შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს 50 მგ დიმენჰიდრინატს
დამხმარე ნივთიერება (შემავსებელი): ლაქტოზა მონოჰიდრატი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნორმოსტოპი პირველ რიგში გამოიყენება, როგორც ღებინების საწინააღმდეგო საშუალება, განსაკუთრებით ზღვისა და “ჰაერის” დაავადებების (თვითმფრინავში ფრენის აუტანლობა) დროს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ძირითადად განპირობებულია მისი მოქმედებით შიგნითა ყურის აპარატზე.
ჩვენებები:
ზღვისა და “ჰაერის” დაავადებების პროფილაქიკა და მკურნალობა, მენიერის დაავადება, აგრეთვე გამოიყენება ვესტიბულარული და ლაბირინთული დარღვევების დროს (გულისრევა, ღებინება, თავბრუ) სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიით გამოწვეული სიმპტომების გარდა.
მიღების წესები და დოზები:
დოზირება
პრეპარატი უნდა მიღებულ იქნეს ჭამამდე გამგზავრებამდე 30 წუთით ადრე
გამოყენების წესი
მოზრდილებში: 1-2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში.
1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 1/4-1/2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში
7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები:1/2-1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში
მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილთათვის არ უნდა აჭარბებდეს 7 ტაბლეტს.
ჰიპერდოზირება
ჰიპერდოზირების სიმპტომები: პირისა და ყელის სიმშრალე, სახის სიწითლე., სუნთქვის გაძნელება, ცნობიერების აღრევა. ჰიპერდოზირების სიმპტომების გავითარების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები:
ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, პირის სიმშრალე, გულისრევა, მხედველობის დაბინდვა, მოძრაობითი რეაქციების შეფერხება.
გვერდითი ეფექტების შესახებ საჭიროა დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს.
უკუჩვენება:
- პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა;
- 1 წლამდე ბავშვები
- ორსულობა;
- ლაქტაცია;
განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილით ინიშნება კრუნჩხვითი სინდრომის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, პროსტატის ჰიპერტროფიის, ბრონქული ასთმის დროს.
საჭიროა სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აძლიერებს სედატიური და ძილისმომგვრელი პრეპარატების, ანტიდეპრესანტების, ამინოგლიკოზიდებისა და ალკოჰოლის მოქმედებას.
შენახვის პირობები და ვადები:
ვარგისიანობა:
დამზადების მომენტიდან 3 წელიწადი
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის პერიოდის ამოწურვის შემდეგ
შენახვის წესი:
შეინახეთ მშრალ, და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.