- პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შემცირებული არტერიული წნევის, შოკის ან ასთმის სამკურნალოდ (მაგალითად, ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი). 

 

ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღება უმჯობესია ჭამის წინ. 

 

ორსულობა და ლაქტაცია

თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ორსულობა 

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ ორსულობას) თქვენ უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი. 

როგორც წესი, ექიმი გირჩევთ ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღების შეწყვეტას, ჯერ კიდევ ორსულობამდე ან ორსულობის ფაქტის დადასტურებისთანავე და მის ნაცვლად დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ სტადიაზე. ამ პრეპარატის მიღება არ შეიძლება 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადგანაც ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას. 

 

ლაქტაცია

ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღება არ არის რეკომენდებული  ძუძუთი კვების დროს.

თუ კვებავთ ძუძუთი ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. 

 

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.

 

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა:

ნოლიპრელი ფორტე არგინინი არ  მოქმედებს ყურადღებაზე, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში დაქვეითებული არტერიული წნევის გამო შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა რეაქციები, მაგალითად, თავბრუსხვევა ან სისუსტე. შედეგად, შეიძლება დაირღვეს ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარი. 

 

ნოლიპრელი ფორტე არგინინი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. 

თუ თქვენ ექიმმა გითხრათ, რომ გაგაჩნიათ ზოგიერთი სახის შაქრის აუტანლობა, მაშინ ამ პრეპარატის მიღებამდე საჭიროა თქვენი ექიმის კონსულტაცია.

 

ნოლიპრელი ფორტე არგინინი 

ნოლიპრელი ფორტე არგინინი შეიცავს 1მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ), ანუ ფაქტიურად არ შეიცავს. 

 

3. როგორ მიიღება ნოლიპრელი ფორტე არგინინი
ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. თუU თქვენ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული საწყისი დოზაა - 1 ტაბლეტი დღეში. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს შეცვალოს მიღების რეჟიმი, თუ თქვენ დარღვეული გაქვთ თირკმლის ფუნქცია. ტაბლეტების მიღება უმჯობესია დილით, ჭამამდე. ტაბლეტი გადაყლაპეთ ჭიქა წყლის დაყოლებით.

 

თუ თქვენ მიიღეთ ნოლიპრელი ფორტე არგინინის რეკომენდებულზე მეტი დოზა:

თუ თქვენ მიიღეთ ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტს ან დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ჭარბი დოზირების ყველაზე მეტად შესაძლო ეფექტია არტერიული წნევის დაქვეითება. თუ თქვენ დაგივარდათ წნევა (გულისრევის, ღებინების, შემცირებული არტერიული წნევის, კრუნჩხვების, თავბრუსხვევის, ძილიანობის, ცნობიერების დაბინდვის და თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობის შეცვლის თანხლებით), დაწექით და აწიეთ ფეხები, ეს დაგეხმარებათ მდგომარეობის შემსუბუქებაში. 

 

თუ თქვენ დაგავიწყდათ ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღება

მნიშვენელოვანია პრეპარატის ყოველდღიური მიღება, რამდენადაც მიღების რეგულარულობა მკურნალობას ხდის უფრო ეფექტურს. ამის მიუხედავად, თუ თქვენ დაგავიწყდათ ნოლიპრელი ფორტე არგინინის დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა. 

 

თუ თქვენ წყვეტთ ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღებას

იმის გამო, რომ მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, თქვენ პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე უნდა გაიაროთ ექიმის კონსულტაცია.  

