Plasmon
ნოტაკელ D5 ტაბლეტები (ნატუროპათი) / Notakehl D5 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #20
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს: 250 მგ Penicillium chrysogenum D5 ტრიტურაციას HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით (HAB –
Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, მაგნეზიუმსტეარატი
 
გამოცდილების შესაბამისად გამოიყენება
– ბაქტერიული დაჩირქებები – ტონზილიტი, ლარინგიტი
– კბილების ჩირქოვანი დაავადებები, კბილეის ექსტრაქციის შემდგომი მკურნალობა, ხერხემლის დაზიანებები 
– ხერხემლის კისრის ნაწილის სინდრომი, ლუმბალური სინდრომი
– ოტიტი, ნევრიტი, ნევრალგიები
– შარდსასქესო სისტემის დაზიანებები 
– პროსტატის ადენომა, პროსტატის კარცინომა, საშარდე გზების ინფექციები
– სასუნთქი გზების დაავადებები 
– ასთმური ბრონქიტი, ბრონქიტი, სინობრონქიტი
– აკნე
– სოკოვანი პრეპარატებით ნებისმიერი თერაპიის დროს,როგორც ეფექტის გამაძლიერებელი
 
თვისებები
Notakehl-ს ამზადებენ ობის სოკოს Penicillium Chrysogenium, იგი ანტიბიოტიკი არ არის, არ შეიცავს და არ ახდენს პენიცილინის მჟავას პროდუცირებას. ამიტომ არ ვითარდება ანტიბიოტიკოთერაპიისათვის დამახასიათებელი ისეთი მოვლენები, როგორიცა ალერგიები, ღვიძლის დაზიანებები, ნაწლავური ფლორის დარღვევები და პენიცილინრეზისტენტული შტამების წარმოქმნა. Notakehl სპეციფიურ ზემოქმედებას ახდენს სტრეპტოკოკებით
და სტაფილოკოკებით გამოწვეულ ყველა ინფექციაზე. Mucokehl-თან ან Nigersan-თან ერთად მონაცვლეობით მიღებისას Notakehl-ი გამაღიზიანებელ თერაპიაში მნიშვნელოვანროლს ასრულებს. მიზანშეწონილია არა მარტო გამოჯანმრთელების პროცესის არადამაკმაყოფილებელი მიმდინარეობის დროს,არამედ მკურნალობაში შეიძლება Notakehl-ის ან Quentakehl-ის ნებისმიერი ფორმით ჩართვა, Mucokehl-ის კურსობრივად ინექციებს
შორის ინტერვალების დროს.
 
მიღების წესი და დოზირება
მიიღება ყოველდღიურად 1-3 ტაბლეტი, სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები
არ მიიღება ობის სოკოების (Penicillium Chrysogenum) მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში
 
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი პერიოდში, ძუძუთი კვება და ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად. შეიცავს ლაქტოზას. მითითება იზოპათიური მკურნალობისათვის Notakehl-ი გამოიყენება ყველა
მწვავე და ქრონიკული დაავადების დროს, რომლებიც სტრეპტოკოკურ და სტაფილოკოკურ ინფექციებს უკავშირდება. სარტყლისებრი ჰერპესის დროს Notakehl-ი, როგორც ინტერპოზიცია; ერთი კვირის შემდეგ კი – Quentakehl-ი.
პრეპარატი არ ინიშნება Mucokehl-თან ერთად.
 
გამოშვების ფორმები
შეფუთვაშია 20 ტაბლეტი
სად შევიძინოთ?