ნორმოპილი / Normopil
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): minoxidilum
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია → საშუალებები თავის თმიანი ნაწილის კანის დაავადებებისათვის → ანდროგენული ალოპეციის (თმის ცვენა) სამკურნალო საშუალება
- მწარმოებელი კომპანია: Normon
- მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
- გამოშვების ფორმა: 50მგ/მლ 90მლ ადგილობრივი გამოყენების სპრეი, ხსნარი ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით და საზომი შპრიცით
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მინოქსიდილი
მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება არის მინოქსიდილი. თითოეული მლ ხსნარი შეიცავს 50მგ მინოქსიდილს. დამხმარე ნივთიერებებია: ეთანოლი, ნატრიუმის ედეტატი, პროპილენგლიკოლი (E1520) და გამოხდილი წყალი.
ჩვენება:
ნორმოპილი არის ხსნარი, რომელიც გამოიყენება თავის ქალის კანზე და ასტიმულირებს თმის ზრდას ანდროგენული ალოპეციის (სიმელოტის ყველაზე ხშირი ფორმის) მქონე პირებში ადგილობრივი გამოყენებისას.
მედიკამენტი ნაჩვენებია ანდროგენული ეტიოლოგიის თმის ზომიერი ცვენის სამკურნალოდ მოზრდილებში.
უკუჩვენება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა მკურნალობის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ. გულის დაავადებების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის წარსულში, მინოქსიდილის პირველად გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. თუ პაციენტს აღენიშნება თავის ქალის კანზე პრობლემა ან ჭრილობა, შესაძლოა მოხდეს მედიკამენტის დიდი რაოდენობით შეწოვა, ამიტომ გამოყენებამდე საჭიროა დადგინდეს, რომ არ არსებობს ეს პრობლემები; თუ თავის ქალის კანზე აღინიშნება სიწითლე, ანთება, ინფექცია, გაღიზიანება, ტკივილი ან პაციენტი იყენებს თავის ქალისთვის განკუთვნილ სხვა მედიკამენტებს; თუ პაციენტს არ აღენიშნება თმის ცვენის ოჯახური ისტორია, თმის ცვენა არის მოულოდნელი და-ან არარეგულარული, მშობიარობის შემდგომი ან უცნობი მიზეზით განვითარებული; თუ პაციენტს ანამნეზში ან ამჟამად აღენიშნება სისხლძარღვთა ან გულის რაიმე დაავადება, რადგან ამ დროს საჭიროა არტერიული წნევისა და გულისცემის სიხშირის მონიტორინგი, მედიკამენტის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. თუ პაციენტს აღენიშნება არტერიული წნევის დაქვეითება, გულმკერდის არეში ტკივილი, გულისცემის გახშირება, გულის თრთოლვა, გულისწასვლა ან თავბრუსხვევა, სხეულის მასის მოულოდნელი, აუხსნელი მატება, ხელებისა და ტერფების შეშუპება, თავის ქალის კანის მუდმივი სიწითლე და გაღიზიანება, უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია; არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში, რადგან შეიძლება განვითარდეს ჰიპერტრიქოზი სხეულის სხვა ნაწილებში; პრეპარატის თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში საჭიროა თვალების დიდი რაოდენობის წყლით ჩამობანა. თუ პაციენტს აღენიშნება რაიმე სხვა ეფექტი ზოგად მდგომარეობაზე ან კანზე, უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროა კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. უნებლიედ ჩაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს გულის სერიოზული გვერდითი მოვლენები. ამიტომ, პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ამ პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და სიმშრალე მის შემადგენლობაში შემავალი ეთანოლის (სპირტის) გამო.
ნორმოპილის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
სხვა მედიკამენტები და ნორმოპილი:
საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება, თუ პაციენტი ღებულობს, უახლოეს წარსულში ღებულობდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ნორმოპილის გამოყენება პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებები) და არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებებთან ერთად იწვევს არტერიული წნევის მკვეთრ დაქვეითებას. ასევე, დაუშვებელია მისი გამოყენება სხვა ადგილობრივ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა: ტრეტინოინი, ანთრალინი ან ბეტამეტაზონის დიპროპიონატი, რადგან ისინი ცვლიან სისხლში მოხვედრილი მინოქსიდილის კონცენტრაციის რაოდენობას.