 

თუ თქვენ ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენმა სამკურნალო პრეპარატმა, ნოლიპრელი ფორტე არგინინმაც, თუმცა, არა ყველა პაციენტში, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

 

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი გვერდითი ეფექტებიდან ერთ-ერთი, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული:

- ძლიერი თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, დაბალი არტერიული წნევის გამო (გავრცელებული  - ვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),

- ბრონქოსპაზმი (გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება, მსტვენავი სუნთქვა და ქოშინი) (არაგავრცელებული  - ვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში), სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება) (იხ. განყოფილება 2 ,,განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები’’) (არაგავრცელებული  - ვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),

- კანის მწვავე რეაქციები, რომელიც მოიცავს კანის ინტენსიურ გამონაყარს, კანის გაწითლებას მთელი სხეულის ზედაპირზე, ძლიერ ქავილს, ბუშტუკების გაჩენას, კანის აქერლვას და შეშუპებას, ლორწოვანი გარსების ანთებას (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიულ რეაქციებს (ძალიან იშვიათი – ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),

- გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები (უჩვეულოდ ჩქარი ან არარეგულარული გულისცემა, სტენოკარდია (ტკივილები გულმკერდის, ყბის და ზურგის არეში, გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით), გულის შეტევა (ძალიან იშვიათი - ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),

- სისუსტე ხელებში ან ფეხებში ან მეტყველების პრობლემები, რაც შეიძლება იყოს შესაძლო ინსულტის ნიშანი (ძალიან იშვიათი - ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),

- კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ტკივილი მუცლის და ზურგის არეში, შეუძლოდ ყოფნის თანხლებით (ძალიან იშვიათი - ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),

- კანის და თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), რაც შეიძლება იყოს ჰეპატიტის ნიშანი (ძალიან იშვიათი - ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),

- სიცოცხლისთვის საშიში არითმია (სიხშირე უცნობია),

- თავის ტვინის დაავადება, გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია) (სიხშირე უცნობია).

- კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, მტკივნეულობა ზეწოლისას ან ტკივილი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამავე დროს თავს ცუდად გრძნობთ ან გაქვთ მომატებული ტემპერატურა; ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთური ქსოვილის ანომალიური დაშლით (უცნობია). 

 

გამოვლენის სიხშირის კლების მიხედვით, შეიძლება შეიმჩნეოდეს შემდეგი გვერდითი მოქმედება:

- გავრცელებული (ვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში): სისხლში კალიუმის დაბალი დონე, კანის რეაქციები, ალერგიული და ასთმური რეაქციების მიმართ წინასწარგანწყობილ  პაციენტებში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის დარღვევა, ტინიტუსი (შუილი ყურებში), ხველა, ქოშინი (დისპნოე), საჭმლის მონელების დარღვევა (გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გემოვნების შეგრძნების დარღვევა, დისპეფსია ან მონელების გაძნელება, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (როგორიც არის კანის გამონაყარი, ქავილი), კუნთების კრუნჩხვები, დაღლილობის შეგრძნება.

- არაგავრცელებული (შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): განწყობის ცვალებადობა, დეპრესია, ძილის დარღვევა, ჭინჭრის ციება, პურპურა (კანზე წითელი წერტილოვანი გამონაყარი), კანზე კეროვანი ბუშტუკების გაჩენა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, იმპოტენცია (ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა), მომატებული ოფლიანობა, ეოზინოფილების ჭარბი რაოდენობა (სისხლის თეთრი სხეულების ერთ-ერთი ტიპი). ლაბორატორუიული პარამეტრების ცვლილება: სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რომელიც უკუქცევადია მიღების შეწყვეტის შემდეგ, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და არტერიული წნევის შემცირება,  ძილიანობა, გონების დაკარგვა, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია (გულისცემის გახშირება), ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე) დიაბეტის მქონე პაციენტების შემთხვევაში, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), პირის ღრუს სიმშრალე, ფოტომგრძნობელობის რეაქციები (კანის მომატებული მგრძნობელობა მზეზე), ართრალგია (ტკივილები სახსრებში), მაიალგია (ტკივილები კუნთებში), ტკივილი გულმკერდის არეში, შეუძლოდ ყოფნა, პერიფერიული შეშუპება, ცხელება, სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მომატებული დონე, დაცემა.

