Plasmon
ნორმოკიდი ფიტო / NORMOKID Phyto


შემადგენლობა
ყოველი 5მლ შეიცავს:
კამის ზეთი..................2.3მგ
კვლიავის ზეთი .........0.02 მკლ
დარიჩინის ზეთი......0.0113 მკლ
ილის ზეთი................0.0225 მკლ
პიტნის ზეთი ...........0.5 მკლ
დამხმარე ნივთიერებები: ტრინატრიუმ ციტრატის დიჰიდრატი 50 მგ, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი 2.25მგ, სუკრალოზა 1მგ, ნატრიუმის ბენზოატი 10მგ, ფორთოხლის არომატიზატორი 0.005მლ, კარამელის არომატიზატორი 0.25მგ, თვინ 80 20მგ, ნატრიუმის მეთილ პარაბენი 4.75მგ, ნატრიუმი პროპილ პარაბენი 0.75მგ, გასუფთავებული წყალი 3მლ.

თვისებები
ნორმოკიდ ფიტო® არის კომბინირებული პრეპარატი ჩვილებსა და ბავშვებში კოლიკის და ღებინების საწინააღმდეგოდ. ნორმოკიდ ფიტო® შეიცავს არომატულ, შებერილობის საწინააღმდეგო ზეთებს, რომლებიც მიღებულია მცენარეებიდან, რომლებიც ცნობილია, როგორც საჭმლის მომნელებელი პროცესების ხელის შემწყობი, უსაფრთხო და ეფექტური საშუალებები, კოლიკასთან და სპაზმთან ასოცირებული კუჭ-ნაწლავის მოქმედების მარეგულირებელი, შებერილობის საწინააღმდეგო საშუალებები. ნორმოკიდ ფიტოს® ეფექტი ასოცირებულია მასში შემავალი კომპონენტების მოქმედებასთან. კამას გააჩნია შებერილობის საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. კვლიავი, დარიჩინი და ილის ზეთი აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას და გამოიყენება როგორც კოლიკის და შებერილობის საწინააღმდეგო, ასევე ღებინების საწინააღმდეგო საშუალება. პიტნას აქვს პირდაპირი სპაზმოლიზური ეფექტი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გლუვ კუნთებზე: იგი ამცირებს ნაწლავის სპაზმს და შებერილობას.

ჩვენებები
• კოლიკა და ღებინება
• შებერილობა
• სპაზმი

დოზირება
ახალშობილები: 1/2 ჩაის კოვზი (2.5მლ) 1-4-ჯერ დღეში
2 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 ჩაის კოვზი (5მლ) 1-4 -ჯერ დღეში
ბავშვები 2 წლიდან: 2 ჩაის კოვზი (10მლ) 1-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
არ აღინიშნება.

განსაკუთრებული მითითებები
არ არსებობს.

შენახვის პირობები
ინახება გრილ და მშრალს ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

წამლის ფორმა
ნორმოკიდ ფიტო® ბოთლი 150მლ სიროფი.

სად შევიძინოთ?