Plasmon
ნორმაზე / Normaze


შემადგენლობა 

1 მლ სიროფი შეიცავს 66.7მგლაქტულოზას. 
დამხმარე ინგრედიენტები: ლიმონმჟავა, არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
საფაღარათო საშუალება. პრეპარატ ნორმაზეს გავლენით ხდება რძემჟავა ბაქტერიების გამრავლება. ისინი შლიან ლაქტულოზას დაბალმოლეკულური ორგანული მჟავეების წარმოქმნით. რომელიც არეგულირებს ნაწლავების ფუნქციას. Nნორმაზე ზრდის აციდოფილური ბაქტერიების რაოდენობას. Aრის შედეგად, ბუნებრივი გზით სტიმულირდება ნაწლავის პერისტალტიკა და ქრება ყაბზობა. Gგარდა ამისა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დროს პრეპარატი ნორმაზე ამცირებს აზოტშემცვლელი ტოკსიკური ნაერთების წარმოქმნას და მათ მოხვედრას სისხლის მიმოქცევაში. Nნორმაზე პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ჩვენებები
ქრონიკული ყაბზობა, ატონიური ყაბზობა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიისა და ღვიძლის კომის მკურნალობის დროს. დიზბაქტერიოზის პროფილაქტიკა, ბუასილი.

მიღების წესები და დოზები
ყაბზობის მკურნალობა.
1 წლამდე ბავშვებში 5 მლ/დღეში, 1-დან 6 წლამდე ბავშვებში 5-10მლ/დღეში, 6 წელზე უფროსი ბავშვები 15მლ/დღეში, ზრდასრულები 15-40მლ/დღეში. Mმკურნალობის ხანგრლივობა 4 კვირიდან 3-4 თვემდე.
Aატონიური ყაბზობის მკურნალობა.
1 წლამდე ბავშვებში 5მლ 2-3 ჯერ დღეში, 1-დან 6 წლამდე ბავშვებში 5-10მლ 2-3 ჯერ დღეში. 6 წელზე უფროსი ბავშვები 5-10მლ 2-3ჯერ დღეში. ძრდასრულები 10-30მლ 3 ჯერ დღეში. Mმკურნალობის კურსი ოპერაციიდან 18-24 საათის შემდეგ, 3-5 დღე
Dდიზბაქტერიზის პროფილ-კა.
1 წლამდე ბავშვებში 5-15მლ/დღეში. 1-4 წლის ბავშვებში 15მლ/დღეში. 5-7 წლის ბავშვებში 25მლ/დღეში. 8-14 წლის ბავშვებში 45მლ/დღეში. ზრდასრულებში 15-30მლ 3-5 ჯერ დღეში. 10-12 დღე. Kკურს იმეორებენ 3ჯერ,ერთკვირიანი ინტერვალით.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის,ღვიძლის კომის და პრეკომის მკურნალობა.
საწყისი დოზა შეადგენს 30-60მლ, 3-ჯერ დღეღამეში.დოზას შეარჩევენ ისე რომ კუჭის მოქმედება იყოს ადვილი.მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 3თვეს და მეტ ხანს.
სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ლაქტულოზას ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. კუჭ-ნაწლავის მხრივ გაუვალობა.

ორსულობა და ლაქტაცია
უსაფრთხოა ფეხმძიმე ქალებისათვის და მეძუძური დედებისათვის.

განსაკუთრებული მითითებები
მეტეორიზმის წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ჩვეულებრივ, მეტეორიზმი ქრება თავისით მკურნალობის დაწყეწიდან 2-3 დღის შემდეგ.
ნორმაზეს გამოყენება არ ახდენს ზეგავლენას ფსიქომოტორულ ფუნქციებზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანტიბიოტიკების ან სხვა პრეპარატების მიღების შემთხევაში, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას, საჭიროა ექიმის ინფორმირება, რომელიც შეარჩევს აუცილებელ დოზას.

სად შევიძინოთ?