- იშვიათი (ვითარდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): მდგომარეობის გაუარესება ფსორიაზის დროს, ლაბორატორიული პარამეტრების შეცვლა: სისხლში ქლორიდების დაბალი დონე, სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სისხლის შრატში ბილირუბინის მაღალი დონე, დაღლილობა, სახეზე სისხლის მოვარდნები, შარდის გამოყოფის შემცირება ან შეწყვეტა, თირკმლის მწვავე უკმარისობა. მუქი ფერის შარდი, გულისრევა ან ღებინება, კუნთების კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა და კრუნჩხვები. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მდგომარეობის სიმპტომები, რომელსაც ეწოდება ადჰ ასსADH (ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი).      

- ძალიან იშვიათი (ვითარდება 10000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში): ცნობიერების აღრევა, ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი), რინიტი (გაგუდული ცხვირი ან ცხვირიდან გამონადენი), თირკმელების მძიმე დაავადება, სისხლის შემადგენლობის დარღვევები, როგორიც არის ლეიკოციტების და ერითროციტების რაოდენობის შემცირება, შემცირებული ჰემოგლობინი, თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა, სისხლში კალციუმის მაღალი დონე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

- სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია): ნორმიდან გადახრა ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ), ზოგიერთი ლაბორატორიული პარამეტრის ცვლილება: შარდმჟავას რაოდენობის მომატება და სისხლში გლუკოზის შემცველობის მომატება, ახლომხედველობა (მიოპია), არამკაფიო მხედველობა, მხედველობის დარღვევა, კანის ფერის შეცვლა. ხელის და ფეხის თითების დაბუჟება და ტკივილი (რეინოს სინდრომი), მხედველობის დაქვეითება ან თვალების ტკივილი, მაღალი წნევის გამო (თვალის სიხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშანი (ქორიოიდალური გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა). თუ თქვენ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენური დაავადების ტიპი), თქვენი მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს.

 

შეიძლება განვითარდეს დარღვევები სისხლის, თირკმელების, ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის მხრივ და ლაბორატორიული პარამეტრების (სისხლის ანალიზებში) ცვლილებები. თქვენი მდგომარეობის საკონტოლოდ ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი. 

 

ასეთი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ თქვენ გაგინვითარდებათ რაიმე სახის გვერდითი ეფექტები, შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ან ფურცელ-ჩანართში. გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების პროფილზე მეტი ინფორმაციის შეგროვებას.  

 

5. როგორ ინახება ნოლიპრელი ფორტე არგინინი

ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე. პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30◦C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 36 თვე

არ გამოიყენოთ ნოლიპრელი ფორტე არგინინი მუყაოს კოლოფზე და კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე. 

შეფუთვა შეინახეთ მჭიდროდ დახურული, არ დაუშვათ ნესტის მოხვედრა.

 

არ შეიძლება წამლების ჩაგდება გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ განთავისუფლდეთ წამლებისგან, რომლებიც თქვენ აღარ გჭირდებათ. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ. 

 

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ნოლიპრელი ფორტე არგინინი

- აქტიური ნივთიერებები: პერინდოპრილ არგინინი და ინდაპამიდი. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 5მგ პერინდოპრილ არგინინს (რაც შეესაბამება 3.395მგ პერინდოპრილს) და 1.25მგ ინდაპამიდს.

- ტაბლეტის ცენტრალურ ნაწილში შემავალი სხვა კომპონენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E470B), მალტოდექსტრინი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი (E551), ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (A ტიპი); აპკიანი გარსი: გლიცერინი (E422), ჰიპრომელოზა (E464), მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი (E470B), ტიტანის დიოქსიდი (E171).

 

როგორ გამოიყურება ნოლიპრელი ფორტე არგინინი და შეფუთვის შემცველობა

ნოლიპრელი ფორტე – თეთრი, წაგრძელებული ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 5მგ პერინდოპრილ არგინინს და 1.25მგ ინდაპამიდს. 

ტაბლეტები გამოდის კონტეინერებში, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს. 

 

გაცემის პირობები:

გაიცემა ექიმის რეცეპტით. 

სად შევიძინოთ?