ორსულობა, ლაქტქცია და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა: ორსულობის, ლაქტაციის, სავარაუდო დაორსულების ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია მედიკამენტის მიღებამდე.
ნორმოპილის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
ნორმოპილი შეიცავს პროპილენგლიკოლს:
მედიკამენტი შეიცავს 500მგ პროპილენგლიკოლს 1მლ-ში. მას შეუძლია გამოიწვიოს კანის გაღიზიანება პროპილენგლიკოლის შემცველობის გამო.
გამოყენების წესი:
მედიკამენტის გამოიყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმისა და ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების ინსტრუქცია:
გამოყენების ინსტრუქცია დამოკიდებულია აპლიკატორის ტიპზე.
საწვეთური
გრძელი თავის მქონე გამომფრქვევი აპლიკატორი
რეკომენდებული დოზაა 2მლ დღეში. დაიტანება დღეში 2-ჯერ: 1მლ დილით და 1მლ-საღამოს.
გამოყენებამდე საჭიროა ხელების კარგად დაბანა.
პროდუქტის დატანამდე თმა და სკალპი უნდა იყოს სრულად მშრალი.
საწვეთური (1მლ)
რეკომენდებულია თავის ქალის დიდ უბანზე დასატანად.
უნდა მოიხსანს ბოთლის თავსახური. 2. შპრიცი უნდა მოთავსდეს ბოთლში და შეივსოს 1მლ პროდუქტით. 3. 1მლ ხსნარი დატანილ უნდა იქნას საწვეთურის საშუალებით. 4. ხსნარის გადანაწილება ხდება თითებით სამკურნალო ზონაში, იწყება უთმო ნაწილის ცენტრიდან პერიფერიისკენ. არ დაიტანება სხეულის სხვა ნაწილებში. 5. გამოყენების შემდეგ ბოთლს უნდა დაეხუროს თავსახური.
გრძელი თავის მქონე გამომფრქვევი აპლიკატორი (1მლ=5 გამოფრქვევა): რეკომენდებულია თავის ქალის მცირე უბნებზე გამოსაყენებლად. 1. კანულა თავსდება დგუშში: საჭიროა დგუშის სწორად დაჭერა, თითების ღილაკზე მოთავსებით. 2. ბოთლიდან უნდა ამოიხრახნოს და მოიხსნას თავსახური. 3. ბოთლს უნდა მოერგოს გასაფრქვევი აპლიკატორი და მჭიდროდ ჩაეხრახნოს მას. 4. გამოყენება: გამომფრქვევი მიმართული უნდა იყოს სამკურნალო ზონისკენ. დგუშს უნდა დაეჭიროს ერთხელ და პროდუქტი თითებით უნდა გადანაწილდეს სამკურნალო ზონაში, ცენტრიდან პერიფერიისკენ. 1მლ ხსნარის დასატანად საჭიროა პროცედურის 5-ჯერ გამეორება. 5. საჭიროა მოეხსნას გრძელთავა გამომფრქვევი აპლიკატორი ბოთლს. 6. გამოყენების შემდეგ ბოთლს უნდა დაეხუროს თავსახური.
არ უნდა იქნას გამოყენებული თმის საშრობი, პროდუქტის შეშრობის დასაჩქარებლად.
პრეპარატის გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების კარგად დაბანა, არასასურველ ადგილებში თმის ზრდის თავიდან ასაცილებლად.
სხვა პრეპარატების მსგავსად, მკურნალობის შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ცალკეულ პაციენტზე; ამიტომ 4-თვიანი მკურნალობის კურსის ჩატარება აუცილებელია, რათა თმამ ხელახლა დაიწყოს ზრდა.
მიუხედავად ალოპეციის ხარისხისა საჭიროა რეკომენდებული სადღეღამისო დოზის მკაცრი დაცვა. დაუშვებელია დოზის ან გამოყენების სიხშირის გაზრდა.
მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ადრე, რადგან მონაცემების თანახმად, 3-4 თვის განმავლობაში მკურნალობის შეჩერების შემთხვევაში პაციენტები შეიძლება დაუბრუნდნენ მკურნალობამდე არსებულ ალოპეციის საწყის მდგომარეობას.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:
ნორმოპილის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული ამ ასაკობრივ ჯგუფში კვლევების არარსებობის გამო.
65 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში გამოყენება:
ნორმოპილის გამოყენება 65 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში არ არის რეკომენდებული ამ ასაკობრივ ჯგუფში კვლევების არარსებობის გამო.
დოზის გადაჭარბება:
ნორმოპილის საჭიროზე მეტი დოზით გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან გადაუდებელი კონსულტაცია. მინოქსიდილის ადგილობრივი გამოყენებისას დოზის უნებლიედ ან წინასწარ განზრახვით გადაჭარბების შემთხვევაში იზრდება დერმატოლოგიური გვერდითი მოვლენების სიმწვავე, კერძოდ ქავილი, სიმშრალე, კანის გაღიზიანება და ეგზემა (კანის მწვავე ან ქრონიკული ანთებითი მდგომარეობა). უნებლიე ან წინასწარ განზრახული გადაყლაპვისას ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ჰიპოტენზიას (სისხლის წნევის დაქვეითება), ტაქიკარდიას (გულისცემის სიხშირის მომატება), შეშუპებას (ჭარბი სითხის შეკავება ორგანიზმში) და გულის შეგუბებით უკმარისობას. დოზის გადაჭარბების ან უნებლიე გადაყლაპვის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
დოზის გამოტოვება: მკურნალობის დასაწყისში:
საჭიროა დატანილ იქნეს გამოტოვებული დოზა შესაძლებლობისთანავე და შემდეგ, ჩვეულებრივ გაგრძელდეს მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. დაუშვებელია ორმაგი დოზის გამოიყენება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
შემანარჩუნებელი მკურნალობის პერიოდში:
საჭიროა შემდგომი დოზის დატანა ჩვეულ დროს და შემდეგ, მკურნალობის ჩვეულებრივ გაგრძელება.
გამოყენების შეწყვეტა:
3-4 თვის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მკურნალობამდე არსებული ალოპეციის ხარისხის დაბრუნება. აღწერილი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში ან გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, რადგან ამ შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება: სახის, ტუჩების ან ხორხის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას. აღნიშნული სიმპტომები მიუთითებს მძიმე ალერგიულ რეაქციაზე (სიხშირე უცნობია, არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია ქავილი, დერმატიტი (სიწითლე), სიმშრალე, კანის გაღიზიანება, ეგზემა (კანის ანთებითი მდგომარეობა), ჰიპერტრიქოზი (თმის ზრდა კანზე). ჩვეულებრივ ისინი მსუბუქ ან ზომიერ ხასიათს ატარებენ და უკუვითარდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება:
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შენახვის წესი:
არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
ნორმოპილი არ გამოიყენება კონტეინერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ხსნარი შეიძლება ოდნავ მოყვითალო ფერის გახდეს. ფერის ცვლილება გავლენას არ ახდენს მის ეფექტურობაზე.
სამკურნალო პროდუქტის ვარგისიანობის ვადა ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ შეადგენს 40 დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ შIGღE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა:
ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის.
ნორმოპილი 50მგ-მლ გარეგანი ხსნარი: შეფუთვა შეიცავს 1 ბოთლს 90მლ, 2 ბოთლს 90მლ ან 3 ბოთლს 90მლ ხსნარით და პლასტიკურ ჩანთას, რომელიც მოიცავს გრძელი თავის მქონე გამომფრქვევ აპლიკატორსა და საწვეთურს (1მლ-5 გამოფრქვევა).